ქველმოქმედება გადამდებია – „ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ქველმოქმედება გადამდებია – „ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“

ჩვენი
ფონდის მასშტაბურ ქველმოქმედებას უერთდება და მხარს უჭერს სულ უფრო მეტი ადამიანი თუ
კომპანია. შესაბამისად, ჩვენი პროექტებიც ფართოვდება – უფრო მეტ მოხუცებულს, მრავალშვილიან
ოჯახსა და ბავშვებს ვუწევთ დახმარებას.

ფონდმა
„ახალგაზრდობა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ გადაწყვიტა ჩვენი ფონდის ბენეფიციარი
ბავშვებისთვის დახმარება აღმოეჩინა და მათთვის წამლები გადმოგვცა. მოგეხსენებათ, რომ
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ბავშვების ჯანმრთელობას, სწავლა-განათლებასთან ერთად,
უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში სრულფასოვან დახმარებას
უწევს. მარტში მცირე საოჯახო ტიპის სახლის ერთ ბენეფიციარს გაუკეთდა ბრმა ნაწლავის
ოპერაცია, მეორე ბავშვს კი – გლანდების ოპერაცია. აპრილის თვეში დაგეგმილია კიდევ ორი
ბავშვის გლანდების ოპერაცია. ჯანმრთელობა არის პირველადი მნიშვნელობის საკითხი, რათა
პატარებმა შემდეგ სრულფასოვნად შეძლონ მეცადინეობა, განვითარება და სპორტით დაკავება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის
ანი ბერაიას და ფონდ „ახალგაზრდობა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ კოლექტივს გაწეული
დახმარებისთვის და თანადგომისთვის. ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შევუმსუბუქებთ
ცხოვრებას.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის