თავაზიანობის ფასი: მგზავრ ქალბატონს თავშეკავებული ხველის გამო ღვიძლი ამოუვარდა. დასასვენებლად გაფრენა მგზავრ ქალბატონს ნამდვილად წამებად ექცა. ქალი ცდილობდა სხვები არ შეეწუხებინა და ძლიერი ხველის შეკავებას ცდილობდა, ამის შედეგად ძლიერი ტრავმა მიიღო.
თვითმფრინავში ფრენისას წნევის თამაშისა და მუდმივი დაძაბულობის გამო მას მუცლის ღრუს გვერდითი კუნთები გაუსკდა. ამან იქამდე მიიყვანა, რომ მუცლის ღრუდან თიაქრის გასასვლელით ღვიძლი გააადგილდა.
თავიდან სიმპტომები არ ჩანდა: ტკივილი, სილურჯე ჭიპიდან ზურგამდე, შებერილობა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიმართა ქალმა ექიმებს. მედიკოსებმა შემთხვევა ერთ–ერთ რთულ შემთხვევად სცნეს – რადგან თიაქარი ნეკნების დიაფრაგმის და ხერხემლის გვერდით იყო, რთული იყო იმპლანტის ჩაყენება.
ქირურგიული ჩარევის წინ პაციენტს ურჩიეს წონაში დაკლება. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდა. საბოლოო ჯამში ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ძალების აღდგენას სამ თვემდე დრო დაჭირდა.