პროექტის რეპორტი ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული!

page info icon
2022 აგვისტო 8
page info icon
4832
„ძალიან მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ ბავშვები არ მეთამაშებიან. ხანდახან, ცხვირწინ მიხურავენ კარებს. ამ დროს, ძალიან მჩხვლეტს გულში რაღაც...“ - 10 წლის ანა-მარია თითებით გვაჩვენებს, სად გრძნობს ამ ჩხვლეტას - „კიდევ იცით, როდის მჩხვლეტს? როდესაც ხრაშუნა გემრიელობები მინდა და დედიკოს ფული არ აქვს, რომ მიყიდოს. ასე ჩხვლეტა-ჩხვლეტაში ხანდახან დავიღლები და მოვიწყენ ხოლმე.“ - შესაბამისად, მოწყენილ პოზას იღებს და განაგრძობს: „დედამ მითხრა, რომ მე განსხვავებული ვარ, სახელიც განსხვავებული დავირქვი - მარიკოშა! მა-რი-კო-შა! მაგრამ აღარ მინდა განსხვავებულობა, ბევრი მეგობარი, ბევრი სათამაშო და ბევრი ტკბილეული მინდა!.. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,916 ₾
( 416 დონორი )
დასრულებულია

ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ვყოფილვარ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ლიდია: „მადლობა ასეთი თანადგომისთვის! სწორედ ასეთი მეგობრები და გვერდში მდგომი ადამიანები სჭირდებოდა ჩემს შვილს!“

- თავს ბედნიერად ვგრძნობ, ასეთი გახარებული არასდროს ვყოფილვარ. - ამბობს ჩვენი პატარა მეგობარი მარიკოშა. - ვგრძნობ, რომ ადამიანებს ვუყვარვარ, ადრე ეს არასდროს მიგრძვნია.

ცხოვრებაში პირველად მქონდა ძალიან მაგარი დაბადების დღე, ბევრი სტუმარიც მყავდა. ყველა მეხუტებოდა, მილოცავდა და მთელი დღე თავს ვგრძნობდი გამორჩეულად. მერე კი, ჩემთვის ტორტი გამოიტანეს, ბავშვები კი ტაშს უკრავდნენ. არასდროს ვყოფილვარ ასეთი გახარებული, ამდენი არასდროს მიცინია. მომწონს ფონდის წვეულებებზე მოსვლა და თქვენი მეგობრებიც მიყვარს. ყველა ძალიან კარგი და გულკეთილია, არასდროს არავის აწყენინებენ.

ჩვენ მას გავუთბეთ პატარა გული. მარიკოშა ხომ, არა მარტო უამრავი დაავადებით, არამედ მარტოობითაც იტანჯებოდა.

- მარიკოშა, რა მაგარი გოგო ხარ, დედიკოს რომ დაუჯერე და სათვალე გიკეთია.

მარიკოშა: მე თვითონ მოვინდომე და იმიტომ გავიკეთე. ლამაზი სათვალეა. დედიკოსთან ერთად წავედი და მე თვითონ ავარჩიე ეს ჩარჩო და ფერი. სმენის აპარატიც გავიკეთე, თქვენ კი ვერც შეამჩნიეთ იმიტომ, რომ პატარაა. თანამედროვეა, ყურსასმენს ჰგავს და თანახმა ვარ, ასეთი მეკეთოს. თან, სათვალესთან ერთადაც შემიძლია, რომ გავიკეთო.

მარიკოშა: „ახლა, მარცხენა ყურიც „მიმუშავებს“. ტელეფონს თუ მაჩუქებენ, ყველაფერს, სულ ყველაფერს გავიგებ!“

- მართლაც, ვერ შევამჩნიე! გეხმარება?

მარიკოშა: აღარ ვუსმენ „ბოლო ხმაზე“ მუსიკას და მულტფილმებს. (იღიმის.)

ლიდია (დედა): მარიკოშას ხომ, სმენის დაქვეითების მესამე სტადია აქვს, 5 წლიდან დაუნიშნეს სასმენი აპარატი. სახელმწიფოსგან უფასოდ ეკუთვნის ჩვეულებრივი აპარატი, რომელიც ყურის უკან მაგრდება. მაგრამ, ჩემს გოგონას კომპლექსი ჰქონდა, ტიროდა იმის გამო, რომ სკოლაში დასცინოდნენ. კატეგორიულ უარს ამბობდა მის გაკეთებაზე. არჩევანის შესაძლებლობა მხოლოდ თქვენი წყალობით მომეცა. ვიპოვე ინტერნეტ-მაღაზია, სადაც სმენის აპარატების თანამედროვე მოდელები იყიდება. ვაჩვენე ჩემს შვილს, როგორი მინიატურულიც არის. მითხრა, გავიკეთებო.

მარიკოშა: „თანახმა ვარ ასეთი სმენის აპარატი რომ მეკეთოს, პაწაწუნაა და ყურსასმენს ჰგავს“.

ასევე, სათვალეც. ჩემი შვილის გემოვნებით შერჩევის შესაძლებლობა, თქვენი დამსახურებით მოგვეცა.


მარიკოშა მარცხენა თვალით ვერაფერს ხედავს, მარჯვენა თვალით კი შორსმხედველია. „რადგან სათვალის გარეშე არ შეიძლება, ლამაზი მაინც მეკეთოს“ - ასე გადაწყვიტა მარიკოშამ


მარიკოშა: ახლა, ზურგის კორსეტიც მაცვია.

- მოხერხებულია?

მარიკოშა: არა-ა. მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ უნდა მოვითმინო, ჩემი ზურგი რომ გასწორდეს. ხუმრობით ვამბობ, რომ პატარა პინგვინს ვგავარ, როდესაც მაცვია.

ლიდია: სამაგიეროდ, მისი დახმარებით შეიძლება ოპერაცია თავიდან ავიცილოთ. მარიკოშას სქოლიოზის მძიმე ფორმა აქვს, ექიმები უკვე ქირურგიულ ჩარევაზეც კი საუბრობდნენ. კორსეტის ტარება არ ჯობია? დილიდან საღამოს 9 საათამდე აცვია. უფრო დიდი ხანიც უნდა, მაგრამ ბავშვი მეცოდება.


„ეს კორსეტი რომ მაცვია, პატარა პინგვინს ვგავარ. მაგრამ ის ზურგს მისწორებს. როგორმე მოვითმენ დაძინებამდე“

სტომატოლოგთანაც ვიყავით. მარიკოშას ჩაუდგეს ორთოდონტული აპარატი, ბგერების წარმოთქმა და ღეჭვა უკეთესად რომ შეძლოს.

ოჰ, რამდენი რამ გაკეთდა, თქვენი ფონდის ძალისხმევით, ჩემი გოგონას ჯანმრთელობისთვის. ვერც კი წარმომიდგენია, რომ საკუთარი სახსრებით მოვახერხებდი ამდენს. თქვენ ყველანაირად იზრუნეთ ჩვენზე, გააუმჯობესეთ ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვება.

მარიკოშა: და ჩემი განწყობაც! მადლობა, დაბადების დღის წვეულება რომ მომიწყვეთ. ძალიან მომეწონა, როგორ ვცეკვავდით გასართობ ცენტრში, ვმხიარულობდით და კიდევ, ვიდეო რომ გადამიღეს. კიდევ, ის მომეწონა, რომ დედიკოსთან ერთად წავედით „ვაიკიკიში“ და იქ ლამაზი კაბები ავარჩიეთ. კიდევ, ფონდის მეგობრები „ფეისბუქზე“ მწერდნენ, რომ ლამაზი ვარ.

- შენ ულამაზესი და საოცარი გოგო ხარ!

მარიკოშა: ჩვენთან სახლშიც მოვიდნენ სტუმრები და საჩუქრები მოგვიტანეს. ძალიან კეთილი ეკა დეიდა მოვიდა, შვილთან ერთად. ახალი სკოლის ჩანთა მაჩუქა, წიგნები, ნაირ-ნაირი სასკოლო ნივთები. სურათებიც გადავიღეთ, მშვენივრად ვისაუბრეთ. ერთ-ერთმა სტუმარმა მაჩუქა ახალი ლამაზი შარვალი, ზედები და პატარა ჩანთა. ასე მითხრა: „მშვიდობაში და ბედნიერებაშიო“ და მაკოცა.


„მკითხველებმა მომწერეს „ფეისბუქზე“, რომ ულამაზესი და უსაყვარლესი ვარ. მე მათი მჯერა“


ლიდია: ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სულიერი სითბოსთვის. დიდი მადლობა, ჩემს გოგონას მხარში რომ დაუდექით და დაანახეთ ის დამოკიდებულება, რომელსაც ის ასე ძალიან ელოდებოდა. დიდი მადლობა, საკუთარი თავის რწმენა რომ შემატეთ. სკოლაშიც აღარ რცხვენია, სათვალე რომ უკეთია. მას სჭირდებოდა სწორედ ასეთი მეგობრები და გვერდში მდგომი ადამიანები, როგორიც ფონდში იპოვა.

როგორც კი რაიმე პრობლემა ჩნდებოდა (მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი გვაქვს), მაშინვე ვრეკავდი ფონდში. ფსიქოლოგმა გვითხრა, რომ მე და ჩემს შვილს ერთად არ უნდა გვეძინოს. უკვე დიდი გოგოა, თან ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. რა უნდა გვექნა? სხვა საწოლი არ გვაქვს. მკითხველებმა არაჩვეულებრივი ტახტი გვაჩუქეს, მე და მარიკოშას მეფურად რომ გვეძინოს, ცალ-ცალკე, საკუთარ საწოლებზე.

მარიკოშა: ერთმანეთს ადგილებს ვუცვლით ხოლმე, ხან მე მძინავს ტახტზე, ხან დედას.


„მკითხველებმა არაჩვეულებრივი ტახტი გვაჩუქეს. მეფურად გვძინავს!“


ლიდია: ძალიან გვჭირდებოდა ელექტრო გამათბობელი. გაზზე ძალიან დიდი თანხის გადახდა გვიწევდა. ელექტროენერგიაზე კი, შეღავათი მაქვს. თქვენმა მკითხველებმა ეს პრობლემაც გადაჭრეს. მე და მარიკოშამ მთელი ზამთარი სიმყუდროვესა და სითბოში გავატარეთ.

- ჰო მართლა, ლიდია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოგიგვარათ რომელიმე პრობლემა?

ლიდია: აზრადაც არ მოსვლიათ. რაში სჭირდებათ დამატებითი ვალდებულებები? გამგეობა ბინის ქირას გვიხდის და ამაზეც მადლობელი ვართ. მინდა, უსახლკაროთა სტატუსი მოგვანიჭონ (უკვე განაცხადიც დავწერე). ამ შემთხვევაში ერთ-ორ წელიწადში საკუთარი საცხოვრებელი გვეკუთვნის. მაგრამ, ეს მხოლოდ ოცნებებია...

- მარიკოშამ გაიარა კვლევები და კონსულტაცია ზრდის პრობლემასთან დაკავშირებით. რა გაარკვიეთ?

ლიდია: გადავიღეთ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სუფთაა ყველაფერი, ამიტომ ეს მიზეზი გამოირიცხა. კიდევ უამრავი კვლევა და ანალიზი ჩავიტარეთ, რომელიც მიზეზის გარკვევაში გვეხმარება. ეს ყველაფერი კატასტროფულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც მე მარტო ვერასდროს გავუმკლავდებოდი, ფონდის მეგობრების უზომოდ მადლობელი ვარ.

კვლევების დროს შემაშფოთებელი ახალი ამბავი შევიტყვე. რადიოლოგმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ მარიკოშას ცალი თირკმელი არ აქვს. ეს კი, კიდევ ერთი დარტყმაა ჩემთვის. ჯერ არაფერს ვეუბნები ბავშვს. მაგრამ, ისევ ჯობია, სიმართლე ვიცოდეთ. ახლა მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა გავიკეთოთ. წარმოდგენაც კი მზარავს, რა უნდა ღირდეს ეს ყველაფერი.

- ის რასაც თქვენ მარტო ვერ გაუმკლავდებით, მოვაგვარებთ ყველანი ერთად.

ლიდია: უფალი გფარავდეთ ყველას! ამას ყოველთვის ვგრძნობ და სწორედ ეს იმედი მაძლიერებს.

***

თქვენ ხართ მარიკოშას საუკეთესო მეგობრები! მხოლოდ თქვენ გაუთბეთ გული და დაავიწყეთ ამდენი ტკივილი. მხოლოდ თქვენ აგრძნობინეთ ნამდვილი ბედნიერება. (სკოლაში ხომ, სამწუხაროდ მდგომარეობა უცვლელი რჩება). ჩვენს მარიკოშას კიდევ ბევრი დაბრკოლება აქვს გადასალახი. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე.

თქვენისთანა მეგობრები მარიკოშას უფალმა აპოვნინა, ყველაზე გულთბილი, კეთილი და გულისხმიერი ადამიანები.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:


#GE15TB7194336080100003


#GE42LB0115113036665000


#GE64BG0000000470458000


(დანიშნულება: დემეტრაშვილების ოჯახი)


  

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/925-demetrashvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.

ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: