ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

calendar ივლისი 18, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

არის მწუხარება! არის დიდი მწუხარება!! და ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი დიდი უბედურება დაგატყდება, რომ ცხოვრება აუტანელი ხდება! და ყველაზე დიდი ტკივილი ამქვეყნად არის ყოველწამს საყვარელი შვილის ტანჯვის ყურება და განცდა!!!
უმშვენიერესი ლაზარე დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიით, სქოლიოზით და სამი ნეკნის გარეშე.
მეგობრებო, წინ უფლის სასწაული გველოდება – ოპერაცია, რომლისთვისაც თანხას ვაგროვებთ, 100% დადებით შედეგს იძლევა!
კიდევ ერთი თვე და ჩვენ ვიხილავთ სრულიად გამოჯანმრთელებულ ჯდა მხიარულ ბიჭუნა ლაზარეს!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

აი ასეთ მდგომარეობაშია ლაზარეს ხერხემალი, თუ მას ოპერაცია სასწრაფოდ არ ჩაუტარდება, მერე გვიანი იქნება

 ლაზარეს დედა, ნუნუ 26 წლისაა, მას უამრავი ტრაგედიის გადატანა მოუწია – მშობლები მის თვალწინ დაიღუპნენ: მამა ინსულტმა შეიწირა, დედა კი – უზომო დარდმა. ვერაგი და დაუნდობელი აღმოჩნდა, მისი გამძლეობის გამოცდა კვლავ გადაწყვიტა.

 მისი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მეუღლე გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელიც სიგიჟემდე, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ბედნიერი მომავლის უკანასკნელი იმედიც გაქრა.

 ნუნუ უფსკრულის პირას აღმოჩნდა და მძიმედ დაავადებული შვილი, მისი ერთადერთი საყრდენი გახდა. ქალი ტირის, მაგრამ არ ნებდება. იბრძვის იმიტომ, რომ იცის, მის შვილს ძალიან სჭირდება მისი სიმტკიცე და თანადგომა.

 – ნუნუ, გვიამბეთ, თქვენი შვილი, ლაზარე როგორ იტანჯება.

 ნუნუ: ლაზარეს აქვს ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგია და აკლია სამი ნეკნი. მისი ხერხემალი არასწორად ვითარდება და უამრავი ფიზიკური და ემოციური პრობლემა სტანჯავს. მისი მარცხენა ფეხი სამი სანტიმეტრით მოკლეა მარჯვენაზე და მგრძნობელობაც დაქვეითებული აქვს. მუდმივად ითმენს ტკივილებს და გადაადგილების უნარიც შეზღუდული აქვს. ყოველი დღე ბრძოლის ველია მისთვის. ძალიან აქტიური ბიჭია, ძალიან მხიარული და ჩემს ცრემლებს რომ ხედავს, სულ მეუბნება ხოლმე: „დედა, ნუ ტირი, ყველაფერს გავუძლებთ.“

„დედა, ნუ ტირი, მე ხომ, შენს გვერდით ვარ!“

 – რაზე ოცნებობს ლაზარე მიუხედავად თავისი პრობლემებისა?

 ნუნუ: ლაზარე მამაცი ბიჭია და დიდი ოცნებებიც აქვს. უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს და დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც ასევე იტანჯებიან ტკივილით. ოცნებობს იმაზე, რომ ჰქონდეს თამაშითა და მხიარულებით აღსავსე ბავშვობა. უნდა, იხტუნოს და ირბინოს სხვა ბავშვებთან ერთად. მისი ყველაზე დიდი ოცნება კი, არის ველოსიპედი. იცის, რომ ახლა ვერ ატარებს, მაგრამ თავს იმშვიდებს: „არა უშავს, ლაზარე, ოპერაციის შემდეგ, ველოსიპედით სეირნობას შენც შეძლებ. უფალი დაგეხმარება.“

„ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს და ცრემლებს ვერ ვიკავებ“

 – რა ადგილი უჭირავს სარწმუნოებას თქვენს ცხოვრებაში?

 ნუნუ: უფლის რწმენაა ჩვენი ოჯახის სიმდიდრე. მჯერა, უფლის ნებაა, რომ უნდა გავიაროთ ეს გზა და გავუძლოთ ყველაფერს. როდესაც ყველაფერი უიმედოდ გეჩვენება, ლოცვა და რწმენა გაძლევს ძალას და იმედს. ვიცით, რომ უფალი არასდროს მიგვატოვებს. ეს ბავშვობიდან ვიცი და ჩემს შვილსაც ვასწავლი. როდესაც ერთი მეორის მიყოლებით დავკარგე მშობლები, სწორედ უფლის რწმენა დამეხმარა ამ ტრაგედიის გადატანაში. როდესაც სამი წლის წინ, მეუღლე დამეღუპა, არ მეგონა, რომ შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას.

„ძლიერი და მამაცი ბიჭი ვარ, უფალი დამეხმარება!“

 – ლაზარეს მომავალთან დაკავშირებით, რა გაშინებთ ყველაზე მეტად?

 ნუნუ: ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ლაზარე მარტო არ დარჩეს ამ სასტიკ ბრძოლაში. გამოცდილი მაქვს ობლობის ტკივილი და არ მინდა, ჩემი შვილიც ობლად რომ დავტოვო. ამიტომ, მეუღლის დაკარგვის შემდეგ, ხელში ავიყვანე საკუთარი თავი, პირობა მივეცი ღმერთს, რომ ძლიერი ვიქნები და ჩემი შვილისთვის ვიცოცხლებ. მეშინია იმის, რომ საჭირო თანხა ვერ მოვაგროვო. არ მინდა, ჩემმა შვილმა თავი მიტოვებულად და დაჩაგრულად რომ იგრძნოს. მისთვის ვცოცხლობ, ჩემი მიზანია, მისთვის სიხარულით და წარმატებით აღსავსე მომავლის შექმნა.

 – ყოველდღიურ სირთულეებთან და ემოციურ დატვირთვასთან გამკლავებას როგორ ახერხებთ?

 ნუნუ: ყოველდღე ახლიდან ვიწყებთ ბრძოლას, ყველა სირთულესთან გამკლავებაში ლაზარეს სიყვარული მეხმარება. ვიცი, მისთვის უნდა ვიყო ძლიერი, რათა მუდამ გრძნობდეს, რომ უყვართ და უსაფრთხოდ არის. ხომ იცით, რა სასტიკია ეს სამყარო, არაერთხელ გახდა დაცინვის მსხვერპლი თავისი ფიზიკური ნაკლოვანების გამო. ყოველდღიურად სჭირდება იმის გამეორება, რომ ძლიერია, რომ შეუძლია ყველას საკადრისი პასუხი გასცეს. 

„ოპერაციის შემდეგ, ასეთი მოღრეცილი კი არა, ნამდვილი, ჯანმრთელი ბიჭი ვიქნები!“

 – თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 ნუნუ: ნამდვილად დიდი განსაცდელია ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება. ჩემი ხელფასი და სოციალური შემწეობის თანხა ლაზარეს ძირითად საჭირობებზეც კი არ გვყოფნის. ყველა უფასო პროგრამით ვსარგებლობთ, რასაც გვთავაზობს სახელმწიფო. მასაჟი, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ექიმების კონსულტაცია… მაგრამ, ჩვენი მთავარი მიზანია, თურქეთში ოპერაციის გაკეთება. საქართველოში ასეთი ოპერაციები არ კეთდება. ლაზარეს სჭირდება ზურგში პლატინის კონსტრუქციის ჩადგმა, ნორმალურად რომ განვითარდეს. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მცირედი დახმარებაც, გვაახლოებს ამ მიზანთან და მჯერა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში უფალი დაგვეხმარება. უკვე მოვახერხე 27 000 დოლარის შეგროვება და კიდევ 8 700 დოლარი გვჭირდება.

„დედიკო მეუბნება, რომ კიდევ ბევრი ფული გვჭრდება, რომ აღარაფერი მტკიოდეს. მითხრა, რომ დაგვეხმარებიან კეთილი ადამიანები და ღმერთი!“

 – როგორ ფიქრობთ, ღმერთმა ეს განსაცდელი სწორედ თქვენს შვილს, ლაზარეს რატომ გამოუგზავნა?

 ნუნუ: მჯერა, რომ ღმერთმა ლაზარე იმიტომ აარჩია, რომ იცის, რამხელა ძალა და სიყვარულია ჩემს გულში, რომ შევძლებ გამკლავებას ამ ყველაფერთან. უფალი ხედავს, ჩემი შვილისთვის როგორ ვიბრძვი და ვცდილობ, უკეთესი მომვალი შევუქმნა მას. ლაზარე მაჩუქა, უფრო ძლიერი, მოსიყვარულე და მტკიცე რომ გავხდე.

„ზოგჯერ ისე მტკივა ძვლები, რომ ადგილს ვერ ვპოულობ“

 – თქვენს ოცნებებში, როგორი წარმოგიდგენიათ ლაზარეს მომავალი ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ?

 ნუნუ: ჩემი ოცნებაა, ბედნიერსა და ტკივილისგან განთავისუფლებულს ვხედავდე ჩემს შვილს. მინდა, თამაში, სირბილი და ველოსიპედით სეირნობა რომ შეძლოს. ჩემი ოცნებაა, ექიმი გახდს და დაეხმაროს იმ ბავშვებს, ვისაც ტკივილისა და ტანჯვის ატანა უწევს. მინდა, ჰქონდეს ნათელი მომავალი და შეძლოს თავის ოცნებების განხორციელება.

„ოპერაციის მერე, ბევრი უნდა ვივარჯიშო. ყველაზე ძლიერი გავხდები და ვეღარავინ მაწყენინებს.“

 – თქვენ ახსენეთ დაცინვა თანატოლების მხრიდან, კიდევ რა სირთულეებთან და ტკივილთან გამკლავება უხდება ლაზარეს თავისი მდგომარების გამო?

 ნუნუ: სქოლიოზისა და ხერხემლის გამრუდების გამო, ლაზარეს ტკივილისა და დისკომფოტის მოთმენა მუდმივად უწევს. ყოველდღიურად უნდა ატაროს კორსეტი, რომელიც იჭერს მის ზურგს. მისი ხერხემალი არასწორად ვითარდება, რის გამოც, მატულობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ფეხებზე დატვირთვა და მგრძნობელობის დაქვეითება. ვეუბნები, რომ უფალი არ მიგვატოვებს და მის ნებას უნდა მივენდოთ. რწმენითა და იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ წინ ბედნიერება და მრავალი შესაძლებლობა გველის. ლაზარესაც ვასწავლი იმას, რომ ყველაზე რთულ დროსაც კი, უნდა შევინარჩუნოთ რწმენა და უკეთესი მომავლის იმედი.

 „ამ საზიზღარ კორსეტს რომ მოვიშორებ, ველოსიპედით სეირნობასაც შევძლებ.“

 – ოპერაციისა და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორ ხედავს თავის მომავალს ლაზარე?

 ნუნუ: ლაზარეს ოცნებაა ჯანმრთელი იყოს და ტკივილისგან განთავისუფლდეს. მასაც, სხვა ბავშვებთან ერთად სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება უნდა. მისი ოცნებაა, სკოლაში იაროს და საუკეთესო მოსწავლე გახდეს.

 – ადამიანების მხრიდან რა სახის დახმარებას ელით, ლაზარეს ოპერაცია და რეაბილიტაცია რომ ჩაუტარდეს?

 ნუნუ: დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ამბავს, დაგვიდგებიან მხარში. ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება, რათა თურქეთში ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვა შევძლოთ. ასევე, სულიერი მახრდაჭერა, თბილი სიტყვები და ლოცვით შეწევნა მჭირდება ძალიან.

„ნუნუ მზად არის მთები გადადგას შვილის გამო!“

 – რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს ვისაც შექმნილ ვითარებაში თქვენი დახმარება შეუძლია?

 ნუნუ: მინდა, წინასწარ გადავუხადო უდიდესი მადლობა ყველას, ვინც შეძლებს ჩვენს დახმარებას. თქვენი სიკეთე და შემოწირულობა დაგვხემარება იმაში, რომ რეალობად იქცეს ჩვენი ოცნება ლაზარეს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალზე.

 მეგობრებო, მოდით გავიხსენოთ, როგორ აღადგინა მკვდრეთით იესომ ლაზარე. სწორედ ეს არის მაგალითი რწმენის და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. დღეს გამოწვევის წინაშე ვდგავართ და 6 წლის ბიჭუნა უნდა გადავარჩინოთ, რომელსაც ასევე ლაზარე ჰქვია. ჩვენ შეგვიძლია, იმედის და სიკეთის სხივები გავხდეთ ამ ბავშვისა და მისი დედიკოს ცხოვრებაში. შეგვიძლია, ისინი ამ ტკივილისა და ტანჯვის წყვდიადიდან გამოვიყვანოთ. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და სიკეთით, შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას. მათ იმედებსა და ლოცვებს პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ.

 გვჯერა, რომ ლაზარეს ნამდვილად აქვს უფლება, ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი. ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა და რწმენა, ყოველგვარი დაბრკოლება რომ გადავლახოთ, ბედნიერება და იმედი რომ ვაჩუქოთ ლაზარეს.

 თუ გსურთ, მოინახულოთ ეს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ბათუმი, ქათამაძის ქ. №44. ბინა 32

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ლაზარე ჯიბლაძე)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თქვენ ნორმალური ცხოვრება აჩუქეთ ჩემს შვილს! ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ და თქვენს წინაშე ქედს ვიხრი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნუნუ: „თქვენ სასწაული მაჩუქეთ – განკურნეთ ჩემი ბიჭი.!“

ჩვენი ლაზარე წავიდა პირველ კლასში! წავიდა სწორი ზურგით და მხრებში გამართული! ბედნიერი ღიმილით და ძალიან კმაყოფილი. და ეს, შესაძლებელი გახდა ორი ათასზე მეტი ჩვენი ქველმოქმედის დამსახურებით, ძვირადღირებული ოპერაციის საფასური სწორედ მათ გადაიხადეს. ლაზარესთვის ხომ, სწორი ზურგის ქონა ჩვეულებრივი ამბავი სულაც არ არის. მას ჰქონდა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალია, სამი ნეკნი აკლდა, სიარულის დროს ძალიან კოჭლობდა და ტკივილებით იტანჯებოდა.

შეხედეთ, ხალხო, რამხელა სასწაული მოახდინეთ უფლის წინაშე! ის არცერთ თქვენგანს ასეთ დახმარებას არ დაგივიწყებთ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

ოპერაციამდე, ზიგზაგისებური იყო ლაზარეს ხერხემალი!

ხერხემლის გამრუდების გამო, ლაზარე საშინლად კოჭლობდა და ტკივილებით იტანჯებოდა

ლაზარე საოპერაციოდან რომ გამოიყვანეს, სიხარულისგან და გაოცებისგან მეტყველების უნარი დავკარგე, – ამბობს მისი დედიკო, ნუნუ. – სიმაღლეში აშკარად მოიმატა. საოცარი ცვლილებაა! მხოლოდ იმ მომენტში გავაცნობიერე, თქვენი წყალობით, რამხელა ნაბიჯი გადაგვდგით განკურნებისკენ!

– ლაზარე, ოპერაციაზე რომ მიდიოდი, არ გეშინოდა?

ლაზარე (6 წლის): მეშინოდა. იქ, სადაც ოპერაციის გასაკეთებლად შემიყვანეს, დედიკო არ შემოუშვეს.

ნუნუ (დედა): დედა დერეფანში იდგა და კარებს არ აშორებდა თვალს, რომ არ გამორჩენოდა მომენტი, როდესაც მის თავზე ნათურა აინთებოდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ოპერაცია დასრულდა. ექვს-ნახევარი საათი ვუყურებდი. ძალიან ხანგრძლივი და რთული ოპერაცია იყო. ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა თურქეთში, მერსინში.

– შენ რა დაგამახსოვრდა კლინიკაში ყოფნის დროს, ლაზარე?

ლაზარე: ექიმმა ძიამ (მუსტაფა ჰქვია) ვისიც თავიდან მეშინოდა, სონიკიანი ტორტი მაჩუქა იმისთვის, რომ ასეთი ყოჩაღი ვარ!

– სონიკი ვინ არის?

ლაზარე: ინოპლანეტელი ზღარბი მულტფილმიდან. დედიკოს ვთხოვე ასეთი ტორტი, ექიმმა კი გაიგო, რომ მინდოდა.

– სკოლა როგორ მოგწონს?

ლაზარე: ჭადრაკი მომწონს. კიდევ ის მომწონს, რომ ყოველთვის პირველი მივდივარ, მასწავლებელთან ხელჩაკიდებული.

ნუნუ: სკოლაში იციან ლაზარეს მდგომარეობის შესახებ და კლასის დამრიგებელს მისი ჩანთა ყოველდღე დააქვს თავისი ხელით. ლაზარეს კიდევ ერთი მასწავლებელი ჰყავს, ცალკე, იმ შემთხვევისთვის, გადაადგილებაში დახმარება თუ დასჭირდა.

ფონდისგან სხვადასხვანაირი სასკოლო ნივთებიც გადაეცა საჩუქრად.

კიდევ, ეს გემი და სათამაშო ჯიპი იმისთვის, რომ ლაზარე ყოჩაღად იქცეოდა! განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საჩუქრებს, ის ხომ, ვაჟკაცურად გაუმკლავდა ამდენ სირთულეს!

– ახალი მეგობრები თუ შეიძინე, ლაზარე?

ლაზარე: გოგონას დავუმეგობრდი, ქეთის.

– კარგი გოგოა, ლამაზი?

ლაზარე: მშვიდია და არ ცელქობს. ხედავ, კორსეტი მაცვია. ჩემთვის ბევრი სირბილი და ხტუნვა არ შეიძლება. არ მინდა, ცელქი მეგობარი რომ მყავდეს.

ნუნუ (იცინის.): ვაიმე, ოპერაციის მერე ისე უფრთხილდება საკუთარ თავს. იცის, რომ სიფრთხილე მართებს. საერთოდაც, ძალიან შეგნებული ბიჭი მყავს. კიდევ 6 თვის განმავლობაში უნდა ატაროს კორსეტი. სწრაფ მოძრაობებს და ზედმეტ აქტიურობას უნდა მოერიდოს. დანარჩენს რაც შეეხება, მშვენივრად არის, აშკარად ეტყობა ცვლილებები: როგორც ადრე, ისე აღარ იხრება სიარულის დროს, უფრო დიდხანს შეუძლია ფეხზე დგომა, აღარ აწუხებს ტკივილები, როდესაც თამაშობს ან აკეთებს რამეს.

ნუნუ: „ახლა, თქვენი დამსახურებით, ლაზარეს შეუძლია ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება!“

– რა გაკეთდა ამ დიდი ოპერაციის დროს?

ნუნუ: ხერხემალი გამაგრდა თვითმჭრელებით და ახლა, შესაძლებელი გახდა მისი ნელ-ნელა გასწორება. ეს იყო მთავარი ოპერაცია. მომავალში, კიდევ კორექცია გველის. სავარაუდოდ, ზამთარში უდა გაკეთდეს შემდეგი ოპერაცია, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. იმდენად რთული არ არის, ნახევარი საათი ან ერთი საათი დასჭირდება.

თებერვალში, ისევ უნდა წავიდეთ თურქეთის კლინიკაში და ექიმი გვეტყვის, რამდენი გრადუსით გასწორდა ხერხემალი. ახლა, ჯერ ადრეა ტომოგრაფიის გადაღება.

ლაზარე გვაჩვენებს, როგორი სწორი ზურგი აქვს ახლა. ისიც გამარჯვებულია ისევე, როგორც მისი კუმირი კვარაცხელია.

ოპერაცია რომ არ გაკეთებულიყო, სქოლიოზის გამო, ყოველდღიურად უარესდებოდა მდგომარეობა: გული, ფილტვები, ყველა შინაგანი ორგანო ზიანდებოდა. იმის გამო, რომ ხერხემალი დამოკლებული იყო, მარცხენა ფეხიც მარჯვენაზე სამი სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა და აწეული. ოპერაციის დროს, ექიმმა ეს პრობლემაც მოაგვარა. შეადარეთ ლაზარეს ფეხების სიგრძე: სხვაობა იმდენად თვალში საცემი აღარ არის, მარცხენა ფეხი ცოტათი დაგრძელდა. კიდევ ერთ რამეს ვამჩნევ, ოპერაციის შემდეგ, ლაზარეს ძალიან კარგი მადა აქვს. ალბათ, კუჭსაც აღარაფერი აწვება და განთავისუფლდა.

– პატარა ღიპიც კი დაეტყო.

ნუნუ: ეს არ სჭირდება, კვება უნდა შევზღუდო, ცოტა.

– ნუნუ რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი მკითხველების დახმარება და თანადგომა?

ნუნუ: ხვალ, 27 წლის ვხდები. შემიძლია ხელი დავიდო გულზე და გულწრფელად გითხრათ: ამხელა, უანგარო დახმარება, მზრუნველობა და ყურადღება, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მქონდა ნანახი. თქვენ სასწაული მაჩუქეთ – განკურნეთ ჩემი ბიჭი. დღემდე ეიფორიაში ვარ და შოკში, არ მჯერა, რომ ყველაფერი გამოვიდა, რომ სრულიად უცხო ადამიანებმა შეაგროვეს თანხა, რომელიც გვაკლდებოდა – 9 000 დოლარი.

სახსოვრად მაქვს შენახული, ფონდის ვებ-გვერდზე პირველი ჩარიცხვის სქრინი. ის 1 ლარი, ჩემთვის, მილიონის ტოლფასი იყო. იმ ერთი ლარით დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრების ათვლა, ასეა, ასე! ცხოვრება, რომელშიც არ მიწევს შიშით იმაზე ფიქრი, თუ რა მომავალი ელის ჩემს შვილს. მჯერა, რომ თქვენი დამსახურებით, ლაზარეს მიეცა შესაძლებლობა ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.

დღემდე ემოციები მავსებს და მადლობის სათქმელად შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ! ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ ყველას, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!

ქედს ვიხრი თქვენსა და იმ თურქი ექიმის წინაშე, ვინც ოპერაცია გაუკეთა ლაზარეს. ჩემი შვილი ჯერ პატარაა და ვერ აცნობიერებს ბევრ რამეს. მაგრამ მე ვუამბე, რომ მასზე იზრუნა ათასობით უცნობმა გმირმა. ჩემი ლაზარეს უცნობი გმირები, ასე გეძახით.

– ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით ოპერაციისთვის სახსრების შეგროვებაში?

ნუნუ: გამგეობაც, მერიაც და ჯანდაცვის სამინისტროც დამეხმარა, მაგრამ მაინც, შესაგროვებელი რჩებოდა უზარმაზარი თანხა – 9 000 დოლარი. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურე და მაშინ, როდესაც უკვე იმედიც გადამეწურა, თქვენ გიპოვეთ. ეს სასწაულია!

– ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ, ნუნუ?

ნუნუ: ლაზარეს არ სჭირდება არავითარი მედიკამენტების მიღება, თებერვლამდე თავისუფალია ყველანაირი კვლევისგან. მაგრამ ზამთარში, ისევ წასასვლელები ვართ, ექიმს რომ გავესინჯოთ, სავარაუდოდ, ლაზარეს დასჭირდება ოპერაცია კორექციისთვის. ყველანაირად ვეცდები, სახელმწიფომ რომ დააფინანსოს, რადგან აღარ გვჭირდება იმხელა თანხა. მაგრამ, თქვენი თანადგომის გარეშე, ვერ გავუმკლავდებით. დახმარებას გთხოვთ, რადგან დამჭირდება სამგზავრო თანხა და სასტუმროში ცხოვრება, სანამ ლაზარეს გამოკვლევები ჩაუტარდება. მეშინია, რომ ამ ხარჯების დაფარვას მარტო ვერ დავფარავ. აუცილებლად მჭირდება, ვინმემ ხელი რომ გამიმართოს, თქვენზე უფრო საიმედო კი, არავინ მყავს.

მეგობრებო, ოპერაციამ უკვე გამოიღო ბრწყინვალე შედეგი: ლაზარე გამართულად დადის, იმდენად აღარ კოჭლობს, ვიზუალურადაც გასწორდა მხრებში. იმისთვის, რომ ხერხემალი ბოლომდე გასწორდეს, დასჭირდება კორექცია. ჩვენგან კი, სჭირდებათ მცირედი დახმარება – მგზავრობისა და მერსინის სასტუმროს ხარჯების დაფარვა,  ჩვენი ლაზარე ბედნიერი რომ იყოს.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ჯიბლაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 აგვ 09
ოპერაცია
22828.95₾
2023 აგვ 22
ავიაბილეთები
2340.00₾
2023 სექ 14
კორსეტი
1171.18₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
4755.00₾
2023 ოქტ 13
სპორტული ფორმა
60.00₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
650.00₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
960.00₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
190.00₾

სულ ხარჯები:

32955.13₾

დარჩა:

0.07₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾32,955.20

2934 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾32,955.20

2934 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება