დღეგრძელობის საიდუმლოებები იაპონელი ასწლოვანი ადამინებისგან: რა ეხმარება ხანგრძლივ და აქტიურ ცხოვრებაში
იაპონია – ლიდერი დღეგრძელი ადამიანების რაოდენობაში, და ამ ადამიანების გამოცდილება შეიძლება გახდეს სასარგებლო ორიენტირი ყველასთვის, ვისაც უნდა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და მხნეობა მრავალი წლით. მრავალწლიანი კვლევის ჩარჩოებში იქნა გამოკითხული ასაკით 100 წელზე მეტი ხნის 100 ადამიანი, რომლებმაც შეინარჩუნეს კარგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა. აი, მთავარი ჩვევები, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ თავიანთი დღეგრძელობის საიდუმლოდ:
რეგულარულად ჭამა – სამჯერ დღეში. არ ავარიდოთ თავი საკვებს, მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოგვწონს მისი გემო: „ვჭამოთ ისიც, რაც მოგვწონს და ისიც, რაც არ მოგვწონს“.
გამოვიყენოთ ბევრი ბოსტნეული – ჩათუშული კერძების, სუპების ან წვენების სახით. რაციონს ძირითადად შეადგენს ბრინჯი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. ისინი ორგანიზმს ამარაგებენ ენერგიით, ვიტამინებით, მინერალებით და კალცით.
მონაწილეების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ცდილობენ, არ ინერვიულონ და უყურონ მომავალს ოპტიმიზმით. ეს ეხმარებათ, შეინარჩნონ ემოციური წონასწორობა და გონებრივი სიცხადე.
დღეში 30 წუთიანი მსუბუქი აქტივობაც კი – სეირნობა, საშინაო საქმეები ან უბრალოდ ვარჯიში – გვეხმარება საკუთარი თავი შევიგრძნოთ ნამდვილ ასაკზე 10-15 წლით ახალგაზრდად, როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურად.
გამოკითხულების უმრავლესობას აქვს მკაფიო შეგნება იმისა, თუ ზუსტად რა სურთ მათ ორგანიზმს – და მიყვებიან ამას საკუთარი თავის გადატვირთვის გარეშე.
ეს უბრალო, მაგრამ მყარი ჩვევები ეხმარებათ იაპონელ მხცოვან ადამიანებს დატკბნენ სიცოცხლით ასი წლის იუბელეს შემდეგაც კი – მხნედ, აქტიურად და ნათელი გონებით.