თქვენ გაათბეთ და გაახარეთ გაყინული ანგელოზები! უფალი კი, თქვენს ოჯახებს სინათლესა და სითბოს აჩუქებს!
ახლა, ეს დიდი ფუმფულა დათუნია, პატარა ანას გვერდით არის, რათა მძიმე ცხოვრებასთან გამკლავებაში დაეხმაროს. მხიარულ დათუნიასთან ერთად, ძველ ფანერის სახლში ძილი იმდენად საშიში აღარ იქნება. ის მეგობრულად ანუგეშებს გოგონას, როდესაც მის ძამიკოს, დათოს მორიგი ეპილეფსიური შეტევა დაემართება. ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს მეგობრები, რომლებიც ჰაეროვან ფრთებს გაჩუქებენ და თუნდაც ერთი დღით, შეგიმსუბუქებენ ბავშვობას.

სოფელ საირხეში, ანას, დათოს და ემილი ჩიკვაიძეების ქოხში ცივა. ფონდის არაჩვეულებრივმა მეგობრებმა, თავიანთი პატარები რომ გაახარეს, გულისტკივილით გაიხსენეს სოფელ საირხეში მყოფი სამი გაყინული ანგელოზი და სასწრაფოდ გაუგზავნეს მათ ბევრი ტანსაცმელი, პატარა ემილის – საბავშვო ეტლი, ფუმფულა სათამაშოები და სათამაშო მანქანა, პრანჭია მინი მაუსით კაპოტზე.



თქვენი დამსახურებით, ფონდის მეგობრებო, არის მომენტები, როდესაც ბავშვები უდარდელად იღიმიან.


როგორ გაიზარდნენ, როგორ დამშვენდნენ ჩვენი ინა და სანდრო ფერაძეები!
მათი დედა, მზევინარი, რომელიც ოთხ შვილს მარტო, გმირულად ზრდის და მათთან ერთად, ბნელ სარდაფში ცხოვრობს, გამოგზავნილი ტანსაცმლისა და სათამაშოებისთვის დიდ მადლობას გიხდით. მადლობას გიხდით და გლოცავთ იმისთვის, რომ მის თხოვნასაც კი არ ელოდებით, იცით, მისი ოჯახის საჭიროებები და ყველაფერს გრძნობთ.


მადლობა ჩვენს ქველმოქმედებს იმისთვის, რომ ნოემბერში ჩააცვეს და დაახურეს, გაათბეს და გაახარეს ჩიკვაიძეების, ფერაძეების, მარტაშვილების, ტაბატაძეების და სხვა ოჯახები.



მადლობას გიხდით იმისათვის, რომ სხვა ბავშვებზე, როგორც საკუთარ შვილებზე, ისევე ფიქრობთ და ზრუნავთ. თქვენი გული ვერ უძლებს იმას, რომ ჩვენს საქართველოში, ამდენი გაყინული და მშიერი ანგელოზია.

პირადად ვუხდით მადლობას:
თიკო დევიძეს
სოფიო ბეზარაშვილს
ანა ალადაშვილს
ელენე შატროვას
ია დანელიას
გვანცა მაჩაიძეს
დაჩი სტეფანიშვილს
ქეთევან გოგიბერიძეს
თემური ბენდიაშვილს
ასევე, დიდი სიხარულით, მადლობას ვუხდით სასტუმრო „მერკურის“ ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის. თეთრეული და პირსახოცები ოჯახებისთვის ძალიან საჭირო ნივთებია, რომელიც ხშირად საკმარისად არ აქვთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მზრუნველობისთვის და იმისთვის, რომ ცდილობთ, ოჯახებს შეუმსუბუქოთ ყოფა.
მეგობრებო, თქვენ მიერ გამოგზავნილი თითოეული ნივთი ვინმეს ეხმარება – არ გახდეს ავად, გადარჩეს, ღირსეულად გამოიყურებოდეს, მოიწმინდოს ცრემლი და იმედი შეინარჩუნოს.
შეგიძლიათ, მთელი ზამთრის განმავლობაში გამოგვიგზავნოთ თბილი ნივთები, მეგობრებო! დაეხმარეთ ყველას, ვინც საქართველოს სოფლებში იყინება! დაეხმარეთ ლალი ბებოს და მის შვილს, ფრიდონს, თბილად რომ იყვნენ. კაცს დიაბეტური ტერფი აქვს და 43 ზომის ფეხსაცმელი სჭირდება, ასევე დიდი ზომის ტანსაცმელი. ბებოს სჭირდება სვიტერები, იქნებ ვინმეს შალის თავსაფარი ან განიერი თბილი შარფი ჰქონდეს, იმ პატარა ნაჭრის ნაცვლად, რომლითაც ის იფარავს მხრებს.

შეგახსენებთ ჩვენი ოფისის მისამართს, სადაც შეგიძლიათ ნივთების ჩაბარება და სადაც სიხარულით დაგხვდებით: ქ. თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა, კორპუსი 11. ტელეფონი: +995 322 19 33 21.
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით, მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
მხოლოდ თქვენს ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე შეუძლია გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე : 0901200270! იყავით დალოცვილები!
კორ.მედეა