ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არასდროს რჩება გულგრილი ადამიანის პრობლემების მიმართ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ფონდის ბენეფიციართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება! ფონდის ყველა ქმედება მიმართულია სოციალურად დაუცველი ადამიანების დროული დახმარებისკენ.
40 წლის პავლე ჯურაევი უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი ფონდის დღის ცენტრის ბენეფიციარია. იგი აქ სადილობს და სარგებლოს ფონდის სხვადასხვა სერვისით. ჩვენ ვესაუბრეთ მას და ვთხოვეთ გაეზიარებინა შთაბეჭდილელები ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ:
-პროფესიით ვინ ბრძანდებით?
პავლე: დავამთავრე თბილისის ვეტერინარული აკადემია, თუმცა დღემდე ვერ ვშოულობ შესაბამის სამსახურს. 10 წელია, რაც უმუშევარი ვარ. მთავაზობენ მშენებლობაზე წასვლას, მაგრამ თვალების პრობლემა მაქვს და იქ ვერ ვიმუშავებ.
-დიდი ხანია, რაც ჩვენს ფონდში დადიხართ?
პავლე: უკვე ერთი წელი გავიდა, რაც თქვენს ფონდში დავიწყე სიარული. აქ ვიპოვე სიმშვიდე და მყუდროება, ვსადილობ, ვატარებ დროს. სხვათაშორის, თქვენ ძალიან გემრიელი სადილებია. ადრე მერიის სასადილოში დავდიოდი, მაგრამ აქ სჯობს, რადგან გემრიელ კერძებს ამზადებენ. დიდი მადლობა თქვენს ფონდს!
-რას ნიშნავს თქვენთვის ჩერნოვეცკის ფონდი?
პავლე: ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვეჯახებით გულგრილობის კედელს. თქვენს ფონდში კი ადამიანი და მისი პრობლემები – პირველ ადგილზეა. ეს მახარებს და იმედს მაძლევს!
-ოჯახი გყავთ?
პავლე: არ ვარ დაოჯახებული. ვუვლი მოხუც დედას და დეიდას. ავადმყოფი ქალებია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ვცდილობ, არ მოვაკლო მათ ზრუნვა, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ მაძლევს ბოლომდე „გაქანების“ საშუალებას.
-კიდევ რით ხართ დაკავებული?
პავლე: როგორც ვეტერინარი, ძალიან მიყვარს ცხოველები. ვუვლი ქუჩის ასზე მეტ ძაღლს და კატას. ვდგები დილის 5 საათზე, ვაგროვებ ოჯახებსა და რესტორნებში საჭმლის ნარჩენებს და შემდეგ ვაპურებ მათ… გასულ წელს, მინდოდა მომეწყო ცხოველების თავშესაფარი, ვიპოვე ერთი მიგდებული ადგილი, დავიწყე ტერიტორიის მოწყობა, კეთილმა ადამიანებმა 6 პატარა ჯიხურიც კი მაჩუქეს, მაგრამ მოგვიანებით იმ ადგილზე მშენებლობა დაიწყო და ჩემი ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე.
-მორწმუნე ადამიანი ხართ?
პავლე: დიახ. მე მიმაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცხოვროს ბიბლიური მცნებების მიხედვით და აკეთოს სიკეთე. ეს ცოდვაა, როდესაც შეგიძლია აკეთო სიკეთე და არ აკეთებ.
-რაზე ოცნებობთ?
პავლე: ვოცნებობ კარგ სამსახურზე, რომ ხალხს დავეხმარო!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი კვლავაც განაგრძნობს სოციალურად დაუცველი ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას. შეიტანეთ ამ დიდ საქმეში თქვენი წვლილი.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით!