ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სისხლის გათხელების მეთოდები

სისხლის გათხელების მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს თრომბოზამდე მიმავალი პროცესის კონტროლს. სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს სამ პროდუქტს. მასში შედის სალიცილატის შემცველი ჯანჯაფილის ფესვი, პირველი გამოწურვის ზეითუნის ზეთი და სისხლის შედედების ხელისშემშლელი ნიორი. პროდუქტები ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას ნარჩენებისა და ტოქსინებისგან.

„მაგრამ უმჯობესია ექიმთან წინასწარი კონსულტაცია, რადგან ზოგიერთი დაავადების დროს მათ სარგებლობის მოტანა კი არა, ზიანის მიყენება შეუძლიათ“, – გვაფრთხილებენ სპეციალისტები და დასძენენ, რომ ნორმალური სისხლის მიმოქცევისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკმარისი სუფთა წყლის დალევა – ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე „ჩაი, ყავა ან ტკბილი გაზიანი სასმელები“.

როგორც ექიმებმა განმარტეს, ორგანიზმს უპირველესად წყალი სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ძალიან დიდი ენერგია სჭირდება „ფერადი“ სითხის გაწმენდას.

„დღეში ლიტრ-ნახევარი–ორი ლიტრი“, – აღნიშნეს სპეციალისტებმა წყლის მოხმარების მაჩვენებელზე საუბრისას.

სწორედ სუფთა წყალი, თუ მას რეგულარულად სვამთ, არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, – ხაზგასმით აღნიშნეს მათ.

ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრებიდან სტრესის გამომწვევი ფაქტორების მოშორება. ეს უკანასკნელი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის რისკს.

„სტრესის ფონზე სისხლში გამოიყოფა ქოლესტერინი, გლუკოზა, ამინმჟავები და ფერმენტები, რაც იწვევს მის ხანმოკლე გასქელებას“, – განმარტეს ექიმებმა.

ჰირუდოთერაპია შეიძლება ეფექტური იყოს და 70%-ით გაათხელოს სისხლი, მაგრამ მეთოდის გამოყენება მკაცრად უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.