მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები ზაფხულის არდადეგებს ქობულეთში ატარებენ

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები ზაფხულის არდადეგებს ქობულეთში ატარებენ
გასულ კვირას მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები ფონდმა 1 თვით დასასვენებლად წაიყვანა ქობულეთში, კეთილმოწყობილ სასტუმროში. ჩამოსვლის მეორე დღიდან ბავშვებმა გადაწყვიტეს ცხელ დღეებს ზღვაზე გაგრილებით შეგებებოდნენ და სანაპირო ზოლში ყოველდღიურად აქტიურად ისვენებენ, ერთობიან სხვადასხვა საინტერესო თამაშებით. ქობულეთში მათ ნამდვილი მხიარულება ჩამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ მათ უკვე შეიძინეს ბევრი ახალი მეგობარი. მათთვის ტარდება ყოველდღიური ექსკურსიები, ბავშვებმა უკვე ისეირნეს ბათუმში კატარღებით, იგეგმება ასევე ციცინათელაში წასვლა.
გართობის გარდა, ფონდი არ წყვეტს მათ განათლებაზე ზრუნვას და მათ კვლავ უტარდებათ მეცადინეობები რუსულში, ინგლისურსა და მათემატიკაში.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აგრძელებს ბავშვებზე აქტიურ ზრუნვას და მათი უკეთესი და წარმატებული მომავლის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის