ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ!

calendar ივლისი 5, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ამ დანგრეულ სახლში, სადაც კედლები იშლება სიძველისგან, ფანჯრებზე კი ცელოფნებია გაკრული, ბავშვები ცხოვრობენ. ისინი შიმშილითა და უიმედობით იტანჯებიან. ისინი ტირიან და შველას ითხოვენ მაგრამ, მათი ხმა არ ესმის მათ, ვისაც ხელეწიფება დახმარება, თითქოს, არც არსებობენ. თამაზი მხოლოდ სამი წლის არის, გიორგი – ხუთის. ვერაგი დაავადების, ეპილეფსიის გამო, საკმაოდ ხშირი შეტევებით აშინებს მშობლებს და და-ძმას. ბარბარე რვა წლისაა. მისი უდიდესი ოცნებაა ერთი თოჯინა, ერთი კაბა და წვნიანი სადილი ჰქონდეს. საბრალო გოგომ არც იცის სხვა საჭმლის გემო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„წვიმის დროს, ფერმა სულ დატბორილია, ხოლმე და ბავშვებს ჩახუტებულებს გვძინავს აი, იმ დიდ მაგიდაზე! ეგ არაფერი… მთავარია, ამ დროს, ჩემს პატარა ძმას ეპილეფსიური შეტევა არ დაემართოს. ის ხომ, შეიძლება ჩავარდეს და დაიხრჩოს წყალში!“

დეიდა, ისე მშია, რომ უმად ვჭამ მაკარონს…

ამ დანგრეულ სახლში, სადაც კედლები იშლება სიძველისგან, ფანჯრებზე კი ცელოფნებია გაკრული, ბავშვები ცხოვრობენ. ისინი შიმშილითა და უიმედობით იტანჯებიან. ისინი ტირიან და შველას ითხოვენ მაგრამ, მათი ხმა არ ესმის მათ, ვისაც ხელეწიფება დახმარება, თითქოს, არც არსებობენ. თამაზი მხოლოდ სამი წლის არის, გიორგი – ხუთის. ვერაგი დაავადების, ეპილეფსიის გამო, საკმაოდ ხშირი შეტევებით აშინებს მშობლებს და და-ძმას. ბარბარე რვა წლისაა. მისი უდიდესი ოცნებაა ერთი თოჯინა, ერთი კაბა და წვნიანი სადილი ჰქონდეს. საბრალო გოგომ არც იცის სხვა საჭმლის გემო.

 „ბავშვებს არ ახსოვთ, რა არის ღიმილი. მათ ცხოვრებაში არაფერი უნახავთ შიმშილისა და ავადმყოფობის გარდა“

– ვერიკო, ვიცით, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. იმისთვის გესტუმრეთ, რომ მეტი გავიგოთ თქვენი ცხოვრების შესახებ.

ვერიკო: გმადლობთ, რომ მოხვედით, უკვე იმედი გადაგვეწურა. თქვენმა ფონდმა ორი წლის წინ გადაგვარჩინა. ძალიან გვერიდებოდა, ისევ რომ გვეთხოვა დახმარება, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი ცხოვრება. არ გვაქვს არც საჭმელი, არც ფული, ბავშვებს ვერ ვინახავთ. ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის და ამიტომაც, გავბედე და მოგმართეთ ისევ.

ამ ადგილს, სადაც ამჟამად ცხოვრობთ, სახლსაც  ვერ ვუწოდებთ.

ვერიკო: ნახეთ, აქაურობა ფერმას ჰგავს, მაგრამ საშინელ მდგომარეობაშია. აქ შეგვიშვეს, თითქოს თხები ვიყოთ ან რაღაც ამდაგვარი. ვფიქრობ, ადრე აქ საქონლის სადგომი იყო. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ჭერი მაინც გვაქვს თავზე. ბავშვებს არ აქვთ ნორმალური საწოლები, ძველი ფიცრებისგან და აგურებისგან ავაწყვეთ რაღაც. ტანსაცმელი და საჭმელი კი, უბრალოდ არ გაგვაჩნია.  მადლობლები ვართ, რასაც გვაწვდიან მეზობლები.

 „ვფიქრობ, აქ ადრე საქონლის სადგომი იყო. ალბათ, ჩვენზე უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ ის ცხოველები“

 – თქვენი საარსებო წყარო რა არის? თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

 ვერიკო: სოციალურ შემწეობასა და გიორგის პენსიას ვიღებთ. ჩემი მეუღლე არ მუშაობს, მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. თანაც, რამდენიმე წლის წინ, საშინელ ავარიაში მოჰყვა და სასწაულით გადარჩა. ცალი ფილტვი და ელენთა აქვს ამოკვეთილი. ფიზიკური შრომა აკრძალული აქვს. ტყუილად ვინ გადაუხდის ფულს? მაინც გადის, მეზობლებს ეხმარება ხოლმე. ვცდილობთ, თანხა წვნიანებსა და პურზე მაინც რომ ვიმყოფინოთ.

 „ჩვენი ერთადერთი საჭმელია მაკარონის „სუპი“. პომიდორი ან მწვანილი თუ გვაქვს, რომ მივატანოთ, ძალიან მაგარია“

 – არავინ გეხმარებათ? არ გაქვთ მშობლების დანატოვარი სახლი?

 ვერიკო: არა, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. რამაზი პატარა იყო, როდესაც მამამისმა ოჯახი მიატოვა და სახლი გაყიდა. რამაზი და დედამისი თავს ნათესავებთან აფარებდნენ ან ქირით ცხოვრობდნენ. ჩემს მშობლებსაც ძალიან უჭირთ. ერთი საკუთარი ოთახიც კი არ გაგვაჩნია.

 – როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

 ვერიკო: პატარა გოგო ვიყავი, დამინახა და შევუყვარდი. ამბობს, რომ ჯადოსნური იყო ის შეხვედრა. ხომ გესმით, ჩვენს სოფელში ადრე ათხოვებდნენ გოგოებს. ჩვეულებრივი ამბავი იყო. სკოლიდან მომიტაცა. ახლა, ეს ტრაგედიად ჩაითვლებოდა, მეც არ ვისურვებდი, ჩემი გოგო ასე ადრე რომ დაოჯახდეს. მაგრამ მაშინ, სულ სხვა დრო იყო.

 „კარგად უნდა ვისწავლო, მერე ვიმუშაო, რომ აღარ მომიწიოს ჭურჭლის ეზოში, ცივ წყალში რეცხვა“

 ბარბარე (8 წლის): არც მე მინდა გათხოვება. მინდა, ექიმი გამოვიდე და ლამაზი სახლი ავიშენო, ბევრი სათამაშო და ლამაზი ტანსაცმელი რომ მქონდეს.

– კიდევ რაზე ოცნებობ?

 ბარბარე: ვოცნებობ, მქონდეს ბევრი კანფეტი, თოჯინები და კაბები. საწოლი რომ მქონდეს და აღარ დავიძინო ხის ფიცრებზე. წვიმის დროს, ჩვენს სახლში წყალი შემოვიდა და მაგიდაზე გვეძინა!

 – მართლაც საშინელი მოსასმენია ეს ყველაფერი. რატომ მოუწიათ ბავშვებს მაგიდაზე ძილი?

 ვერიკო: წვიმის დროს, სახლი მთლიანად დაიტბორა. წყალი ყველა ხვრელიდან შემოდიოდა, ყველაფერი წყალში იყო, საწოლებიც და ტანსაცმელიც. ბავშვებს მეზობელთან ეძინათ რამდენიმე დღე, მაგრამ, ამდენ ხანს ვერავის შევაწუხებთ. სანამ ლეიბები და ბალიშები შრებოდა, ბავშვებს მაგიდაზე ვაწვენდით დასაძინელად. ძლიერი წვიმის დროს, ჩვენც და ჩვენი ტანსაცმელიც დავცურავთ სახლში.

 – როგორ უმკლავდება თქვენი ოჯახი ამ შიმშილსა და გაჭირვებას?

 ვერიკო: რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ხანდახან, რამდენიმე დღეც არ გვაქვს საჭმელი, სანამ ცოტა ფულს ვიშოვნით ან მეზობლები გვიწილადებენ პროდუქტს. ხანდახან, ბავშვები სულაც ცარიელ მაკარონს ჭამენ. ყველაფრისგან შემიძლია წვნიანის მომზადება. აი, ერთი ცალი კარტოფილი და მწვანილი თუ მაქვს, წვნიანს ვამზადებ. თუ მაქვს ბრინჯი და პომიდორი – წვნიანს ვამზადებ. პურს ჩავყრით ხოლმე და ისე ვჭამთ. ალბათ, გიორგის დიაბეტიც იმიტომ დაემართა, ასე საშინლად რომ ვიკვებებით.

„ისე მშია, მაკარონის მოხარშვას ვერ დაველოდები, ისე შევჭამ“

– ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად, ვერიკო?

ვერიკო: ნებისმიერი სახის დახმარება გვჭირდება, რაც კი შესაძლებელია. გვჭირდება საკვები პროდუქტი, პამპერსი გიორგისთვის, ბავშვებისთვის საწოლები და ტანსაცმელი. ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემები ამჟამად ეს არის.

– პამპერსი გიორგისთვის? ის ხომ უკვე ხუთი წლის არის? ჯერ კიდევ პამპერსი სჭირდება?

ვერიკო: კი. ჩემი გიორგი, ჩემი საბრალო ბიჭი… ცოტა ხნის წინ, ეს საშინელი შეტევები დაეწყო, იშვიათი, მაგრამ ძალიან ძლიერი. მუდამ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, არ ვიცით, როდის დაემართება მორიგი შეტევა. გული მიკვდება, მის ასეთ ტანჯვას რომ ვუყურებ… სიტყვის თქმას ვერ ასწრებს, ძირს ეცემა და ფართხალებს. ახლახან, შარდის შეუკავებლობაც დაეწყო და ეს კიდევ ერთი უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის. მუდმივად გვჭირდება მისთვის პამპერსი. თანაც, ისეთი ძვირია, ყოველთვის ნამდვილად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვუყიდოთ.

“არ მინდა, რომ დამცინონ ბავშვებმა“

ვერიკო: ეს პატარა „ავარია“ რომ ხდება ხოლმე, იმის საშუალებაც კი არ გვაქს, უცებ რომ გამოვუცვალოთ თეთრეული და ტანსაცმელი, უბრალოდ ზედმეტად არ გვაქვს. მას კი, ძალიან რცხვენია და საშინლად დარდობს. იტანჯება, ჩვენ კი ვერაფერს ვშველით. ის ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და ვერ ხვდება, რატომ ემართება ასე.

– წარმომიდგენია, ბავშვები რას გრძნობენ, ამ ყველაფერს რომ უყურებენ. ალბათ, აშინებთ ძამიკოს მდგომარეობა?

ვერიკო: რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. ვუფრთხილდებით, გვერდიდან არ ვშორდებით, შეტევა რომ ემართება. მეშინია, ისე მეშინია, რომ სიტყვებით ვერც გამოვხატავ… ჩემი შვილებიც უყურებენ ამ ყველაფერს, ხედავენ, რა დღეშია მათი პატარა ძამიკო და ძალიან შეშინებულები არიან. ჩვენ კი ვუხსნით, ვცდილობთ, რომ დავამშვიდოთ, მაგრამ მაინც ცრემლებს ღვრიან…

 „ახლა ბურთი გაშრება და ვითამაშებთ. მაგრამ, ძალიან გვინდა, მანქანები რომ გვქონდეს“

– ვერიკო, პირადად თქვენთვის რას ისურვებდით, საშუალება რომ გქონდეთ?

ვერიკო: მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, რა მინდა ჩემთვის. ყოველთვის მძიმე ცხოვრება მქონდა, მიჩვეული ვარ. ალბათ, მთავარი ის არის, თავზე ჭერი რომ გვქონდეს. ვისურვებდი, რომ მუდამ მშივრები არ ვიყოთ და ზამთარში არ გავიყინოთ. შესაძლოა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ბავშვების მეუღლესთან დატოვება და სამსახურში გასვლა რომ შემეძლოს. მაგრამ, პატარა გიორგი უჩემოდ ვერ გაძლებს.

 „ძალიან გვჭირდება მაცივარი, საჭმელი რომ არ გაგვიფუჭდეს“

 – კიდევ რას გააკეთებდით თქვენი შვილებისთვის, უკეთესი მომავალი რომ ჰქონდეთ?

 ვერიკო: ჩემი შვილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს ვისურვებდი. ვოცნებობ, რომ ჯანმრთელად იყვნენ, ისწავლონ. მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოვიდნენ ექიმები, მასწავლებლები, წარმატებული ადამიანები. მინდა, ჰქონდეთ ის ყველაფერი, რაც მე არასდროს მქონია.

 „ნამუ-ნამუ“, გაჩნდი ქვაბში!“

– ვერიკო, გარდა საწოლების არქონისა, კიდევ რა გაწუხებთ? რა ნივთები და რა პირობები არის მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ვერიკო: მართლაც, ფიცრებზე გვძინავს და ეს ძალიან რთულია. მაგრამ, საწოლები, ჩვენი მრავალი პრობლემიდან მხოლოდ ერთია. ყველაფერს ვართ მოკლებულები: არ გვაქვს მაცივარი, გაზქურა, საჭმელი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ჩემი შვილები შიმშილობენ და გული მტკივა, ამას რომ ვუყურებ. არც ტანსაცმელი გვაქვს, იმიტომ, რომ არასდროს გვაქს იმის საშუალება, რომ ახალი ვიყიდოთ. ძალიან უბრალო რამეებზე ვოცნებობთ, იმაზე, რომ საკმარისი საჭმელი გვქონდეს და ნამდვილ საწოლებზე გვეძინოს.

მეგობრებო, ეს სევდიანი ამბავიც მიუახლოვდა თავის დასასრულს და დაგვიტოვა გულში სევდა და ტკივილი. კირვალიძეების ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა, არ გააჩნია ყველაზე უბრალო რამეები – თავზე ჭერი, საჭმელი და ტანსაცმელი. წარმოუდგენელ განსაცდელში არიან, მაგრამ რწმენა და იმედი არ დაუკარგავთ.

ჩვენ მათ ტანჯვას გულგრილად ვერ ავუვლით გვერდს. დროა, ისევ გავერთიანდეთ და ხელი გავუმართოთ მათ. შესაძლოა, ჩვენთვის ეს ძალიან მარტივი იყოს, ამ ოჯახისთვის კი, გახდება გადარჩენის იმედის სხივი. ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია.

ნუ დაელოდებით, სანამ ვიღაც სხვა გადადგამს პირველ ნაბიჯს. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!

მოდით, ახალი თავი დავწეროთ ამ საბრალო ადამიანების ცხოვრების ისტორიაში, რომელიც სიყვარულით, იმედითა და ღირსებით იქნება აღსავსე. რათა მათი ამბავი გახდეს იმის მაგალითი, რომ ქართველების დიდსულოვნებას შეუძლია ნებისმიერი სირთულის დაძლევა. ბევრს არაფერს ითხოვენ: საწოლები, მაცივარი, გაზქურა, პამპერსი, საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი სჭირდებათ. ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კირვალიძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ჩემს შვილებს ფიცრებზე ეძინათ და ტიროდნენ. ახლა კი, მღერიან და გიგზავნიან გულებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თაზო სიმღერის ხასიათზეა. ის გიგზავნით გულს და სიმღერას შემოდგომაზე

 „თქვენ რომ სახალხო დამცველისთვის წერილი არ მიგეწერათ, ახლაც პირუტყვებივით ფერმაში ვიცხოვრებდით, – ამბობს მრავალშვილიანი დედა, ვერიკო. – ბავშვებს ისევ ისე მოუწევდათ ფიცრებზე ძილი, ჩვენი ნივთები კი წყალში იტივტივებდა წვიმის დროს.“

პროექტის დაწყებამდე ოჯახი ფერმაში ცხოვრობდა, საშინელ პირობებში.

ონკანთან, სადაც რეცხავდნენ ჭურჭელს და იღებდნენ წყალს, იდგა სიდამპლით აყროლებული გუბე 

 „თქვენი წერილის შემდეგ, ყველაფერი უეცრად შეიცვალა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეაწუხეს ადგილობრივი გამგეობა. ჩვენთვის მომენტალურად გამოინახა სახლი, ნორმალური პირობებით, სადაც სასწრაფოდ გადაგვიყვანეს. ბავშვები უსაზღვროდ ბედნიერები არიან, მათზე უფრო მეტად კი მე, ბოლოს და ბოლოს, ადამიანურად რომ გვეღირსა ცხოვრება. ახალ სახლში „მზითვები“ თქვენც გაგვატანეთ – მკითხველების ნაჩუქარი ახალი ტელევიზორი და სარეცხი მანქანა. ნამდვილად საოცარი ადამიანები ხართ! ერთი ხელის მოსმით მოაგვარეთ ჩვენი პრობლემა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოგვიყვანეთ!

თაზო და გიო ახალი სახლის კარებთან გახარებულები გვხვდებიან

სახლი გარემონტებულია, არის საცხოვრებელი პირობებიც, სისუფთავეც და ფართიც.

ვერიკო: მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაცნობის პირველი დღიდან ჩვენზე ზრუნავდით. სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, მკითხველებმა ჩვენი ძველი ფერმის სახურავის შეკეთებაც კი მოასწრეს. წვიმის ქვეშ ერთი დღეც რომ არ გაგვეტარებინა. მერე კი, თქვენმა წერილმაც მოგვისწრო და ჩვენი ცხოვრება 180 გრადუსით შეტრიალდა.

– ბავშვებო, ახალ და ძველ სახლს შორის რა სხვაობაა? რა მოგწონთ აქ?

ბარბარე: აქ ლამაზი კედლებია. არის კარებიც და ფანჯრებიც. ონკანი სახლში გვაქვს და არა ეზოში. ონკანის გარშემო გუბე არ არის, სიდამპლის სუნი აღარ დგას და ბაყაყების ყიყინიც აღარ ისმის (იღიმის.)

ახლა, სახლში აქვთ ონკანი და ჭურჭელსაც თბილი წყლით რეცხავენ

გიორგი: აქ რბილი საწოლებია, რომ ვწვები არაფერს მტკენს. დედიკოსაც აღარ ვეწუწუნები, რომ ყველაფერი მტკივა.

თაზო: მეც აღარ ვტირი, არც მე მტკენს საწოლი.

ბავშვებს შიშველ ფიცრებზე კი არა, რბილ საწოლებზე სძინავთ

აქ აუცილებელი ავეჯიც არის და შეუძლიათ ნივთები თაროებზე რომ დაალაგონ

ბარბარე: შხაპის ქვეშ ბანაობაც შეგვიძლია. მაგარია! თავისით მოდის თბილი წყალი და აღარ აცხელებს დედა.

ვერიკო: ამ სახლის ქირასა და კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო იხდის. სანამ ყველას არ აჩვენეთ თქვენს ვიდეორგოლში, რა საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, სანამ ეს ამბავი სახალხო დამცველის ყურამდე არ მიიტანეთ, ვერავინ გვამჩნევდა. რა კარგია, ასეთი აქტიურები რომ ხართ და ცალკეული ოჯახების გასაჭირზე ამახვილებთ მთავრობის ყურადღებას. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწვდა ფერმაში ცხოვრება, ჩვენი საქმე წინ რომ არ წაგეწიათ. შეზღუდული არ გვაქვს აქ ცხოვრების ვადა. ვიცხოვრებთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვენდომება.

გარდა ამისა, რაიონის გამგეობამ გადმოგვცა ერთჯერადი ვაუჩერი პროდუქტისა და ტანსაცმლის შესაძენად, რომელიც წელიწადში ერთხელ გვეკუთვნის. მაშინე წავედით და ბარბარეს შევუძინეთ ახალი ტანსაცმელი. გიორგიც სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩაწერილი, სახლში მოვა მასთან ექიმი.

თურმე, შესაძლებელი ყოფილა ეს ყველაფერი? მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე, ვერაფერს გავხდებოდით და ვერაფერსაც ვერ მივიღებდით.

– ბარბარე, გვაჩვენებ, როგორი ტანსაცმელი ამოირჩიე? თუ დედიკომ აგარჩევინა?

ბარბარე: მე უკეთ ვიცი, რა მომიხდება.

– და მაინც რა?

ბარბარე: უჯრედებიანი კაბა ან რომელიმე საყვარელი ცხოველის ნახატით, მაგალითად, ფისოს. ფუმფულა ჟაკეტები. შარვლები. ეს ყველაფერი ავარჩიე ჩვენს მაღაზიაში.

ბარბარემ თავისი ახალი ტანსაცმელი გადმოალაგა და გვაჩვენა, როგორ უხდება

კაბა რომელსაც ფისო ახატია

ფუმფულა ჟაკეტი

შოტლანდიურ სტილში

– სკოლაში თუ გითხრეს ბავშვებმა კომპლიმენტები? შენ ხომ, საოცარი მოდელი ხარ!

ბარბარემ: მეგობარმა შემიქო. კიდევ, ჩემმა კლასელმა ბიჭმა მითხრა, რომ ლამაზი კაბაა და ძალიან მოსწონს.

– ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ ლამაზი ხარ, მაგრამ ვერ შემოგბედა.

ბარბარე: ალბათ (იღიმის).მაგრამ, ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა. საერთოდაც, ამ ბოლო დროს, ყველანი კარგ განწყობაზე ვართ.

– ბავშვებო, თქვენ მაგალითად, კარგ განწყობას რა გიქმნით?

კითხვაც არ უნდა თაზოს, მას ხელში უჭირავს კარგი განწყობის პულტი! 

გიორგი: მე ახალი ველოსიპედი მიხარია ყველაზე მეტად. კიდევ, ჟელიბონები (ჟელატინის კანფეტი) და ორცხობილები, რომელიც თქვენ მოგვიტანეთ. კიდევ, პატარა მანქანები. და კიდევ, ტელევიზორი, „მაშას და დათვს“ რომ ვუყურო.

ველოსიპედი ავიწყებს გიოს, რომ საერთოდ რამე აწუხებს – დიაბეტი და ეპილეფსია. ამ ქვეყნად ყველაზე უდარდელ ბიჭუნად აქცევს!

ბარბარე: მე მიხარია ახალი სახლი, ტანსაცმელი და ტელევიზორი. „ტომის და ჯერის“ ყურება მიყვარს. დედას კი ახალი სახლი და უცნაურია, მაგრამ სარეცხი მანქანაც.

ვერიკო: სულაც არ არის უცნაური. ადრე მე თვითონ ვიყავი სარეცხი მანქანა (იღიმის), რომელიც ავლებდა და წურავდა გაუთავებლად. ახალი სარეცხის გორები კი, წამებში ჩნდებოდა… თანაც, ცივ წყალში ვაკეთებდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, ამის კეთება რომ აღარ მიწევს და მადლობელი ვარ მათი, ვიც მომაშორა ამხელა ტვირთი. 

დიდ მადლობას ვუხდი ფონდის მკითხველებს ახალი ტექნიკისთვის, საკვები პროდუქტებისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვებმა მაშინვე ტკბილეულით ჩაიტკბარუნეს პირი. მე კი, როგორც ოჯახის დიასახლისს, მარაგი გამიხარდა: ზეთი, ბურღულეული, ბოსტნეული…

ახლა, მნიშვნელოვანი მოვლენა გვიახლოვდება, რომელიც ვერ შედგებოდა, ფონდის მკითხველები რომ არა. გიორგის ფეხზე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ხარჯებს კი, თქვენი ფონდი აფინანსებს, რისთვისაც უზომოდ, უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი. დიაბეტისა და ეპილეფსიის გარდა, ჩემს ბიჭს სისხლძარღვოვანი მალფორმაციაც აქვს. ამის გამო, ჩემი პატარა ფეხს ითრევს და კოჭლობს. იმედი მაქვს, კარგად ჩაივლის ყველაფერი. რა თქმა უნდა, მე ძალიან ვღელავ, გიორგი – ნაკლებად. მადლობა ღმერთს, პანიკას არასდროს ვყვები.

– ნუ დარდობთ, შესანიშნავად ჩაივლის ყველაფერი. რას ეტყოდით მკითხველებს, ვინც დაგიდგათ მხარში?

ვერიკო: მეზობლები ყოველთვის გვეხმარებოდნენ, უცხო ადამიანები კი – არასოდეს. როგორ უნდა შეგტკიოდეს გული უცნობი ოჯახის გასაჭირზე, მაშინვე რომ გადახვიდე ქმედებაზე, ფაქტი არის ის, რომ თქვენ ჩვენი ოჯახის ცხოვრების შეცვლა შეძელით. თქვენი სიყვარული, ძალისხმევა და მზრუნველობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი საქმე დაძრულიყო და იმ არაადამიანურ პირობებს დავემშვიდობეთ. 

ჩემი შვილები სულ ტიროდნენ, ახლა კი მღერიან. ამისთვის, უფალს მუდამ ვთხოვ უსაზღვრო სიკეთე, უდიდესი ბედნიერება და აუცილებლად ჯანმრთელობა რომ მოგცეთ!

– ვერიკო, რა კარგია, ყველაფერი ასე რომ შეიცვალა, კარგი განწყობა და უკეთესის იმედი რომ გაქვთ. რაც შეეხება სიმღერას. ვინ მღერის მეორე ოთახში, თავად რომ არ დაგვენახა?

გიორგი: თაზო, გამოდი! შენ გკითხულობენ. შეგიძლია, აქაც იმღერო. ამ დეიდის აღარ გვრცხვენია არც მე, არც ბარბარეს. (თაზო გამოდის ღიმილით.)

– ვის უმღეროდი სიმღერებს, თაზო?

თაზოს მსმენელები. ეს ცხოველთა დიდი კოლექტივი  მკითხველებმა და მეზობლებმა აჩუქეს

თაზო: ჩემს ახალ მანქანებსა და სათამაშოებს (აღარ ელოდება თხოვნას და სიმღერას იწყებს): კართან მოდგა შემოდგომა, ნაადრევად მოფრენილი…  (გიორგი კი ბანს აძლევს მას.)

– ყოჩაღ, ბავშვებო! გინდათ, ეს სიმღერა ჩვენს მკითხველებს მივუძღვნათ?

გიორგი: ეს სიმღერა გადაეცი და კიდევ, სამი გული – ჩემგან, ბარბარესგან და თაზოსგან.

– სიტყვასიტყვით გადავცემ ყველაფერს! ვერიკო, კიდევ რომელი საკითხების გადაჭრაში გჭირდებათ დახმარება?

ვერიკო: ჩვენს ოჯახში, ყოველთვის ყელაზე მწვავედ დგას კვების პრობლემა. ძალიან კარგი იქნება, პროდუქტით თუ დაგვეხმარებით. ფაქტორივად არ გვაქვს საწოლის თეთრეული. თითო-თითო კომპლექტი მხოლოდ. რომ დაისვრება, რით უნდა შევცვალო. ჩვენს თხოვნას უპასუხოდ არასდროს ტოვებთ და მინდა, მადლობა წინასწარ გითხრათ.

კირვალიძეების ოჯახში იზრდება ოთხი ბავშვი, მშობლებს კი არ შეუძლიათ მუშაობა. მამას, რამაზს აქვს ეპილეფსია და ნებისმიერი დატვირთვა შეტევას იწვევს. დედა, ვერიკო დროის უმეტეს ნაწილს უთმობს თავის მძიმედ დაავადებულ ბიჭუნას გიორგის, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. რა თქმა უნდა, დანარჩენ ბავშვებსაც და ოჯახის საქმეს. ამ ოჯახს სჭირდება რეგულარული დახმარება. სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, ტანსაცმელი. შეგიძლიათ მიჰყვეთ აქტიურ (ქვემოთ მოცემულ) ბმულს და ამ ოჯახის დასახმარებლად გაიღოთ შემოწირულობა, დაეხმაროთ ნივთებით ან საკუთარი ვარიანტი შემოგვთავაზოთ. სიხარულით ვხვდებით ნებისმიერი სახის გამოხმაურებას!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კირვალიძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 24
სამშენებლო მასალა
876.17₾
2023 ივლ 24
სამშენებლო მასალა
609.91₾
2023 ივლ 28
პროდუქტები
199.84₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
460.00₾
2023 ნოე 01
გამოკვლევა
135.00₾
2023 ნოე 13
გამოკვლევა
492.50₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
130.00₾

სულ ხარჯები:

2903.42₾

დარჩა:

0.43₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2023 13:11:57
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,903.85

219 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,903.85

219 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება