ჯანო იზორია სტუმრად ბავშვებთან

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ჯანო იზორია სტუმრად ბავშვებთან

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელზე მეტია
ზრუნავს მათზე, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა, ვინც ავადაა, ან სრულიად მარტო დარჩა,
ან ბავშვობიდან მოკლებულნი არიან მშობლების სითბოს და მზრუნველობას.

თბილისსა და ქობულეთში ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ
იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც მზრუნველობას მოკლებული 30 ბავშვი
იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ ყველაფერს სრულყოფილი განვითარებისთვის.
კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ჩვენ ვცდილობთ ბავშვებს სასიამოვნო მოგონებები
და ბევრი ბედნიერი წუთი ვაჩუქოთ.

ცოტა ხნის წინ ჩვენი აღსაზრდელები ქობულეთში მსახიობმა
ჯანო იზორიამ მოინახულა.

ჯანომ მათ ბევრი საინტერესო ისტორია უამბო, კინოსა და
თეატრის შესახებ, თუ როგორ ითამაშა ფილმში „მანდარინები“. მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებს
აინტერესებდათ ჯანოს მონაწილეობა მეგა–შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ჯანო ბევრს ხუმრობდა
და კურიოზებს იხსენებდა.

იმ საღამოს, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დიდი
მხიარულება იყო. ბავშვებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.

ჯანო, დიდი მადლობა რომ გამონახე დრო და გაახარე ჩვენი
პატარები!

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის