ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სახელმწიფომ აღრიცხვაზე აიყვანა

2013 წლის ნოემბერში ფონდ „სოციალურ პარტნიორობასა“
და სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ფონდის მზრუნველობის ქვეშ
მყოფი ბავშვთა სახლის 8 აღსაზრდელი სახელმწიფომ აღრიცხვაზე აიყვანა. ეს ბავშვები უკიდურესად
გაჭირვებული და მატერიალურად არაუზრუნველყოფილი ოჯახებიდანაა.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ბავშვების ბედნიერი ბავშვობა
და კარგი მომავალი. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ფონდს
მომავალში მიიღოს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა ბავშვთა სახლის ყოველ ბავშვზე და,
აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფს მათ მომავალს, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ.

ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა უზრუნველყოს
საუკეთესო პირობები და ნათელი მომავალი ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის, მაგრამ,
ასევე მიმართავს ყველას, ვისაც შეუძლია და სურს დახმარება, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს
დაუბრუნონ ბედნიერი ბავშვობა იმისდა მიუხედავად, როგორი ცხოვრება არგუნა მათ ბედმა.