ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკოს გარეშე მე სიცოცხლე არ მინდა

calendar თებერვალი 6, 2018

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თქვენს ხელთაა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე! ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ 7 წლის ქეთის დედიკო იხსნათ!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„დედიკო- ჩემი გულია და მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა“. ასე გაიძახის 7 წლის ქეთი, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად უხდება იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება და კვნესის საყვარელი დედა მწარე ტკივილებისგან. 
31 წლის ნათია ჩიმახიძე ონკოლოგიური სენით არის დაავადებული. ერთ დროს სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზრდიდა პატარა ქალიშვილს, უვლიდა სახლ-კარს, წარმატებით მუშაობდა და მომავლის გეგმებს აწყობდა, სრულიად მოულოდნელად უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მას მეოთხე სტადიის კანის ავთვისებიანი სიმსივნე (მელანომა) დაუდგინეს. 
ნათია ამჟამად საწოლს არის მიჯაჭვული, სახსრების საშინელი ტკივილი მას არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, ხოლო ძლიერი ხველის გამო კრუნჩხვები ემართება. 
სიტუაცია კატასტროფულია და ყოველდღიურად მძიმდება. პატარა ქეთი, რა თქმა უნდა, მდგომარეობის სირთულეს ბოლომდე ვერ აღიქვამს, მაგრამ სულის სიღრმეში დედის ავადმყოფობას უზომოდ განიცდის: დილით რომ იღვიძებს, პირველ რიგში მას ჰკოცნის, ეფერება და ეალერსება, ხოლო სკოლიდან დაბრუნებული, დედას არ შორდება, ცდილობს ანუგეშოს და გაამხნეოს ლექსებითა და სიმღერებით…
„ხშირად ვცდილობ მოვიკრიბო ძალ-ღონე და ტკივილები ჩუმად ავიტანო, რადგან ჩემი გოგო ისეთი მგრძნობიარე ბავშვია, რომ ღამით პატარა ხველების გაგონებაზეც კი წამოხტება და შეშინებული მეკითხება: „დედიკო, ხომ ხარ კარგად? რამე ხომ არ გინდა?“, – გვიყვება ნათია. 
ნათია ჩიმახიძეს თავიდანვე არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნის ნაცვლად ექიმები ტუბერკულოზს მკურნალობდნენ. ზუსტი დიაგნოზი ორიოდე წლის დადგინა და ნათიაც მკურნალობას შეუდგა. პირველ ეტაპზე ჯამრთელობის მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გაუმჯობესდა.
„ჩვენი სოფლის მკვიდრი, მრავალშვილიანი დედა ლალი აბულაძე, რომელსაც თქვენმა ფონდმა ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინა, ამავე  სენით იყო დაავადებული. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოვინახულე იგი. მახსოვს, რატომღაც მაშინ გავიფიქრე: ეჰ, ლალი რა ცუდად არის და მე კი გამოვედი რთული მდგომარეობიდან…თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ყოფილა“,- იხსენებს ნათია. 
  ნათია ჩიმახიძეს პენსიონერი დედა უვლის, რომლის მწირი პენსია ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით, რომ არაფერი ვთქვათ ავადმყოფისთვის აუცილებელი სამკურნალო პროცედურების ჩატარებაზე. სნეული დედა, პატარა ბავშვი და ბებია ერთ ციცქნა ოთახში ცხოვრობენ, სადაც ფანჯრის რაფიდან ქარი უბერავს, ხოლო კედლები ნესტითაა დაფარული. მათი დამხმარე არავინაა. ამ ოჯახისთვის მზე, თითქოს, სამუდამოდ ჩაესვენა.
ნათია ბუნებით ოპტიმისტი ადამიანია და მაინც არ კარგავს გამოჯანმრთელების იმედს. ერთადერთი რამ, რასაც იგი შესთხოვს  უფალს – ეს არის  სიცოცხლის გახანგრძლივება, რათა პატარა ქეთის  ფეხზე დაყენება მოასწროს და რაც შეიძლება მეტი სიყვარული აჩუქოს მას. 
ექიმები ნათიას სთავაზობენ „BRAF მუტაციის“ ანალიზის სასწრაფოდ აღებას. ეს იმის საშუალებას მისცემს მედიკოსებს, რომ დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობის კურსი.
დიახ, ნათიას აქვს შანსი! თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას ერთობლივად დავეხმარებით! 
მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ნათია ჩიმახიძეს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჩიმახიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ახლა მხოლოდ თქვენს ხელთაა ამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე! ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ 7 წლის ქეთი ობლობისგან იხსნათ! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2018 მაი 02
მედიკამენტები
864.74₾
2018 მაი 02
გამოკვლევები
250.00₾
2018 მაი 02
პროდუქტები სასადილოსთვის
772.60₾
2018 ივნ 04
პროდუქტები სოციალური პატრუსლისთვის
158.00₾
2018 ნოე 07
სამშენებლო მასალები
1722.35₾
2019 იან 03
საშენი მასალები
250.00₾
2019 იან 18
საშენი მასალები
240.00₾
2019 მარ 21
საშენი მასალები
280.00₾
2019 მარ 23
საშენი მასალები
412.17₾
2019 აპრ 05
პროდუქტები სასადილოსთვის
95.00₾
2019 მაი 31
საშენი მასალები
143.00₾

სულ ხარჯები:

5187.86₾

დარჩა:

4.24₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2019 12:27:36
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2019 14:47:03
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2019 06:34:24
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2018 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2018 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2018 17:21:39
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2018 18:15:53
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2018 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2018 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2018 18:43:40
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2018 07:26:30
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2018 20:00:00
₾8.00

შემოწირულია:

₾5,192.10

327 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,192.10

327 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება