ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მეგობრებო, დავეხმაროთ მძიმედ დაავადებულ, მარტოსულ ბავშვებს, რათა საქართველოში მა

მათთვის იმხელა ბედნიერებაა იცოდნენ, რომ ისინი უყვართ საკუთარ ქვეყანაში და იამაყონ იმით, რომ დაიბადნენ საქართველოში, სადაც ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანები!
         25 სექტემბერს, ჩერნოვეცკის ფონდმა სადღესასწაულო ცენტრში „სქაი“ პატარა ბენეფიციარებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო. ეს იყო ბედნიერი ღიმილის, სიხარულის, გართობის და ერთმანეთის გვერდში დგომის  დღე.
ძვირფასო მეგობრებო, ქველმოქმედებო! თუკი ფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებები სჭირდებათ სნეულ ბავშვებს და ყოველთვის უნდა ჩატარდეს შეჭირვებული პატარების დაბადების დღეებისა და ყველა სახელმწიფო დღესასწაულის აღსანიშნავად, ეს არის ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ მათთვის საჩუქრების შესაძენად თანხის ჩარიცხვა.
ასევე, შეგიძლიათ პირადად მობრძანდეთ და ნებისმიერ ბავშვს გაუზიაროთ გულის სითბო საჩუქრის ან თუნდაც, ღიმილის სახით! იგრძენით ბედნიერება (გვჯერა, რომ თქვენ მას ნამდვილად იგრძნობთ), როდესაც ეწვევით საბავშვო დღესასწაულს, მოიყვანთ თქვენს შვილებს, რათა საჩუქრები პირადად გადასცენ. როდესაც თქვენი შვილები დაინახავენ თქვენს სათნოებას, ისეთივე კეთილები გაიზრდებიან და ამას ვერასდროს დაივიწყებენ.
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)
ჩვენი ძვირფასი მკითხველი კარგად იცნობს ამ ბავშვებს, ჩვენ მათ შესახებ უკვე ბევრი გიამბეთ და მომავალშიც ბევრს გიამბობთ. 
     აღნიშნული ღონისძიების მთავარი გმირი მარიკოშა დემეტრაშვილი გახლდათ. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის გოგონაა. მას შესანიშნავად იცნობს ჩვენი ერთგული მკითხველი. 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/925-demetrashvili/
        მარიკოშა ახალი მეგობრების შეძენასა და მათთან ერთად გართობაზე ოცნებობდა. და აი, მისი ოცნებაც ახდა!