რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
მეგობრებო, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია ზრუნავს 100–ზე მეტ სოციალურად დაუცველ, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვზე. პატარებზე, რომლებსაც ფაქტობრივად არ აქვთ ბავშვობა. ბევრი მათგანი არასოდეს ყოფილა გასართობ ცენტრში, არ გაუსინჯავთ ნაყინი! არადა მათ, ისევე როგორც ყველა პატარას, სჭირდებათ გართობა, სიხარული და მზრუნველობა!
„სოციალური პარტნიორობა“ ამ ბავშვებს ყოველთვის გვერდში უდგას. მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გავმართეთ (https://fsp.ge/ge/projects/finished/134-1ivnisi/). პატარებისთვის დღესასწაულის მოსაწყობად თანხა შევაგროვეთ. ფონდის ანგარიშზე გულისხმიერმა ადამიანებმა 1429 ლარი ჩარიცხეს!
900 ლარი სავაჭრო ცენტრ „East Point“ –ში მდებარე გასართობ ცენტრში „ფოკუს–მოკუსი“ გადავრიცხეთ. ამ თანხით 30 ბავშვმა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან 2 საათის განმავლობაში დაუვიწყარი დრო გაატარა. ატრაქციონები, კარუსელები, მულტფილმების საყვარელი გმირები, გემრიელი ნუგბარი – სხვა რა უნდათ ბავშვებს სრული ბედნიერებისთვის?! მეგობრებო, ამ ბავშვების მხიარული სახეები თქვენი დამსახურებაა!
ასევე ჩვენ არ დავივიწყეთ ფონდის საწოლს მიჯაჭვული პატარა ბენეფიციარები. დარჩენილი 529 ლარით მათთვის საჭირო მედიკამენტები და პროდუქტები შევიძინეთ.
თუ გაქვთ საშვალება, კვლავ დაეხმაროთ პატარა ბავშვებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დახმარება ბავშვებს) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/92/
ერთად დავეხმაროთ პატარებს, რომლებზეც ჩვენს გარდა არავინ იზრუნებს!