რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, კომპანია „ბიბლუსი“ დაეხმარა ჩვენს პატარა ბენეფიციარებს — ბავშვებს მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებიდან, ჩანთების სასკოლოდ მომზადებაში! კომპანიის მფლობელები ნამდვილი ქართველები არიან! სიხარულით ვაცნობებთ ამას სრულიად საქართველოს!
ამ პატარების ყველა კოცნა და ლოცვა თქვენია, „ბიბლუს“!
ჩვენი ფონდის დამფუძნებელმა, კიევის ორგზის მერმა, უკრაინის დედაქალაქისა, რომლის მოსახლეობაც მთელი საქართველოს მოსახლეობას აღემატება, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის, ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრის დონის წოდების მფლობელმა — გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2024 წლის საქართველოს ყველაზე ღვთისნიერ კომპანიად გამოგაცხადოთ. ბრავო, მეგობრებო! წარმატებებს გისურვებთ ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში!
სასწავლო წლის დაწყების წინ ყველა ბავშვის ოცნება ხომ ლამაზი ჩანთა და სასკოლო ინვენტარია! „ბიბლუსმა“ შეჭირვებული ოჯახებიდან ჩვენი პატარების ოცნებები რეალობად აქცია. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა კი გასართობ ცენტრ „პინგვინებში“ გადასცეს პატარა ბენეფიციარებს „ბიბლუსის“ საჩუქრები და დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყვეს ბავშვებს.
კომპანია „ბიბლუსი“ გახლავთ ჩვენი ფონდის საიმედო პარტნიორი და მეგობარი. წელსაც კომპანია ტრადიციულად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში. ბავშვებმა მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებიდან არა მხოლოდ ახალი ზურგჩანთები, არამედ საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ნაკრები მიიღეს. ეს რეალური დახმარებაა, რომ ყველა ბავშვმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს და სიხარულით დაიწყოს ახალი სასწავლო წელი.
კომპანია „ბიბლუსის“ საჩუქრებმა ბავშვები ძალიან გაახარა
ლაზარე, 7 წლის: „ჩანთა არ მქონდა. მიხარია, „ბიბლუსის“ ჩანთით რომ წავალ სკოლაში“.
მადლობას ვუხდით კომპანია „ბიბლუსს“ საჭირო საჩუქრებისთვის.
მალე პატარები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სიარულს დაიწყებენ. „პინგვინების“ თანამშრომლებმა კი იზრუნეს ბავშვების განწყობაზე და ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს ჩვენს პატარა გოგო–ბიჭებს.
ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი „პინგვინები“ ყველა ბავშვის საოცნებო ადგილია. რატომ? პასუხი მარტივია: აქ ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა ზღაპრის კეთილი გმირებით.
„პინგვინების“ თანამშრომლებს ბავშვების სტუმრობა მეტად ახარებთ. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია, მათ არასდროს ავიწყდებათ ბავშვები შეჭირვებული ოჯახებიდან. ამის დასტურია ის, რომ გასართობმა ცენტრმა ბევრჯერ უმასპინძლა ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს თავის ჯადოსნურ სამყაროში.
ზღაპრის გმირებთან ერთად ცეკვა და თამაში ხომ ყველა ბავშვის ოცნებაა. ჩვენს პატარებს კი ეს ოცნება აუხდათ. ღმერთო, ბავშვების ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებზე უფრო სასიამოვნო სანახავი ხომ არაფერია!
შეხედეთ ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს. ალბათ, ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ზუსტად იმ ემოციას, რასაც ეს საყვარელი პატარა ბიჭუნა გრძნობს. მისი ოცნება იყო, ერთხელ მაინც მოხვედრილიყო გასართობ ცენტრში. თუმცა მაშინ, როდესაც ფონდის კორესპონდენტს ეს ოცნება გაანდო, ბავშვს არ სჯეროდა, რომ მისი ოცნება რეალობად იქცეოდა. დღეს კი ლაზარეს უკვე სჯერა, რომ შეჭირვებული ბავშვების ოცნებები სრულდება კეთილი ადამიანების დახმარებით.
ლაზარე (7 წლის): როდესაც ჩემი თანატოლებისგან მესმოდა, რომ მშობლებს გასართობ ცენტრში მიჰყავდათ, გული მტკიოდა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მათი მშურდა. არა, მეც მინდოდა, რომ ერთხელ მაინც მოვხვედრილიყავი „პინგვინებში“. დღეს კი ჩემი ოცნება ახდა. იმედია, ეს სიზმარი არ არის. მეგონა, რომ ზღაპრის გმირები მხოლოდ ზღაპრის წიგნებში იყვნენ. თურმე ისინი რეალობაშიც არსებობენ. ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი… ეს დღე არასდროს დამავიწყდება. როგორც კი აქედან გავალ, ყველა ჩემს მეგობარს ვუამბობ, რომ ჯადოსნურ სამყაროში ვიმოგზაურე.
„პინგვინების“ ყველაზე პატარა სტუმარი.
„პინგვინებს“ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა — ფონდის ბენეფიციარი ბავშვების ხელით შესრულებული ნახატები
მადლიერება ხომ ადამიანის საუკეთესო თვისებაა. ფონდის პატარა ბენეფიციარებმა, მადლიერების ნიშნად, სამახსოვროდ გადასცეს „პინგვინების“ წარმომადგენლებს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები. დიახ, ასეთი ნიჭიერი პატარები გვყავს ჩვენ. დღეიდან კი მათი ნამუშევრები „პინგვინების“ ჯადოსნური სივრცის კედლებს დაამშვენებს.
ჩერნოვეცკის ფონდს გადაეცა ჯილდო — „წლის საუკეთესო ოჯახი“
„წლის საუკეთესო ოჯახი“ — ეს ხომ საუკეთესო წოდებაა. ოჯახზე უფრო ღირებული ხომ არაფერია. ჩერნოვეცკის ფონდს კი სწორედ ეს ჯილდო გადაეცა საჩუქრად გასართობ ცენტრ „პინგვინებისგან“. ფონდის თითოეული თანამშრომლის დიდი ღვაწლის შედეგად, უკვე 12 წელია, ღირსეული „ოჯახი“ გვაქვს. ჩვენი ოჯახის კარი კი მუდამ ღიაა თქვენთვის. თუმცა, კეთილო ადამიანებო, თქვენი გვერდში დგომის გარეშე ჩვენ ამ ჯილდოს ვერ მივიღებდით. ამიტომ ამ ჯილდოს თქვენც გიზიარებთ დიდი სიხარულითა და სიამაყით.
მეგობრებო, ჩვენს ბენეფიციარებს შორის ბევრი მოსწავლეა, ვისაც წელს ზურგჩანთის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკით მოუწევს სკოლაში წასვლა. თითოეული ეს ბავშვი დახმარებას ელოდება! შეჭირვებული ბავშვებისთვის ვაგროვებთ სასკოლო ნივთებს! ჩვენი პატარა მეგობრების პრობლემების მიმართ ნუ დარჩებით გულგრილი! ერთად ჩვენ შეგვიძლია ბედნიერი და დაუვიწყარი გავხადოთ მათთვის ახალი სასწავლო წელი! თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/
ან საკანცელარიო ნივთები გადასცეთ ფონდს! დაგვიკავშირდით ნომერზე: +995322193321
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
კორ.: ნინი