სექტემბრის ყველაზე ტკბილი ქველმოქმედი, საუკეთესო ქველმოქმედი-განმანათლებელი, ქველმოქმედები, რომლებიც ბედნიერებას აცმევენ ადამიანებს! მოძებნე შენთვის შესაფერისი ნომინაცია ჩვენს სიკეთის რეიტინგში და გახდი მუდმივი დამხმარე!

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
სექტემბრის ყველაზე ტკბილი ქველმოქმედი, საუკეთესო ქველმოქმედი-განმანათლებელი, ქველმოქმედები, რომლებიც ბედნიერებას აცმევენ ადამიანებს! მოძებნე შენთვის შესაფერისი ნომინაცია ჩვენს სიკეთის რეიტინგში და გახდი მუდმივი დამხმარე!

სექტემბრის ყველაზე ტკბილი ქველმოქმედი, საუკეთესო ქველმოქმედიგანმანათლებელი, ქველმოქმედები, რომლებიც ბედნიერება აცმევენ ადამიანებს! მოძებნე შენთვის შესაფერისი ნომინაცია ჩვენს სიკეთის რეიტინგში და გახდი მუდმივი დამხმარე!

ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც მიუახლოვდნენ კეთილ საქმეს!

თქვენ დაგვეხმარეთ, გმადლობთ!

ნუნუკას ყველაზე მეტად საჩუქრად მიღებულ სათამაშოებში პიცა მოეწონა! მასზე იყო როგორც ზეთის ხილი, ისე პომიდვრები და ყველი! ის, რაც ნუნუკას ცხოვრებაში არასოდეს არ არის, და მამის გარდაცვალების შემდეგ ისიც კი დავიწყებას მიეცა, როგორ გამოიყურებიან ისინი. ნუნუკამ პიცა მაშინვე გაუყო პატარა მშიერ ძმებს – პეტრეს და გიოს.

მაგრამ ჩვენ უკეთესი იდეა გვქონდა ნახეთ, რამდენი ვაფლი სხვადასხვა გემოთილიმნის, ყავის, შოკოლადისდა სხვადასხვა სახის ორცხობილები კომპანიასანდომმდაურიგა ბავშვებს! სექტემბრის ყველაზე ტკბილი ქველმოქმედი – დიდი სიხარულით და მონდომებით გადავცემთ ამ ტიტულს ჩვენს ძველ მეგობრებს – „სანდომს“.

ქერა და საყვარელმა პატარა ბარბარე გვარამიძემ სასწავლო წელი ბედნიერი ფოტოსესიით დაიწყო და არა ტირილითა  წყენით, როგორც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ არა კომპანია ორგსერვისი. მისმა დედამ, რომელიც მარტო ზრდის ოთხ შვილს, ხომ ვერ მოახერხა ახალი ჩანთის ყიდვა.

საყვარელი პატარა დეა, ჩვენი მეურვეობის ქვეშ მყოფი გელა ხარაბაძის ქალიშვილია, გელა დაავადებულია იშვიათი გენეტიკური დაავადებით – ჰეტინგტონის ქორეით. ამ ოჯახმა ბევრი მწუხარება და ტანჯვა გამოიარა. გელა ვერ მუშაობს, მას თავისი ბრძოლა აქვს დაავადებასთან, მაგრამ მის გულს ათბობს და ახარებს თქვენი დახმარება.

მოზარდებზე, რომელთა მშობლები ამჟამად რთულ მატერიალურ მდგომარეობაში არიან, ობლებზე და სხვა პატარა ბავშვებზე სკოლისთვის ორგსერვისმა იზრუნა. საყვარელი ზურგჩანთები ცოტა მძიმე აღმოჩნდა, და ჩვენი გონიერი ბავშვები მაშინვე მიხვდნენ რაში იყო საქმე და დაიწყეს მათი გახსნა.

ყოველ ზურგჩანთას აქვს შესანიშნავიშიგთავსი“ – გუაში, საღებავები, კალმები, ბლოკნოტები, რვეულები, ფანქრების ყუთები , საუზმის კონტეინერებისექტემბრის საუკეთესო ქველმოქმედიგანმანათლებლის ტიტულს ვაძლევთ კომპანიას ორგსერვისი და გულწრფელად ვუხდით მადლობას.

დეიდა, ასეთი ლამაზი მიკროფონი ხომ მხოლოდ ნამდვილ მომღერლებს აქვთ?! არ მჯერა, ეს ნამდვილად ჩემთვისაა?! – პატარა პრინცესა დეას თვალები მადლიერებას ასხივებდნენ.

ტკბილეულთან, სასკოლო ზურგჩანთებთან და ნივთებთან ერთად – ხუთმა ოჯახმა: ცუცკირიძე, პოღოსიანი, კანთელაშვილი, გვარამიძე და ხარაბაძემ თქვენგან მიიღეს ბევრი ტანსაცმელი და სათამაშო

ქველმოქმედები, რომლებიც ბედნიერებას აცმევენამ წოდებას სექტემბერში სიხარულით მივანიჭებთ:

თათია მესხიძეს

თამაზ ლაბაძეს

ეკა ქაჯაიას

ნირიას

თამუნა ხვიჩიას

არმაზს

ელენეს

ნინოს
საბავშვო ბაღების ქსელსნუცა -ს

ქველმოქმედის დღეს ნონა ედიშერაშვილმა, საბავშვო ბაღების ქსელის „ნუცას“ დირექტორმა (ჩვენი მუდმივი მხარდამჭერები), საჩუქრად მიიღო ნახატი ჩვენი მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვისგან. ასეთ შეუფასებელ მადლიერებას და სიყვარულის იღებენ ჩვენი მუდმივი ქველმოქმედები, ისინი, ვინც მთელი გულით ეხმაურებიან სხვათა გასაჭირს.»

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»).

კორ. მედეა

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის