ჩვენი საქართველო

ჩვენი საქართველო

ქუჩაში მიტოვებული ძაღლები. საქართველოში ათასობით უსახლკარო ძაღლია და ამ თვალსაზრისით ქვეყანა ერთ-ერთია ყველაზე სავალალო მდგომარეობაში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის. ადამიანები პირდაპირ მანქანებიდან ყრიან ძაღლებს გზის პირას და ამას არავინ აკონტროლებს.

უზარმაზარი ჯვარი აღმართულია ქალაქ ჭიათურის თავზე.

ცხვრის ფარა ავჭალის დასახლებაში. მთელი წლის განმავლობაში ქართველები უვლიან და ასუქებენ ცხვრებს, რადგან 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, საქართველოში ხშირად სწირავენ ცხვარს ეკლესიას. ამ დროს მწყემსები ძალიან დიდი რაოდენობით ცხვარს ყიდიან.

მიტოვებული სახლი კახეთში. რეგიონში ხშირად შეხვდებით ასეთი არქიტექტურის მიტოვებულ სახლებს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქართველების ემიგრაციაა საზღვარგარეთ.

აჭარის მთები. მზის სხივები ღრუბლებში იჭრება და სოფელს ეფინება. მანდარინის კრეფის პერიოდი ყველაზე ლამაზია აჭარაში. ეს არის ციტრუსოვანი კულტურა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ზღვისპირა რეგიონში ხარობს. ქართველებს ის საზღვარგარეთ ექსპორტზეც გააქვთ.

ზამთარში საქართველოს პლაჟები ცარიელდება, თუმცა მშვენიერ ფრინველებს ეს სულაც არ აწუხებთ. ისინი მარტონი თბებიან მზეზე და თბილ ქვეყნებში გადასაფრენად ემზადებიან.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის