იაპონელმა ექიმებმა გაავრცელეს ინფორმაცია ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების მკურნალობაში არსებული გარღვევის შესახებ. ექსპერიმენტის დროს სრულიად პარალიზებულ პაციენტს ღეროვანი უჯრედების ერთი ინექციის შემდეგ დგომისა და მოძრაობის უნარი დაუბრუნდა.
როგორც ტოკიოს უნივერსიტეტ კეიოს მკვლევარებმა განაცხადეს, კვლევაში მონაწილეობდა 60 წელზე უფროსი ასაკის ოთხი მამაკაცი, რომელთაც ხერხემლის მძიმე დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. მათ 2022 წლის დასაწყისში, ტრავმიდან ორიდან ოთხ კვირამდე პერიოდში, ღეროვანი უჯრედები შეუყვანეს ზურგის ტვინში. გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. დღეს ერთ–ერთი პაციენტი უკვე ხელახლა სწავლობს სიარულს, მეორეს კი ნაწილობრივ აღუდგა ხელებისა და ფეხების მოძრაობა. მეცნიერები ექსპერიმენტის წარმატებას 50%-ით აფასებენ.
მეთოდი ეფუძნება ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების (iPS უჯრედების) გამოყენებას, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის ქსოვილად გარდაქმნა. პროფესორ ჰიდეოკა ოკანოს ხელმძღვანელობით, სპეციალისტებმა გადააპროგრამეს ისინი ნერვულ უჯრედებად, რამაც შესაძლებელი გახადა ზურგის ტვინის დაზიანებული უბნების აღდგენა.
აღმოჩენა იმედს აძლევს ათასობით ადამიანს, რომლებიც ტრავმის შემდეგ პარალიზებულები არიან.