ბატონი ზურაბ ხელაშვილი განაგრძობს ფონდისთვის შემოწირულობების გაკეთებას

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ბატონი ზურაბ ხელაშვილი განაგრძობს ფონდისთვის შემოწირულობების გაკეთებას

ბატონი ზურაბ ხელაშვილი
მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად ეხმარება ფონდის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები
პროდუქტით.

მის მიერ მოწოდებული
პროდუქტები მთლიანად ხმარდება „შინ მოვლის“ პროგრამის ბენეფიციარებს, სადაც ამჟამად
400-მდე ადამიანი ირიცხება.

ბოლო ორი კვირის
მანძილზე „სოციალურმა პარტნიორობამ“ ბატონი ზურაბისგან მიიღო: 125 კილო წიწიბურა,
125 კილო შაქარი, 125 კილო ბრინჯი და 125 კილო მაკარონი. ფონდი ძალიან დიდ მადლობას
უხდის ბატონ ზურაბს გულისხმიერებისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

საქველმოქმედო ფონდი
„სოციალური პარტნიორობა“ მოუწოდებს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს მიიღონ მონაწილეობა
ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ფონდის საშუალებით ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად
სჭირდებათ.

დამატებითი ინფორმაცია
ფონდის პროექტებზე იხილეთ ლინკზე: http://goo.gl/bf0M4d

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის