რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თქვენი გულითადი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს! შემოგვიერთდით! ოდესმე ჩვენც ხომ დავბერდებით და ვინ იცის, ვინ დარჩება ჩვენ გვერდით და როგორი ფინანსური მდგომარეობა გვექნება მაშინ. ჩაუწვდომელია გზანი უფლისანი… ამ ჩვენი და თქვენი მოხუცებული და უმწეო ქართველი „ბავშვებიდან“ ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ცხოვრება ასე საშინლად დატრიალდებოდა.
მათაც ჩვენსავით გამდიდრებისა და მუდმივი კეთილდღეობის გეგმები ჰქონდათ. ამ უბედური ადამიანებიდან ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა ახალგაზრდობაში, რომ მათი ცხოვრების დასასრული ასეთი საზარელი იქნებოდა. მოხუცებიც ხომ ჩვენი „ბავშვები“ არიან! მაგრამ მათ სათამაშოდ არ სცხელათ. გამუდმებით სჭირდებათ დახმარება!!!
ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დღეები ტკივილამდე იწელება, როცა მოგონებების გარდა სხვა აღარაფერი რჩება – აღარც მშობლები, აღარც ნათესავები და აღარც შვილები! რჩება მხოლოდ მარტოხელა სიბერე – როგორც ცხოვრების უდიდესი დრამის ბოლო თავი!
ხშირად ვხედავთ და გვერდს ვუვლით წამლებისა და პამპერსების გროვებით გარშემორტყმულ დაუძლურებულ მოხუცებს. თითოეულ აბში ისინი უბრალოდ წამალს კი არ ხედავენ, არამედ თავიანთი არსებობის გახანგრძლივების გასაღებს. და ყოველი პამპერსი მათთვის არა მხოლოდ ჰიგიენის საშუალება, არამედ მათი პატივისა და ღირსების დამცავი ფარია.
ასაკის მატებასთან ერთად, მეგობრებო, ადამიანს სიცოცხლისადმი სწრაფვა უფრო უძლიერდება, მაგრამ მისი გახანგრძლივების შესაძლებლობები კატასტროფულად უმცირდება!
ქართველი მოხუცები მოწმენი არიან იმისა, თუ როგორ იცვლება სამყარო ჩვენ გარშემო, როგორ ხდებიან მოღალატეები ის ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან უყვარდათ და სიცოცხლესაც კი დასთმობდნენ მათთვის, თუმცა მოხუცებს მაინც უყვართ ისინი! ახალგაზრდობაში ხომ ეს არ შეგვიძლია!
ჩვენ ვიწყებთ აქციას მარტოხელა მოხუცებისთვის – „სიბერე ცრემლების გარეშე“. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მათი გადამრჩენი და მათი სიხარულის მიზეზი. იცოდეთ, ისინი ილოცებენ თქვენთვის. მათ ყოველ სიტყვას კი უფალი მოისმენს!
მათ ძალიან ცოტა სჭირდებათ: წამლები, პამპერსები და ტკბილეული. დიახ, ზუსტად პატარებივით. ჩაის მიტანებული ორცხობილა ხომ ყველაზე კარგი და გემრიელი რამაა მათ ცხოვრებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, შევმატოთ მათ ბედნიერება, შევახსენოთ, რომ თანამემამულეებს ისინი ახსოვთ! ჩვენ შევძლებთ გავუხანგრძლივოთ მათ ადამიანური ბედნიერების განცდა რამდენიმე საათით, დღით, თვით ან მეტით! არ დაგავიწყდეთ ჩვენი ისტორიის გაზიარება. დაე ჩვენი მარტოხელა მოხუცების გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ! ეს ძალზე მნიშვნელოვანია!
ვის შესახებ გთხოვთ? სად ვნახოთ ინფორმაცია, ვის და რით დავეხმაროთ, ვისზე ვილოცოთ? ამის გაგება ძალიან ადვილია და ხუთ წუთზე მეტს არ წაგართმევთ! სამაგიეროდ სიყვარულის მარადიულობის კარს გახსნის თქვენ წინაშე!
მაგალითად, საღამოს, ძილის წინ, ხუთი წუთით მაინც გახსენით თქვენი მოწყობილობა გვერდზე მარტოხელა მოხუცები და აირჩიეთ რომელიმე მოხუცი. წაიკითხეთ მისი ისტორია და დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ: ლოცვებით, გამოჯანმრთელების კეთილი სურვილებით, თანაგრძნობით და, თუ შესაძლებლობა გექნებათ, თანხითაც. რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანია, როგორი სინდისი გექნებათ ჩვენი შემოქმედის წინაშე. გარანტიას გაძლევთ, რომ მშვიდად და ტკბილად დაგეძინებათ და გაგითენდებათ ოცნებების ასრულების დღე! ჩვენ კი გისურვებთ, რომ სიზმარში თავად უფალი გესტუმროთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სულ ხარჯები:
დარჩა: