ქობულეთის პანსიონში ბავშვებმა ნამდვილი თოვლის ბაბუა გააკეთეს

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ქობულეთის პანსიონში ბავშვებმა ნამდვილი თოვლის ბაბუა გააკეთეს

ახალი
წელი და თოვლის მოსვლა ყველას უხარია, განსაკუთრებით კი ბავშვებს. მართალია,ამ ზამთარს დღესასწაულებმაისე ჩაიარა, რომ
თბილისში ჯერ თოვლი არ ყოფილა, თუმცა უთოვლობას არ უჩივის ქობულეთი.

ქობულეთის
პანსიონში თოვლის მოსვლის სიხარული ბავშვებმა ეზოში თამაშით გამოხატეს და ძალიან ლამაზი
თოვლის ბაბუაც გააკეთეს, რომელიც მორთეს სხვადასხვა აქსესუარებით, ბოლოს კი მასთან
სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

პანსიონში
ბავშვთა სწავლის, განათლებისა  და განვითარებისათვის
ყველა პირობაა შექმნილი. მაღალკვალიფიციური აღმზრდელები პატარებისთვის ბედნიერი და
კომფორტული გარემოს შესაქმნელად ძალ-ღონეს არ იშურებენ. ბავშვთა აღზრდაში უშუალოდ მონაწილეობენ
და დიდ როლს ასრულებენ მათი მშობლები, რომლებიც შვილებს ხშირად სტუმრობენ. ყველა ბავშვისათვის
უკვე სრულადაა მოწყობილი საკუთარი კუთხეები, შეძენილია ყველა საჭირო ინვენტარი და ტექნიკა,
რომელიც პატარებს სრულფასოვანი ცხოვრებისა და სწავლა-განვითარებისთვის ესაჭიროებათ.
რა თქმა უნდა ბავშვებისთვის შეძენილია ინდივიდუალური ლეპტოპებიც, რათა მათი სასწავლო
პროცესი უფრო ეფექტურად და შედეგიანად წარიმართოს.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის