რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ამ მართლაც დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავენ კორუფციისგან თავისუფალ სამყაროში: აშშ–ში, კანადაში, ავსტრალიაში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც კანონები ათავისუფლებს კორპორატიულ შემოწირულობებს გადასახადებისაგან, ხოლო მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ქველმოქმედებს კეთილი საქმეების კეთებაში! ყველაზე ცნობილ ქველმოქმედებს კი სამთავრობო ჯილდოები ენიჭებათ!
გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ! ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენს რთულ საქმეში ასიათასობით კეთილ ქართულ გულს შევხვდით! ფონდი ხომ ასი ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც მზად არიან გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარონ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამას ყოველდღე.
ფონდის მუშაობის 12 წლის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს 169 612 მოქალაქეს – ბავშვებსა და მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს. გადაჭარბების გარეშე, ჩვენ გადავარჩინეთ ათობით სიკვდილის პირას მყოფი სნეულის სიცოცხლე და სხვა ბევრი, ბევრი რამ გავაკეთეთ! უფალო, რა დიდებული ხარ, რომ ცხოვრობ ჩვენს გულებში და გვეხმარები, უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანთა ცხოვრება!
მეგობრებო, საქართველოში ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილშობილი სული მივიზიდოთ ღმერთთან. ამიტომ ჩვენთვის შენატანის ოდენობას არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის გული გაიხსნას! და უკვე არის 170 000 ასეთი გული, რომლებიც ჩვენთან ერთად ფეთქავს! ერთად ჩვენ აღვემატებით ნებისმიერ სხვა ფონდს უზარმაზარ პოსტსაბჭოთა სივრცეში!
დაბოლოს, ამ დღესასწაულზე უდიდესი თხოვნა გვაქვს: გააგებინეთ რაც შეიძლება მეტ მეგობარსა და ნაცნობს ჩვენი საქმიანობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც კარგ ადამიანად თვლით! ამით თქვენს ახლობლებს ღმერთთან დაახლოების შანსს მისცემთ! აუცილებლად, აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი!
ასევე, თუ იცით სხვისი მწუხარების შესახებ, სასწრაფოდ შეგვატყობინეთ ამის შესახებ! ერთად ჩვენ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ!
შეგიძლიათ ყოველთვის მშვიდად იყოთ: ჩვენს ვებგვერდზე ნებისმიერ შემოწირულობას აკონტროლებენ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი აუდიტორული კომპანიები!
ჩვენი კოორდინატები ვებგვერდზე (პოსტში უნდა გაააქტიურდეს: დააწკაპუნო და გაიხსნას
ან შეგიძლიათ უბრალოდ ილოცოთ! ოღონდ მთელი გულით, და სთხოვეთ ღმერთს, სხვა ადამიანების მწუხარების თანაგრძნობის ბედნიერება მოგანიჭოთ! ჩვენი აზრით, სწორედ ამაშია ნებისმიერი მორწმუნე ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი!
🧡ოპერაციის შემდეგ ის ფეხზე დადგა
🧡ბიჭი ხელების გარეშე პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა
🧡ბარბარეს თვალი განიკურნა
🧡ბებია დოდოს სახლი გარემონტდა – ინტერვიუს მილიონი ნახვა აქვს
🧡ლაზარეს ხერხემალი გაუსწორდა
🧡ზაქარია ეტლიდან წამოდგა
🧡პატარა ნინიმ კომის შემდეგ რეაგირება დაიწყო
🧡ზერაგიების ოჯახს სახლი აუშენეს