მოხალისე მასწავლებელი ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
მოხალისე მასწავლებელი ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში

მეუნარგიას 42 ნომერში განთავსებულ მცირე საოჯახო ტიპის
სახლში ბავშვები თავს მშვენივრად გრძნობენ. დადიან საჯარო სკოლაში, ხარისხიანად იკვებებიან,
ამზადებენ გაკვეთილებს და სხვა. მათი ცხოვრების პირობები მაქსიმალურად მიახლოვებულია
ოჯახში ცხოვრებისა და აღზრდის პირობებთან.

დღის მეორე ნახევარში პატარებთან დადის მოხალისე მასწავლებელი
მერი ადამაძე, რომელიც ეხმარება მათ მოცემული დავალებების შესრულებაში და ამზადებს
ინგლისურსა და ქართულ ენებში.

ფონდი მადლობას უხდის მერი ადამაძეს და ყველა იმ ადამიანს,
ვინც მხარს უჭერს მცირე საოჯახო ტიპის სახლის პროექტს და თავისი წვლილი შეაქვს ბავშვების
უკეთესი მომავლის ფორმირებაში.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის