ჩინეთში ჩაატარეს რეგიონში პირველი “ჩიპის“ ჩანერგვის ოპერაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან

ჩინეთში ჩაატარეს რეგიონში პირველი “ჩიპის“ ჩანერგვის ოპერაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან

ქ. ფუიანის მესამე სახალხო საავადმყოფოში(ანხიის პროვინცია, აღმოსავლეთ ჩინეთი) ჩაატარეს რეგიონში პირველი ოპერაცია ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ იმპლანტის ჩანერგვით. ამას იუწყება გამოცემა China Daily სამედიცინო დაწესებულებაზე დაყრდნობით.

ოპერაცია ჩატარდა 8 აპრილს. ადგილობრივი ანესთეზიით 40 წლის მამაკაცს, რომელიც იტანჯებოდა ალკოჰოლიზმით 20 წელზე მეტი, მუცლის ქვედა ნაწილში, კანქვეშ ჩაუყენეს 10 სოიოს მარცვლის ზომის კაფსულა. პროცედურას 5 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. 

იმპლანტი არ არის ელექტრონული მოწყობილობა. ის წარმოადგენს კაფსულების ნაკრებს ნალტრექსონით-პრეპარატი, რომელიც ამცირებს ფსიქოლოფიურად ალკოჰოლის მოთხოვნილებას კაფსულები ნელ-ნელა ათავისუფლებენ მოქმედ ნივთიერებას ექვსი თვის განმავლობაში.

ადრე მამაკაცმა 9-ჯერ გაიარა მკურნალობა, მაგრამ გამოწერის შემდეგ ისევ დგებოდა რეციდივი. ექიმების თქმით ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო პაციენტი გახდა აგრესიული, რამაც გამოიწვია ოჯახური პრობლემები.

მთავრობა ხაზს უსვამს იმას, რომ იმპლანტის გამოყენება უნდა იყოს შეთანხმებული მკურნალ ექიმთან და ასევე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

პირველად მსგავსი მეთოდი იყო გამოყენებული კლინიკური ცდების ჩარჩოებში 2023 წელს.