შემეცნებითი ექსკურსია „ბარამბოს“ შოკოლადის ქარხანაში.

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
შემეცნებითი ექსკურსია „ბარამბოს“ შოკოლადის ქარხანაში.

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“
4 წელზე მეტია ზრუნავს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ
შეცვალოს! ცოტა ხნის წინ, ჩვენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები
შემეცნებით ექსკურსიაზე „ბარამბოს“ შოკოლადის ქარხანაში წავიყვანეთ, რომლის პროდუქცია
არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაცაა ცნობილი!

ბავშვებმა კომპანიის წარმომადგენელთან, მარიამ ხიდირბეგაშვილთან ერთად თანამედროვე
ტექნიკით აღჭურვილი შოკოლადის საწარმო დაათვალიერეს. მარიამმა
ბავშვებს აჩვენა თუ როგორ მზადდება მათთვის საყვარელი ტკბილეული. შეუძლებელია სიტყვებით
გადმოგცეთ ბავშვების ემოციები, როდესაც მათ შოკოლადის მდინარეები და კანფეტების მთები
დაინახეს! ბავშვები თითქოს ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდნენ!

ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ! ზოგიერთმა ისიც
კი ინატრა, რომ გავიზრდებით „ბარამბოში“ დავიწყებთ მუშაობასო. მათთვის ეს დღე განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო!

წამოსვლისას, პატარებმა კომპანია „ბარამბოსგან“ უგემრიელესი
ნუგბარი მიიღეს.
ბავშვებზე ზრუნვა, ჩვენი ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. ისინი,
ხომ საქართველოს მომავალი თაობაა. მთელი გულით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ
კომპანია ბარამბოს სტუმართმოყვარეობისთვის და საჩუქრებისთვის.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის