მცირე საოჯახო ტიპის სახლს საჩუქრად ულამაზესი გაფორმება გაუკეთეს

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
მცირე საოჯახო ტიპის სახლს საჩუქრად ულამაზესი გაფორმება გაუკეთეს
ეს ყოველივე საახალწლო საჩუქარია ბავშვებისათვის, რომელიც მათ გაუკეთა სახლის მოხალისე მასწავლებელმა მერი ადამაძემ და მისმა ვაჟმა გიორგიმ. ქალბატონი მერი უკვე რამდენიმე თვეა ამეცადინებს ბავშვებს ქართულ ენასა და ინგლისურში. მის ვაჟს, რომელიც ამჟამად პირველკლასელია, ძალიან უნდოდა გაეკეთებინა ბავშვებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი; მან მოაგროვა გარკვეული თანხა და მშობლების დახმარებით პატარებს საახალწლო საჩუქრები უყიდა. მათ ასევე მორთეს მთელი სახლი ფერადი ბუშტებით და ახალი წლისთვის სახლში საოცარმა საახალწლო განწყობამ დაისადგურა.
თითეული ბავშვისთვის ახალი წელი განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც უკავშირდება ახალ იმედებს, საჩუქრებს, ამაღლებულ და დადებით განწყობას.
სოციალური პარტნიორობა დიდ მადლობას უხდის ჩვენს მოხალისე მასწავლებელსა და მის ვაჟიშვილ გიორგის გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და მათ ახალ წელში ბედნიერებას უსურვებს.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის