რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
კლარა: რაზე შეიძლება ოცნებობდეს უსინათლო, მარტოხელა ადამიანი? იმაზე, რომ ვინმე შემოვა და აპოვნინებს წყლით სავსე ჭიქას. სადღაც ახლოს დგას, მაგრამ მე ვერ ვწვდები. საწოლთან ვერ მივდივარ – ვერ ვაგნებ! დაკარგული ვარ, სიბნელეში ვცხოვრობ. ხანდახან ვერც ვხვდები, ეს ყველაფერი ცხადში ხდება, თუ სიზმარში. ხანდახან შიშიც მიპყრობს, მაგრამ მერე თავს ვიმშვიდებ: „კლარა, რაღა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, უნდა შეეგუო! არ გაქვს დარჩენილი დიდი ხნის ტანჯვა, აღარ ხარ ახალგაზრდა. მალე წაგიყვანს სიკვდილი.“ მაგრამ, იცით, სიცოცხლე ტკბილია და ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს, რომ ვიღვიძებ.
მაგრამ, ერთი დიდი ოცნება კი მაქვს. მოხერხებულ ტახტზე ვოცნებობ. ეს საწოლი იშლება, ჩემი ხნის არის ისიც. არც ადგომა შემიძლია და არც დაწოლა. ამიტომ, მოხერხებული ტახტი ჩემთვის ხსნა იქნებოდა.
კლარა: სრულიად უცხო ადამიანების სიკეთემ გამითბო გული! ვერც ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ახდენა! ახლა კი, კომფორტული, ზღაპრული ტახტი მაქვს. კეთილო ადამიანებო, მადლობას გიხდით, ამ საჩუქრისთვის! თან, როგორ გაწვალეთ… სიმაღლე ამდენი უნდა ჰქონდეს, განი იმდენი, ზუსტად ასეთი უნდა იყოს და არა სხვანაირი. ხანდახან მეგონა, რომ გეწყინებოდათ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ამხელა მოთმინებით, შვილებიც კი არ ეპყრობიან საკუთარ მშობლებს!
ეს ტახტი არის ჩემი კომფორტისა და სიმშვიდის სავანე ამ ბნელ სამყაროში, სადაც მე ვცხოვრობ. არამარტო მოხერხებულია, არამედ იმედიც მომცა, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შემიძლია ვინმეს იმედი მქონდეს. ახლა, დაწოლა და ადგომა შემიძლია, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს. გმადლობთ, მადლობა ყველაფრისთვის! მინდა გამოვხატო ჩემი უსაზღვრო მადლიერება თქვენი სიკეთისა და მზრუნველობისთვის. თქვენი დახმარებით ვიგრძენი, რომ სამყარო იმდენად მრავალფეროვანია და სავსეა კეთილი ადამიანებით, რომლებიც მზად არიან სინათლე და სიხარული მისცენ მათ, ვინც სიბნელეში რჩება. მადლობა ამ ულამაზესი ტახტისთვის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იმედისა და სითბოს სიმბოლოდ იქცა.
სულ ხარჯები:
1016.74₾დარჩა:
0₾