რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ჰერპესი
სტატისტიკის მიხედვით, პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 75% ამ პრობლემის წინაშე დგას, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა, ყოველ მეორე მოქალაქეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია ეს დაავადება! ჰერპესს ასევე „გაციების გამონაყარს“ უწოდებენ, რადგან მის გამოვლინებას ამავე სახელწოდების დაავადებას უკავშირებენ. ის არსებობს თითქმის ყველა ადამიანის ორგანიზმში და არახელსაყრელ პირობებში აქტიურდება, მათ შორის გადაციების დროს. დაავადება საფრთხეს არ უქმნის სიცოცხლეს, მაგრამ მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის და კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს.
სიმპტომები
მათ გამოვლენას დაახლოებით ორი დღე სჭირდება – ხშირად ადამიანს შეიძლება წვის შეგრძნებაც ჰქონდეს, რაც ჰერპესის განვითარების ნიშანია. მკურნალობის გარეშე, ტუჩზე გამონაყარი 10-12 დღის განმავლობაში რჩება. თერაპია კი, ხელს შეუწყობს ამ პერიოდის თითქმის ნახევარით შემცირებას. დაავადების სიმპტომებია:
ქავილი, ტკივილი, ჰერპესის წარმოქმნის ადგილის წვა;
სიწითლისა და შეშუპების წარმოქმნა;
გამჭვირვალე ან მოყვითალო სითხით სავსე პატარა ბუშტუკების წარმოქმნა;
ბუშტუკიდან გამოყოფილი სითხე მკვრივ ფუფხს წარმოქმნის;
დაზიანებული ქსოვილი თანდათან მუქდება;
ფუფხის მოცილება თავისით ხდება.
მიზეზები
მძიმე დატვირთვის ან თანმხლები დარღვევების არსებობის პირობებში, ორგანიზმის თავდაცვითი უნარი ვერ უმკლავდება საფრთხეს. ეს შემდეგი მიზეზების გამო ხდება:
იმუნური სისტემის ზოგადი დასუსტება;
სხვა ვირუსული დაავადებების არსებობა;
გადაციება;
ტუჩების მექანიკური ტრავმები;
ალერგიული რეაქციები;
პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
სტრესი და დეპრესია.
ყველაზე ხშირად, დაავადება ვითარდება ზამთარში და გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას და გაციების ან გრიპით დაავადების რისკი იზრდება. ტუჩზე ჰერპესის წარმოქმნის მიზეზების ახსნა ასევე შესაძლებელია დაავადების შეძენის შესაძლო გზებით:
ორგანიზმში „მიძინებული“ პარაზიტის გააქტიურება;
საერთო ჭურჭლისა და პირსახოცების მეშვეობით;
ჭუჭყიანი ხელები;
კოცნა.
მკურნალობა
ვირუსული, ალერგიული ან მექანიკური ხასიათის გამონაყარი ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს მოითხოვს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური მკურნალობის ჩატარება, ვინაიდან მხოლოდ დაავადების გარეგანი გამოვლინებების აღმოფხვრა საკმარისი არ არის. აუცილებელია ტუჩებზე ჰერპესის გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედება. ამისათვის კი, შემდეგი მკურნალობის სქემა გამოიყენება:
იმუნური სისტემის ზოგადი გაძლიერება;
დაავადების გამომწვევი მიზეზის – ვირუსული შტამის ან ალერგენის აღმოფხვრა;
გამონაყარის დამუშავება სამკურნალო მალამოებითა და გელებით;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პროფილაქტიკური სანაცია;
საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული ან ანტიჰისტამინური საშუალებების, ანტიბიოტიკების მიღება.
სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ცხოვრების წესის კორექტირება – მჟავე და მარილიან საკვებზე, ალკოჰოლზე და მოწევაზე დროებით უარის თქმა. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული გადაციება, გადაჭარბებული დატვირთვა, ძილის ნაკლებობა და სტრესი. ჰერპესის მკურნალობის დროს, პირის ღრუს ჰიგიენის წესები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს დაცული, ვინაიდან დაგროვილმა ბაქტერიებმა შეიძლება რეციდივის პროვოცირება მოახდინოს.