ლაშა ტალახაძე სტუმრად ჩვენს აღსაზრდელებთან

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ლაშა ტალახაძე სტუმრად ჩვენს აღსაზრდელებთან

ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი, მსოფლიო რეკორდსმენი ძალოსნობაში
ლაშა ტალახაძე!

ბავშების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ასეთი ადამიანი რომ გაიცნეს! ისინი ხომ ლაშას
ოლიმპიადის დროს ძალიან გულშემატკივრობდნენ!

ლაშა ბავშვებთან ჩემპიონისთვის საკადრისი საჩუქრებით დატვირთული მოვიდა. ბავშვებთან
ითამაშა, ესაუბრა თავისი სპორტული მიღწევებზე და გამარჯვების საიდუმლოც გაანდო – დოპინგი
და სუპერ მენეჯერი–იყო მისი კომენტარი.

ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ ლაშას ისტორიებს, შემდეგ თვითონაც წაუკითხეს ლექსები
და უმღერეს ქართული სიმღერები.

ჩემპიონი ძალიან გახარებული იყო ასეთი მასპინძლობით, ბავშვებმა მკლავჭიდშიც კი სცადეს
ბედი!

დამშვიდობებისას, ლაშამ ბავშვებს კარგად სწავლა, ვარჯიში და ყველაფერში გამარჯვების
მიღწევა უსურვა.

დიდი მადლობა ლაშა, რომ გამონახე დრო ჩვენი ბავშვების გახარებისთვის და მათ დაუვიწყარი
დღე აჩუქე! შენ არაჩვეულებრივი სპორტსმენი და ოქროს გულის ადამიანი ხარ.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის