პანსიონის ბავშვები ქობულეთის მუზეუმს ესტუმრნენ

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
პანსიონის ბავშვები ქობულეთის მუზეუმს ესტუმრნენ
“სოციალური პარტნიორობა” აქტიურად განაგრძობს ბავშვების ღირსეულ აღზრდასა და ნათელ მომავალზე ზრუნვას, უზრუნველყოფს მათ ხარისხიან განათლებას, კვებას, ჩაცმასა და დასვენებას.

ამჯერად ჩვენი ბავშვები ესტუმრნენ ქობულეთის მუზეუმს, რომელიც ვიზიტორებს 2012 წლიდან იღებს. აქ თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის ასობით უძველესი ნივთი. პროფესიულმა გიდმა პატარებს უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტი გააცნო თვითოეული ნივთის წარმომავლობისა და გამოყენების შესახებ. ბავშვები მისმა მონაყოლმა ძალიან დააინტერესა. მათ უამრავი სიხლე შეიტყვეს ქართული კულტურის თვითმყოფადობის, განვითარებისა და ჩამოყალიბების შესახებ და გიდს, თავის მხრივ, სხვადასხვა სახის კითხვები დაუსვეს. მუზეუმში სტუმრობა ჩვენი აღსაზრდელებისათვის უზომოდ საინტერესო და ამაღელვებელი გამოდგა, რადგან მათი უმეტესობა მსგავსი ტიპის დაწესებულებაში პირველად მოხვდა.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის