ჩვენი ბავშვები ოლიმპიადაზე

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ჩვენი ბავშვები ოლიმპიადაზე

ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვები აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას
აგრძელებენ. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ განათლებას
და სწორ განვითარებას, რათა ისინი ღირსეული ქვეყნის ღირსეულ შვილებად აღიზარდონ, შეძლონ
თავიანთი პოტენციალის გამოვლენა და ცხოვრებაში სწორი გზის გაკვლევა. აქედან გამომდინარე,
ფონდი მათ სხვადასხვა საგნებში ამზადებს, დაყავს სპორტულ წრეებზე და აძლევს საშუალებას
განავითარონ თავიანთი უნარები.

ჩვენმა მოხალისე მასწავლებელმა მერი ადამაძემ გაძლიერებულ რეჟიმში
იზრუნა ბავშვების მომზადებაზე ქართულში და ოთხი მათგანი: მზიკო, ელისო, გვანცა და გიორგი
წარმატებულად გამოვიდნენ ქართულის ოლიმპიადაზე და დიპლომებიც დაიმსახურეს.

ფონდი მადლობას უხდის ჩვენს მოხალისე მასწავლებელს, რომელიც ბავშვებს
განვითარებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. ასევე მადლობას ვუხდით ყველა
იმ ადამიანსა თუ კომპანიას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბავშვების უკეთესი მომავლის
ფორმირებაში.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის