ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც გადაგვარჩენს! დავეხმაროთ საბრალო ქალს, ბოლოს და ბოლოს შეძლოს ტაძარში მისვლა, რათა ლოცვით მიმართოს უფალს, სთხოვოს ჩვენი ცოდვების მიტევება და დახმარება, ცხოვრება რომ გააგრძელოს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე! ყოველდღე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ შენთვის“. მეგობრებო, თქვენთვის ნათელი რომ იყოს, ქალი უკვე ერთი წელია, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და საწოლს არის მიჯაჭვული, რადგან მის მოხუც მშობლებს ძალა არ შესწევთ, რომ შვილი ხელში აიყვანონ და ეტლში ჩასვან. საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ხარჯებიც – საწოლს მიჯაჭვული შვილის ყოველდღიური მოვლა, ნაწოლების პროფილაქტიკა, პამპერსი, საფენები, მალამოები… ესაა სიტუაცია, რომელთანაც შეუძლებელია დამოუკიდებლად გამკლავება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც გადაგვარჩენს! დავეხმაროთ საბრალო ქალს, ბოლოს და ბოლოს შეძლოს ტაძარში მისვლა, რათა ლოცვით მიმართოს უფალს, სთხოვოს ჩვენი ცოდვების მიტევება და დახმარება, ცხოვრება რომ გააგრძელოს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე! ყოველდღე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ შენთვის“. მეგობრებო, თქვენთვის ნათელი რომ იყოს, ქალი უკვე ერთი წელია, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და საწოლს არის მიჯაჭვული, რადგან მის მოხუც მშობლებს ძალა არ შესწევთ, რომ შვილი ხელში აიყვანონ და ეტლში ჩასვან. საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ხარჯებიც – საწოლს მიჯაჭვული შვილის ყოველდღიური მოვლა, ნაწოლების პროფილაქტიკა, პამპერსი, საფენები, მალამოები… ესაა სიტუაცია, რომელთანაც შეუძლებელია დამოუკიდებლად გამკლავება.
ხატიას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან, წელს ქვემოთ მოწყვეტილია და არ შეუძლია სიარული
სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა მშობლებს, ზურგით ატარებდნენ შვილს, ახლა კი თავადაც სჭირდებათ დახმარება. მამას ხერხემალზე ორი სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, დედას კი კოქსართროზი აქვს და მუხლების ტკივილი აწუხებს. ხატია ადამიანურად დაბანასაც კი ვერ ახერხებს. წარმოგიდგენიათ?
ერთადერთი, რასაც ხატია ითხოვს, არის ამწე, რომლის დახმარებითაც ოჯახის წევრები შეძლებენ საწოლიდან ეტლზე მის გადაყვანას. სამწუხაროდ, შეუძლებელია ასეთი ძვირადღირებული აღჭურვილობის სახელმწიფოსგან მიღება. თქვენი დახმარების გარეშე კი, მეგობრებო, ოჯახი მის შეძენას ვერ მოახერხებს.
მშობლების ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა, პენსია კი მხოლოდ მედიკამენტების შესაძენად ჰყოფნით
ხატია მხოლოდ ოთახის ამ პატარა ფანჯრიდან უყურებს ქუჩას. ღმერთო, მაინც რამხელა ტკივილისა და განსაცდელის ატანა შეუძლია ადამიანს?!
შეხედეთ ამ ფოტოს ოჯახის არქივიდან. ხატიას ეზოში ეტლით გასვლა, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად დროის გატარება ძალიან უყვარდა
ხატია, 33 წლის: „ამჟამად, ოთხკედელშუა ვარ გამოკეტილი, გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ძალიან მინდა. ყველაზე მეტად კი ტაძარში სიარული მენატრება, იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, სანთლები არ დამინთია. შემიძლია, მთელი დღე ვიჯდე ეკლესიაში, იქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს“.
– ხატია, უფალს რას სთხოვ?
ხატია: „ვლოცულობ და უფალს ვთხოვ, რომ ფეხზე დამაყენოს, რომ სამუდამოდ არ დამტოვოს საწოლს მიჯაჭვული! ოღონდ ეს არა! გთხოვთ!“
ყოველდღიური პროცედურების ჩატარებაში, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმარტივესია: დაბანა, კბილების გახეხვა, ჩაცმა, ჭამა, ხატიას დედა ეხმარება
ხატია მხოლოდ 33 წლისაა. თავისი ცხოვრების განმავლობაში, მილიონჯერ შეეძლო დანებებულიყო, ფარ-ხმალი დაეყარა, შეეწყვიტა ბრძოლა თავისი მომავლისთვის. მაგრამ ის ოპტიმისტია. ამ მხიარული გოგონას ღიმილი გადამდებია და ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. უბრალოდ, ცოტა დახმარება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მხრებზე ამხელა ტვირთი აწევს, ხატია ინარჩუნებს სულიერ სიმტკიცეს და მზად არის, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ჩვენ კი შეგვიძლია ამ ბრძოლაში დავეხმაროთ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, აფრიკა, სავანის პირველი შესახვევი, ბინა 10.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: დვალიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1156.00₾დარჩა:
2396.21₾შემოწირულია:
241 დონორი
დასრულებული!
ფონდი
მიიღე მონაწილეობა