ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng

12 აპრილს 2012

საქართველოში დაარსდა საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა”.

History image

Სექტემბერი 2012

ფუნფციონირება დაიწყო „შინმოვლის“ პროგრამამ, რომელიც 300 პაციენტზე ზრუნავს.

History image

Ოქტომბერი 2012

ნორიოს ბავშვთა სახლს გადაეცა თბილი ტანსაცმელი და პერსონალური კომპიუტერები. წყნეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს, სადაც მზრუნველობა მოკლებული ბავშვები იზრდებიან, გადაეცა სურსათი, მედიკამენტები და საჭირო ტექნიკა. „კარიტასის“ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადაეცათ ტანსაცმელი და კომპიუტერული ტექნიკა. ბავშვთა სახლის „ბავშვი და გარემო“ აღსაზრდელებს გადაეცათ ტანსაცმელი. ბავშვთა სახლს ერისთავის ქუჩაზე გადაეცა საკვები პროდუქტები. სეზონური ტანსაცმელი გადაეცათ „კარიტასის“ ორი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.

History image

2013

ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 50 ათასი დოლარი შესწირა ქობულეთის მაღალმთიან რაიონში არსებული, ცხემოვანის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის აღდგენისთვის. ჩატარდა კედლების გამაგრებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, შიდა რემონტი, გათბობის, წყალგაყვანილობის გარე ქსელების და აუზის მონტაჟი

History image

Მარტი 2013

ამოქმედდა პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, სადაც 7 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვია. ყოველთვიურად 10 ასეთი ოჯახი მიიღებს 100$ თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე.

History image

21 მაისს 2013

გაფორმდა მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოსა და „სოციალურ პარტნიორობას“ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების და „შინმოვლის“ პროექტების ხელშესაწყობად.

History image

28 მაისს 2013

გაიხსნა „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლი ჩუღურეთის რაიონში. ამ სახლში მზრუნველობამოკლებული 10 ბავშვი ცხოვრობს.

History image

Აგვისტო 2013

მოეწყო 30 დღიანი დასვენება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისა და საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის.

History image

Იანვარი 2014

შემოწირულობებისთვის ფონდმა გამოყო სპეციალური ნომერი 0901200270.

History image

Ივნისი 2014

უკრაინაში, მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს ჩვენმა ფონდმა გადასცა 10 მილიონი დოლარი

History image

Ივლისი 2014

„სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზებით მრავალშვილიანი ოჯახები ქობულეთში ისვენებენ.

History image

Სექტემბერი 2014

საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” ორგანიზებას უწევს, უკრაინაში, ომის დროს დაზარალებულ მრავალშვილიანი ოჯახების დასვენებას ქობულეთში. ქობულეთში დასასვენებლად 108 ადამიანი ჩავიდა. ბავშვები და მათი მშობლები.

History image

Ოქტომბერი 2014

ქობულეთში 17-19 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის “სოციალური პარტნიორობის” ორგანიზებით მედია ტური ჩატარდა.

History image

Ნოემბერი 2014

8 ნოემბერს ფონდი “სოციალური პარტნიორობის” მიერ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილ მეომართა მხარდასაჭერი საქველმოქმედო კულტურული და პატრიოტული აქცია “დაეხმარე დაჭრილს” გაიმართა. უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გიორგის” ხელშეწყობით.

History image

Ნოემბერი 2014

23 ნოემბერს, „სოციალური პარტნიორობამ” ქობულეთში გაიხსნა ბავშვთა პანსიონი, რომელიც განკუთვნილია 50 ბავშვისთვის.

History image

Თებერვალი 2015

„სოციალური პარტნიორობის“ ფონდის პრეზიდენტს გადაეცა სიგელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის – ილია II-ის ხელმოწერით. სიგელები ასევე გადაეცათ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებსაც.

History image

Მარტი 2015

თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა ქართული ენის ოლიმპიადაზე მოიპოვეს 4 დიპლომი.

History image

Აპრილი 2015

ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების საფეხბურთო გუნდმა მოიგო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი.

History image

Ივნისი 2015

ფონდის მფარველობით, შავი ზღვის სანაპიროზე დაისვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახებმა, ჯამში 70 კაცმა, უმეტესობა – მცირეწლოვანი ბავშვი.

History image

Აგვისტო 2015

თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგების ერთი თვე დაისვენეს ქობულეთში.

History image

Იანვარი 2016

გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ფონდმა გამოყო თანხები თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების საჩუქრებისთვის.

History image

Თებერვალი 2016

თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა “კინგსის” ოლიმპიადაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

History image

Მარტი 2016

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „თერაპიის ინსტიტუტში“, ფონდის ექიმებმა და მედდებმა პაციენტების ბინაზე მოვლის პრაქტიკული კურსი გაიარეს.

History image

Აგვისტო 2016

ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი თბილისის პატარა საოჯახო სახლის 10-მა მოსწავლემ გასულ ზაფხულს მთელი თვე გაატარა ქობულეთში.

History image

26 დეკემბერს 2016

საქველმოქმედო ფონდის საქართველოში ცნობადობის გაზრდის მიზნით, ფონდის სახელწოდება „სოციალური პარტნიორობა“ შეიცვალა „ჩერნოვეცკის ფონდით“. დამფუძნებელი და მთავარი ინვესტორი არის საქართველოს მოქალაქე ბატონი ლეონიდ ჩერნოვეცკი.

History image

Მაისი 2017

დღის ცენტრმა და ჩერნოვეცკის ფონდის სასადილომ პირველი ვიზიტორები მიიღეს! ჩვენთან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ გემრიელად და ნოყიერად კვება, დასვენება და ტელევიზორის ყურება, ცხელი შხაპის მიღება, თმის შეჭრა და ექიმთან კონსულტაცია!

History image

Ივნისი 2017

ბავშვთა დაცვის დღეს, ჩერნოვეცკის ფონდმა, გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის მოაწყო ზეიმი კვებით და კონცერტით!

History image

Ივლისი 2017

თბილისში ამუშავდა პროექტი „სოციალური პატრული“, რომელიც ყოველდღიურად სამ მარშრუტზე დადის და ცხელ კერძებს და პურს აწვდის 3,5 ათას სოციალურად დაუცველ მოქალაქეს.

History image

Იანვარი 2018

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო საღამო.

History image

Იანვარი 2018

თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

History image

Იანვარი 2018

ფონდმა ბენეფიციარებისთვის მოაწყო საახალწლო სადილი კლასიკური საახალწლო წასახემსებლებითა და ცხელი კერძებით, ვიოლინოს მომხიბვლელი ხმის თანხლებით.

History image

Თებერვალი 2018

ქუთაისში გაიხსნა ჩერნოვეცკის ფონდის სასადილო, სადაც 200 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ყოველდღე შეუძლია უგემრიელესი საკვების მიღება.

History image

Აგვისტო 2018

ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგები შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს.

History image

Მაისი 2019

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“ დაჯილდოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელებით. ამ კოლექტივის 30 ახალგაზრდა მომღერალთა შორის ექვსი ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია!

History image

Აპრილი 2021

2021 წლის აპრილში ჩერნოვეცკის ფონდმა მოაწყო საქველმოქმედო აქცია და სხვადასხვა საწარმოს მიერ შემოწირული საქველმოქმედო აქციამ მოიცვა 67 სოციალურად დაუცველი ოჯახი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანები.

History image

25 სექტემბერს 2022

ჩერნოვეცკის ფონდმა სადღესასწაულო ცენტრში „სქაი“ პატარა ბენეფიციარებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო. ეს იყო ბედნიერი ღიმილის, სიხარულის, გართობის და ერთმანეთის გვერდში დგომის დღე.

History image

Დეკემბერი 2022

გავახარეთ ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები. იცით როგორი ხმაური იყო? იცით როგორ უხაროდათ და ერთობოდნენ ბავშვები? ბევრი ითამაშეს საყვარელი ფილმების გმირებთან ერთად, მიიღეს საჩუქრები თოვლის ბაბუასგან.

History image

Მარტი 2023

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს – კარაოკე კლუბ „კამერტონის“ გუნდს ჯადოსნური დღისთვის რომელიც ჩვენს ბავშვებს აჩუქეს!!! ჩვენი პატარა ბენეფიციარების გულები აივსო სიხარულით, ხალისითა და ღიმილით! ისინი ხომ, მოკლებულები არიან საბავშვო დღესასწაულებსა და ცხოვრების ხასხასა ფერებს.

History image

Მარტი 2023

ჩერნოვეცკის ფონდში დღესასწაულია: კომპანია „VOGG“-მა ჩვენს ბავშვებს ულამაზესი ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად! ფეხსაცმელი ძალიან ბევრი იყო და ჩვენ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების გახარებაც შევძელით. „ფონდის შვილებს“, ჩვენს პატარა ბენეფიციარებს მოფერებით ასე ვეძახით, გადაეცათ ულამაზესი და მოდური ფეხსაცმელი, რომელიც კომპანია „VOGG“-ის მფლობელმა ბატონმა გიორგი წივწივაძემ აჩუქა.

History image

Მარტი 2023

ჩვენს პატარებს დღესასწაული აქვთ! დღეს იმერეთის მრავალშვილიანი ოჯახები გავახარეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი საკვები ნარევებითა და ფაფებით, რომლებიც ჩვენს ფონდს ჩვენმა ძველმა მეგობარმა „ნატურლენდის“ კომპანიამ გადასცა. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თეონა გიორგაძესა და მის გუნდს იმისთვის, რომ მათ, როგორც არავის, გულთან ახლოს მიაქვთ მშიერი ბავშვების პრობლემის აქტუალობა და პატარებს არასდროს ეუბნებიან უარს!

History image

Აპრილი 2023

ფონდის მეგობრებო! თქვენი დამსახურებით, სამყარო გახდება ცოტათი უფრო თბილი და ბედნიერი! დიახ, აღდგომის მრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში ჩერნოვეცკის ფონდში მხიარულება სუფევდა! ჩვენი ფონდის ერთგულმა მეგობრებმა, თბილისის სხვადასხვა საწარმოს წარმომადგენლებმა ჩვენი ბენეფიციარები გულუხვად დაასაჩუქრეს, გადასცეს მათ სააღდგომო პასკები, ნამცხვრები, საკვები პროდუქტი, ბავშვთა კვება, სპორტული ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები, თეთრეული, სათამაშოები. საჩუქრებს ბოლო არ უჩანდა!

History image

Აპრილი 2023

დაეხმარე უცნობ მეგობარს! ასე ჰქვია საქველმოქმედო აქციას – „იავნანას“ აღსაზრდელებმა საჩუქრები გაუგზავნეს ჩვენი ფონდის პატარა ბენეფიციარებს! ბავშვები მადლობას უთვლიან თანატოლებს უამრავი საჩუქრისთვის! თითოეული ბავშვი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში, დაჯილდოვდა ჩერნოვეცკის ფონდის სიგელით „ნორჩი ქველმოქმედი“!

History image

Მაისი 2023

პატარა ბენეფციარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდის სათამაშოების შეგროვების საქველმოქმედო აქცია გრძელდება: “დაეხმარე უცნობ მეგობარს”. ამჯერად ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს კერძო საბავშვო ბაღი „Mother.ge“-ს აღსაზრდელებმა. საჩუქრები საბავშვო ბაღ “Mother.ge”-სგან ჩერნოვეცკის ფონდმა გადასცა ბავშვებს კახეთში მცხოვრები შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან. წნორსა და სოფელ ჯიმითში, პატარები მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩამოსვლას.

History image

Მაისი 2023

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი და კეთილი პიცა! ახლახან, პიცერია “Domino’s Pizza”-მ ჩვენს პატარებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო! მათ ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა! ზოგიერთმა ისიც კი გადაწყვიტა, „პიცისტები“ გამოვიდნენ, რომ გაიზრდებიან და იმუშაონ „Domino“-ს ქსელში.

History image

Მაისი 2023

აი, ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი! აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ უფრო და უფრო დიდ მასშტაბს იღებს! ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ქველმოქმედების კეთებაში ყველაზე მოწადინებულნი ბავშვები არიან. თანატოლებისთვის ყველაფერი ემეტებათ! ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს თანამშრომლებს და პირადად მის დამფუძნებლებს: თამარ ჯულაკიძესა და მიხეილ მღვდელაძეს საქველმოქმედო დახმარებასა და აქტიური თანამშრომლობისთვის!

History image

Მაისი 2023

პატარა ანგელოზები გვასწავლიან ქველმოქმედებას! უკვე კარგ ტრადიციად იქცა აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“, რომლის მონაწილეებიც ყველაზე ნორჩი ქველმოქმედები არიან. ისინი თანატოლებს შეჭირვებული ოჯახებიდან უზიარებენ ყველაზე ძვირფასს, ანუ საკუთარ ბედნიერებას. უდიდეს მადლობას ვუხდით საბავშვო ბაღ „იავნანას“. https://www.facebook.com/bagiiavnana/

History image

Ივნისი 2023

ჩერნოვეცკის ფონდის ნორჩი ქველმოქმედების პირველი შეხვედრა პატარა ბენეფიციარებთან. ეს იყი პირველი შემთხვევა, როდესაც ნორჩი ქველმოქმედები პირადად შეხვდნენ ამ ბავშვებს შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ხტუნაობნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ „კატა-თაგვობანას“. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრიც და რა თქმა უნდა, გაიმარჯვა მეგობრობამ. შეხვედრა ძალიან თბილი გამოვიდა, ჩატარდა საოცარ, კეთილგანწყობითა და სიყვარულით აღსავსე ატმოსფეროში.

History image

Ივნისი 2023

„დაეხმარე უცნობ მეგობარს“ – ამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კახეთში მცხოვრებ ბაგალაშვილების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადაეცა. რამდენიმე დღის წინ, ამ ლამაზმა ბავშვებმა მიიღეს მანქანები, თოჯინები, სამაგიდო თამაშები, კონსტრუქტორები, ფუმფულა სათამაშოები, რომელიც დიდი სიყვარულით შეაგროვეს მათთვის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს აღსაზრდელებმა.

History image

Ივნისი 2023

კარგი ამბავი გვაქვს, მეგობრებო! ახლა უკვე, ჩვენი ბენეფიციარების სამკურნალოდ გაგზავნას, შევძლებთ არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ისრაელშიც! თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით 2023 წლის 3 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა ქირურგიაში. ისრაელის “Israel Pediatric Brain Tumor Foundation” (IPBTF) სახელით ამ კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ჩვენი ფონდის თანამშრომლებიც.

History image

Ივნისი 2023

მაკდონალდსის მეგობრულმა გუნდმა დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო ოცდაათ ბავშვს! შეჭირვებული და ყველაფერს მოკლებული ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რომლებიც ხშირად შიმშილობენ და უბრალო პურსაც კი, ნამდვილ გემრიელობად თვლიან, მსოფლიოს ყველაზე მაგარ რესტორანში, „მაკდონალდსში“ მოწვევა არის ნამდვილი საოცრება!

History image

Ივნისი 2023

გაუზიარე საკუთარი სათამაშო… საბავშვო ბაღი „საბავშვო აკადემია“ მხარში დაგვიდგა და გაუწია ორგანიზება აღსაზრდელებისთვის „სიკეთის გაკვეთილს“. ასეთი წარმოუდგენელი გულუხვობისთვის ჩვენმა ფონდმა აქციის თითოეულ პატარა მონაწილეს მიანიჭა „ახალგაზრდა ქველმოქმედის“ წოდება და გადასცა მადლობის სიგელი.

History image

1 ივნისს 2023

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩერნოვეცკის ფონდმა რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში გრანდიოზული საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. საქველმოქმედო აქციაში ევროპული სასწავლებლის 250-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. თითოეულმა მათგანმა კი სათამაშოს გარდა, გულის სითბოს ნაწილი აჩუქა ფონდის პატარა ბენეფიციარებს – ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

History image

Ივლისი 2023

ჩერნოვეცკის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რესტორან “წისქვილის” ქართული კულტურის ფესტივალის სტუმრები გახდნენ. რესტორნის გუნდმა სტუმრებს არაჩვეულებრივი სადღესასწაულო განწყობა აჩუქა, 20 ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი მრავალფეროვანი კერძებითა და სასმელებით. ასევე, ბავშვებმა ისიამოვნეს მუსიკალური პროგრამით, მაღალმთიანი რაჭის ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლით, მასტერკლასებითა და თამაშებით, შესანიშნავად გაერთნენ, დაისვენეს და იმხიარულეს.

History image

Ივლისი 2023

უპოვარ სულთა იმედის სავანე ეს არის მოხუცთა თავშესაფარი, ენით აღუწერელი დარდისა და მწუხარების სავანე. მის კედლებში ოცდაათი სევდიანი მოხუცი ცხოვრობს. ჩვემ მათ თეთრეული, საკვები, საფენები და ჰიგიენური საშუალებები. ასეთი უბრალო საჩუქრები, მხოლოდ მოხუცებს და ბავშვებს უხარიათ.

History image

1 ნოემბერს 2023

დღეს, მოდის ჩვენებას მოვაწყობთ სახლში! მადლობა ყველა კეთილ ადამიანს! ჩემი შვილები რომ გამდიდრდებიან, თქვენს სიკეთეზე ვუამბობ და ავუხსნი, რამხელა პატივია საქართველოში, კეთილი ადამიანების გვერდით ცხოვრება!

History image

1 დეკემბერს 2023

მართალი გითხრათ, არ გვინდოდა, ეს დღე რომ დასრულებულიყო. ყველა ჩახუტება და „მადლობა“, რომელიც თქვენ, ჩვენს თბილ ქველმოქმედებს გეკუთვნით, ჩვენ, ანუ ფონდის თანამშრომლებს გვხვდა წილად. და ახლა, ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით თქვენც გაგიზიარებთ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, ბედნიერება როგორ აჩუქო ვინმეს. მადლობა, მეგობრებო! დიდი მადლობა. აქცია „თბილი ნოემბერი“ დასრულებულია. როგორ ფიქრობთ, ნეტავ, დეკემბერი როგორი იქნება?

History image

30 იანვარს 2024

„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ქველმოქმედ ადამიანებს უმასპინძლა. „სიკეთე გადამდებია!“ „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ფონდის ბენეფიციარი ბავშვების დასახმარებლად. სწორედ ამ ქველმოქმედ ადამიანებს (არასრული შემადგენლობით) უმასპინძლა ფონდმა. ღონისძიების ფარგლებში, მათ გაწეული სიკეთისა და გულისხმიერებისთვის დიპლომები გადაეცათ. მადლიერება არც ბავშვებს დავიწყებიათ. მათ საუკეთესო საჩუქარი დაახვედრეს ქველმოქმედ ადამიანებს – საკუთარი პატარა ხელებითა და დიდი გულით დახატული სურათები

History image