უხელო ჩინელმა მამაკაცმა 8 წლის განმავლობაში ქველმოქმედაზე 500 000 აშშ დოლარზე მეტი გაიღო.
ში სიაჰუამ, ჯიანგსუს პროვინციიდან, 6 წლის ასაკში ორივე ხელი დაკარგა ავარიის შედეგად, მას შემდეგ ში სიაჰუამ ფეხებით ისწავლა დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, კომპიუტერთან მუშაობა და მობილურის გამოყენება, ასევე კალიგრაფიის წერაც, კბილებში ფუნჯის ჭერით. ის გახდა ცნობილი როგორც ინვალიდი-კალიგრაფი, მხატვარი და ქალაქის დეპუტატი.
ში სიაჰუას ადრე სუიციდური აზრები უჩნდებოდა, მაგრამ როდესაც ის ახსენდებოდა მშობლების ზრუნვა მის მიმართ, გადაწყვიტა რაღაცის შესწავლა. მან იპოვა ერთი კალიგრაფი და დაიწყო მისთან მეცადინეობა.
საკუთარი ძალისხმევის წყალობით, ში სიაჰუამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც კალიგრაფიის, ისე ხელოვნების სფეროში. იმისთვის, რომ შშმ პირებს დახმარებოდა, მან შექმნა ანსამბლი და კონცერტებით მოგზაურობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2008 წლის სიჩუანის მიწისძვრის შემდეგ, ში სიაჰუა გაემგზავრა დაზარალებულ ტერიტორიაზე, სადაც კონცერტებით გამოდიოდა და შემოწირულობები იღებდა. ამის შემდეგ, იგი ხშირად ეხმარებოდა თანხებით ღარიბ ოჯახებსა და შშმ პირებს. 8 წლის განმავლობაში მან უკვე გაიღო 500 ათასი დოლარზე მეტი, ხოლო ქვეყნის ლიდერები მას პირადად შეხვდნენ და გულწრფელი მოწონება გამოუცხადეს.
ჟურნალისტებთან ში სიაჰუას თავის გასაჭირზე საუბარი არ სურს. მისი თქმით, ეს წარმატებები და მიღწევები არასდროს იქნებოდა შესაძლებელი კეთილი ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე, ამიტომ ის განაგრძობს შშმ პირების მხარდაჭერას, რომ მათაც ჰქონდეთ ისეთი ნათელი და წარმატებული ცხოვრება, როგორიც აქვს მას.