მოულოდნელი საჩუქრები ბავშვებს

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
მოულოდნელი საჩუქრები ბავშვებს

ჩვენი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს, მოხალისეებმა მარიამ
ტურაშვილმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა და მარიამ ბერიაშვილმა ძალიან შთამბეჭდავი
საღამო მოუწყვეს, პატარებს ბევრი საჩუქარი მოუტანეს. ზუსტად გამოიცნეს ბავშვების
სურვილები და მათ ზამთრის ქუდები, სახლის ჩუსტები, სპორტული ტანსაცმელი, სათამაშო
პატარა ბოულინგი, ბევრი ფერადი ბუშტი და გოგონებს „ბარბის“ თოჯინები აჩუქეს. ასევე
მოიტანეს ბევრი ტკბილეული, ხილი, ორცხობილა, ბურბუშელა და გაზიანი სასმელები.
ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბავშვებმა სტუმრებს აჩვენეს თავიანთი
ნახატები, იცეკვეს და იმღერეს.

დღემ ძალიან ემოციურად ჩაიარა. საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დიდ
მადლობას უხდის მოხალისეებს ასეთი სიურპრიზის მოწყობისათვის.

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის