საქველმოქმედო აქცია „არჩევანი ყველას არ აქვს“

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
საქველმოქმედო აქცია „არჩევანი ყველას არ აქვს“

ყოველდღიურად ჩვენი ფონდის მედდები უვლიან 500 საწოლს მიჯაჭვულ
ადამიანს. ზოგიერთ მათგანს, უმოძრაობის გამო გაუჩნდათ ნაწოლები – გახსნილი, შეუხორცებელი
ჭრილობები, რომლებიც მათ საშინელ დისკომფორტს და ტკივილს აყენებს. ჩვენი თანამშრომლები
ამ ადამიანებისთვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლია.

ერთი თვის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ აქცია, ჭრილობების დასამუშავებელი
პროცედურებისთვს და საჭირო მედიკამენტების (ბეტადინი, ლევომეკოლი, წყალბადის ზეჟანგი,
უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო) შესაძენად. http://goo.gl/ACNtAE

ბევრმა თქვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა მარტოხელა, გაჭირვებული
ადამიანების პრობლემები. ზოგმა მედიკამენტები მოიტანა ჩვენს ოფისში, ზოგმა თანხა გადმორიცხა…
ვისაც ფინანსური დახმარება არ შეეძლო, შემოგვთავაზა ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე,
მოხუცების მოვლაში თავისი წვლილი შეეტანა. დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ, ყველა
იმ მარტოხელა ადამიანის სახელით, ვისაც თქვენი დახმარებით ცხოვრება შეუმსუბუქეთ.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის