ტვინის გადანერგვა უკვე რეალობაა

ტვინის გადანერგვა უკვე რეალობაა

ამერიკულმა სტარტაპმა Brain Bridge ქსელში წარმოადგინა ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ეტაპობრივად ხდება დემონსტრირება თუ როგრო შეიძლება ადამიანის თავის ახალ სხეულზე გადანერგვა და ამით ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება ასობით წლით. ამ იდეამ მაშინვე მღელვარე რეაქცია რეაქცია გამოიწვია – აღფრთოვნებიდან სკეპტიციზმამდე.

შემქმნებლები ირწმუნებიან : ადამიანის ტვინს შეუძლია ფუნქციონირება უფრო მეტ ხანს ვიდრე სხეულს. ესეიგი, თუ მას გადავნერგავთ უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელ ორგანიზმში პაციენტს მიეცემა მეორე შანსი – ყველაზე ცოტა – ხანგრძლივ სიცოცხლეზე, ყველაზე მეტი – თითქმის უკვდავებაზე.

განსაკუთრებული სარგებელი მათი აზრით, ესეთ ოპერაციას შეიძლება მოუტანოს ადამიანებს ხერხემლის მძიმე ტრავმებით და დაავადებებით, როდესაც სხეულმა დაკარგა ფუნქცია, მაგრამ გონება ნათელია.

ავტორების ჩანაფიქრით, ოპერაცია ჩატარდება ხელოვნური ინტელექტის და რობოტიზებული ქირურგიული სისტემების მონაწილეობით.

პირველი ნაბიჯი – ორივე სხეულის გაციება 5 ცელსიუს გრადუსამდე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ტვინის დაზიანება.

შემდეგ თავის სისხლძარღვები უერთდება დონორის სხეულს, ნერვული კავშირების აღსადგენად გამოიყენება სპეციალური მასალა – პოლიეთილენგლიკოლი და მთლიან პროცესს აკონტროლებს ხელოვნური ინტელექტი. გადანერგვის შემდეგ პაციენტის ტვინი იკვებება ხელოვნური პლაზმური ხსნარით და ახალი სისხლი მიეწოდება დონორისგან.

ასევე გათვალისწინებულია სახის კუნთების და რბილი ქსოვილების გადანერგვა, რომ გავაახალგაზრდავოთ გარეგნობა.

მთლიან პროცესს ასრულებს მედიკამენტოზური კომა ერთი თვე და მედიკამენტების კურსი, რომლებიც ამეტებს იმუნიტეტს.

სამედიცინო წრეებში ესეთ ფუტურისტულ პროქტს ირონიით უყურებენ.

Daily Mail-ის გამოკითხულმა ექსპერტებმა ამ ვიდეოს უფრო ფანტაზია უწოდეს, ვიდრე რეალური მედიცინა. მათ შეახსენეს, რომ კიდურების გადანერგვა დღემდე ვერ იძლევა გარანტიას სრულოფილ აღდგენაზე, რომ არ ვილაპარაკოთ ასეთ რთულ ოპერაციაზე, როგორიც არის თავის გადანერგვა.