ნათელმა ადამიანებმა, ფონდის ქველმოქმედებმა, მოაწყვეს ბედნიერი პატარების თვე! ყოველი ღიმილი ბავშვის სახეზე აინთო კეთილი საქმის შემდეგ!
ბედნიერი პატარების თვე – თქვენი დახმარებით ასეთი იყო ოქტომბერი, მეგობრებო! ბავშვები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ იღიმებოდნენ სხვადასხვა უბედურების გამო, რაც მათ ოჯახებს დაატყდა თავს და სამყაროს მხოლოდ ცრემლების ფარდის მიღმა ხედავდნენ, ახლა გულიანად იცინიან!
იღიმება ლამაზი მილენა გაბედავა, იხუტებს ნაჩუქარ რბილ სათამაშოებს. 
იღიმის ახალ ცხენზე ამხედრებული ნიკუშა ჭყონია, რომელსაც უყურადღებო ექიმებმა მთელი ცხოვრების პრობლემები შეუქმნეს ფეხთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ გამოვუსწორებთ ფეხს – მეგობრებთან ერთად შევაგროვებთ ფულს თურქეთში ოპერაციისთვის! ის ძვირია, მაგრამ არა რთული! ასე რომ, მომავალ თვეს ცხენი ბევრად სწრაფად ირბენს. ქართველი რა ქართველია ცხენის გარეშე?!

ანგელოზივით პატარა ბარბარე, ახალ ეტლში ტკბილად “ფშვინავს” სიზმარში.
პატარებმა, ლაზარე და გენადი ქებაძეებმა, რომლებიც სევდასა და მუდმივ ღელვაში ცხოვრობენ სიმსივნით დაავადებული დედის გამო, ასევე იგრძნეს მოულოდნელი სიხარული, როდესაც ფონდის თანამშრომლებმა მათ ერთდროულად ბევრი დიდი შეკვრა გადასცეს – ტანსაცმლით, სათამაშოებით, ფაფებით!
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ანგრევენ ამ სამყაროს ჰარმონიასა და ბალანსს. დაუდევარი ექიმები, უსინდისო მამები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ შვილებს, უგულო ჩინოვნიკები, რომლებისთვისაც სულ ერთია, გადარჩება თუ არა ოჯახი ავარიულ შენობაში… ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბევრი ადამიანი სხვისი შეცდომების ტვირთს ატარებს.
და არსებობენ ნათელი ადამიანები – შემოქმედნი, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებში. სწორედ ისინი აღადგენენ ამ სამყაროს ბალანსს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში – ნამდვილად!
სანამ ბავშვები ტანსაცმლის ამოღებას დაიწყებდნენ შეკვრებიდან, მათ თავად სთხოვეს ფონდის თანამშრომელს, გადაეღო მათთვის ფოტო. ოჰ, ეს პატარა ონავრები!
ახლა ჩვენ გაგაცნობთ ამ ნათელ ადამიანებს, თითოეულს პირადად, ვინც სხირტლაძეების, ნოზაძეების, ჭყონიების, ქებაძეების, გაბედავების, გაბიდაურების ოჯახებს საჩუქრად გამოუგზავნა ტანსაცმელი, სათამაშოები, საოჯახო ნივთები და მწუხარება და ცრემლები ბედნიერებითა და ღიმილით შეცვალა.
სოფო კორძაძე
გურანდა
სოფი სტეფნაძე
თამარ შეიშმელაშვილი
ნოდარ
ნუგზარ დეისაძე
მარინა ქვითათიანი
ნინო ჩოხელი
მაიკო ნინუა
ია ლობჟანიძე
თამარ გვენეტაძე
ელენა შატროვა
შალვა ქელდიშვილი
ქეთევან ახალაია
თათია მესხიძე
მერაბ ქირია
ჩვენთან ასევე არის კომპანია „ნატურლენდი“ (გემრიელი ფაფები), რომლისთვისაც სიკეთის კეთება მათი კორპორატიული პოლიტიკისა და ცხოვრებისეული პრინციპის ნაწილია.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ნათელი ადამიანები გვპოულობენ, წარმოუდგენლად მადლიერნი ვართ ჩვენი დამხმარეების! ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი გულკეთილი ადამიანია და ყველას გვსურს, რომ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებში გიხილოთ.
მეგობრებო, სხვისი მწუხარება არ არსებობს, ამიტომ თუ იცით ადამიანების პრობლემების შესახებ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში – მოგვწერეთ! ჩვენ ყოველთვის გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»).
კორ. მედეა