საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ ქველმოქმედება

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ ქველმოქმედება

როგორც მოგეხსენებათ,
სულ უფრო და უფრო იზრდება კომპანიათა რიცხვი, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ქველმოქმედებაში.
ამ მხრივ განსაკუთრებით დასაფასებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“
საახალწლო აქცია, რომლის ფარგლებშიც 19, 20 და 21 დეკემბერს მაღაზიათა ქსელში გაყიდული
პროდუქციის ჯამური ღირებულების 1% მოხმარდა ქობულეთის პანსიონის თანამედროვე და მაღალხარისხიანი
ტექნიკით უზრუნველყოფას.

„ელექტრონიკას“
წარმომადგენლებმა აქციის ფარგლებში შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა უკვე მოიტანეს
პანსიონში და ჩვენი პატარები დიდად გაახარეს. ჯამში პანსიონს გადაეცა: დიდი პლაზმური
ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, 3 ჰაერის გამწოვი, 2 უთო, ფენი, ბლენდერი და 2 ყავის
მადუღარა.

„სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ გამოჩენილი
გულისხმიერებისათვის და საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. დაე, მუდამ ჰქონდეს ყველა
კეთილისმსურველ ადამიანს საშუალება აკეთოს სიკეთე.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის