აღზრდისა და განათლების ჩვენი მეთოდიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თეატრი. ხელოვნების ეს დარგი ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური საკითხის მოგვარებას უწყობს ხელს. აყალიბებს კრეატიულ და დამოუკიდებელ აზროვნებას. ამაღლებს თვითშეფასებას და ხსნის არასრულფასოვნების კომპლექსებს. ზუსტად ამიტომ არიან ჩვენი აღსაზრდელები თეატრის ხშირი სტუმრები.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ქობულეთის სოციალურმა სააგენტომ ჩვენი ბავშვები ბათუმის სახელმწიფო თეატრში დაპატიჟა. მათ „კაცია ადამიანი?!“ ნახეს, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე მსახიობებიც თამაშობდნენ.
წარმოდგენამ ენითაღუწერელი რეაქცია გამოიწვია ჩვენს აღსაზრდელებში. რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხზე დამდგარი აპლოდირებდნენ და კიდევ დიდ ხანს განიხილავდნენ ნანახს. მათ გაიცნეს მსახიობები და მათთან მეგობრობის დიდი სურვილი გამოთქვეს!
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდა მსახიობების სახით, ჩვენმა აღსაზრდელებმა კარგი მეგობრები შეიძინებს, რომელთაგანაც უამრავ რამეს ისწავლიან!
ესთეტიკის აღქმის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში, მით უმეტეს, როდესაც ბავშვის აღზრდაზე ვსაუბრობთ. დადებით ემოციებს შეუძლია ყველაზე ღრმა იარები მოაშუშოს.
მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჩვენს დიდ ოჯახს.
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლები) ან ვებ–გვერდიდან
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება.