რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
როგორც გახსოვთ, ჩვენი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები
2 კვირის წინ ჩაერთნენ კალათბურთის პოპულარიზაციის სპორტულ პროექტში, რომელიც 16 წლის
მარიამ ხუხუნაშვილის ინიციატივით და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით მიმდინარეობდა.
ორკვირიანი ვარჯიშის შესაჯამებელი შეჯიბრის შემდეგ, ბავშვებს გადაეცათ
გამარჯვებულის თასი და პრიზები. ასევე დასაჩუქრდნენ წიგნებით და ერთი ყუთი ტკბილეულით.
ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან. იმედია, მომავალში მათ სურვილი ექნებათ სერიოზულად
ივარჯიშონ სპორტის ამ სახეობაში.
აღმზრდელი – ლიდერი ანა სამადაშვილი ყოველთვის გვერდში უდგას ბავშვებს,
ამხნევებს მათ და ყველანაირად უწყობს ხელს, რომ ბავშვებმა საკუთარი გზა იპოვონ ცხოვრებაში,
დიდ წარმატებას მიაღწიონ და ასახელონ სამშობლო.
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.