ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „კამპას“ ქარხანაში ექსკურსია მოუწყო!

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „კამპას“ ქარხანაში ექსკურსია მოუწყო!

ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში
– ჩერნოვეცკის ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 4 წელზე მეტია ზრუნავს, რომ სოციალურად
დაუცველი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ფონდის ხელშეწყობით სოციალურად
დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები შემეცნებით ექსკურსიაზე „კამპას“ ნატურალური
წვენების ქარხანას ესტუმრნენ.

„ბავშვებს აჩვენეს თუ როგორ მზადდება უგემრიელესი წვენები,
როგორ ხდება მათი ჩამოსხმა, და როგორ ინახება დიდ მაცივარში. პატარებს კომპანიისგან
საჩუქრად გადაეცათ უგემრიელესი პროდუქცია!

ბავშვები კიდევ დიდხანს იხსენებდნენ ამ საინტერესო ექსკურსიას
და მშობლებს უზიარებდნენ განცდილ შთაბეჭდილებებს.

ჩვენი
ფონდი დიდ მადლობას მოახსენებს „კამპას“ ხელმძღვანელობას თბილი მიღებისთვის და გამასპინძლებისთვის.
ბავშვებზე ზრუნვა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ხომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა!

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის