რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
თუ აქამდე ფონდის პატარა ბენეფიციარები ფიქრობდნენ, რომ ზღაპრის კეთილი გმირები მხოლოდ წიგნებსა და მულტფილმებში იყვნენ, ახლა მათ იციან, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ. ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი „პინგვინები“ სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროთ, შეხვდეთ თქვენთვის საყვარელ ზღაპრის გმირებს, გული იჯეროთ მათთან თამაშით და, რაც მთავარია, დარწმუნდეთ, რომ სიკეთე ბოროტებას არა მხოლოდ ზღაპრებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ამარცხებს. https://www.facebook.com/animatorebi
გასართობმა ცენტრმა „პინგვინებმა“ ჩერნოვეცკის ფონდის 20-ზე მეტ ბენეფიციარ ბავშვს ოცნება აუსრულა. შეხედეთ, აქ ხომ ჯადოსნური სამყაროა! ზღაპრის კეთილი გმირები ჩვენს პატარებს დაუმეგობრდნენ და ახლა ისინი ერთად მოგზაურობენ საოცრებათა ქვეყანაში. ბავშვების სევდიანი თვალები ახლა უკვე ბედნიერებისგან ბრწყინავს. მათში თითქოს ყველა ვარსკვლავი ერთდროულად აენთო.
შეხედეთ ამ ანგელოზის გაბრწყინებულ თვალებს.
„ჩემი ოცნების ზღაპრის გმირს შევხვდი. არ მჯერააააა!“
„პინგვინებს“ ტასოს დაბადების დღეც არ დავიწყებიათ.
„ასეთი კარგი დრო არასდროს მიტარებია! აქ ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა!“
მარიამი (13 წლის) – „მე გაგებული მქონდა „პინგვინების“ შესახებ. ჩემი თანატოლები იხდიან ხოლმე აქ დაბდების დღეებს და სხვა დღესასწაულებსაც აღნიშნავენ. მათგან ვიცოდი, რომ აქ ჯადოსნური სამყაროა და ვოცნებობდი, რომ ერთხელ მეც მოვხვედრილიყავი აქ. ახლა კი ჩემი ოცნება ახდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს!“
ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. დღეიდან „პინგვინები“ მათთვის ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება. ჩვენს გონიერ პატარებს ასევე, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ გასართობი ცენტრის თანამშრომლების სითბო და მზრუნველობა. მათ ხომ ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. არც ცენტრის თანამშრომლების მიმართ მადლობის თქმა დავიწყებიათ ამ ანგელოზებს. ფონდის ბენეფიციარი ბავშვების პატარა ხელებით და დიდი გულით შესრულებული ნახატი დღეიდან „პინგვინების“ ჯადოსნურ სივრცეს დაამშვენებს.
ფონდის პატარა ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნახატი საჩუქრად „პინგვინებს“
ეს დღე კიდევ უფრო მეტად გაალამაზეს ქართულ–გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა. სკოლის პატარა ქველმოქმედები აქტიურად ზრუნავენ ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებზე და, რაც მთავარია, მეგობრობის ხელს უწვდიან მათ.
ჩერნოვეცკის ფონდმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ პატარა ქველმოქმედები დააჯილდოვა
აიშე (16 წლის) – „ჩემი აზრით, ამ ბავშვებს ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ჩემი სკოლის ბავშვებს გვინდა, რომ მათი მეგობრები გავხდეთ. პედაგოგებიც მხარს გვიჭერენ“.
ფონდის ბენეფიციარები და სკოლა „სხივის“ მოსწავლეები
საჩუქრებიც მიიღეს ჩვენმა პატარებმა
გემრიელობებიც დააგემოვნეს „პინგვინებში“
შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეს დღე ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ. გარდა იმისა, რომ „პინგვინებმა“ ისინი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა, ასევე აღმოაჩინეს, რომ ფონდის პატარა ბენეფიციარებს გამორჩეული ნიჭი ჰქონიათ: ზოგს – სიმღერის, ზოგს – ცეკვის, ზოგსაც კი –მსახიობური ნიჭი. ვინ იცის, იქნებ მომავალში ამ პატარებიდან რომელიმე დიდ ეკრანზეც ვიხილოთ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
კორ.: ნინი