უკვე 38 წელია, რაც ანა სორდია საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ ექიმები ვერ ადგენენ – რომელ მხარესაა გული, ფილტვები თუ კუჭი. ანა ვერ ხედავს, პრაქტიკულად არ ესმის, არ შეუძლია საუბარი, ხშირად კომაში ვარდება, პერიოდულად ემართება კრუნჩხვები, ხოლო გულის უკმარისობის ფონზე, ბრონქიალური ასთმის შეტევები მას, უბრალოდ, ახრჩობს… და ასე გრძელდება 38 წელი!
ანას დედამ მთელი თავისი სიცოცხლე შვილს მიუძღვნა, ერთი წუთითაც არ ჰქონია შვება, სულ გამუდმებულად იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლისთვის… ღმერთმა ყველას აშოროს იმ მდგომარეობის გადატანა, რასაც ეს ქალი ახერხებს… როდესაც საკუთარი თვალით უყურებს ქალიშვილის ტანჯვას და მის თითოეულ ამოსუნთქვას „ყარაულობს!“
იგი ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე, ჯანმრთელ შვილებზე, ლამაზ სახლზე, თუმცა განგებამ მწარე ხვედრი არგუნა.
„თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარტყა – აი, ასეთი შეგრძნება მაქვს, – ამბობს მთვარისა… დავამთავრე საფერშლო, თუმცა ექთნად არასდროს მიმუშავია, ვისთვის უნდა დამეტოვებინა ჩემი შვილი, მას ხომ დილიდან საღამომდე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადრე ვართმევდი თავს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია… პენსიაზე ვარ, ასაკს თავისი გააქვს, მაღალი წნევა დამჩემდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაღელვებს ის, თუ რა ეშველება ჩემს ანას?! ღმერთო, მომეც ძალა, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო ჩემი გოგოს გვერდით და ერთად გავუძლოთ ამ ტანჯვას“.
ძალიან მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება, რომ შენი შვილი მძიმედ არის ავად და ეს სამუდამო დიაგნოზია. მხოლოდ ქვის გულის ადამიანს შეუძლია გულგრილი დარჩეს ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ.
სორდიები ცხოვრობენ მიყრუებულ სოფელ ქვემო ჩხოროწყუში, ნახევრად დანგრეულ ქოხში, სითბოს, წყლისა და ადამიანური საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე, ხოლო სოციალური დახმარება ძლივს ჰყოფნით თავის შესანახად, რომ შიმშილისგან სული არ ამოძვრეთ.
მეგობრებო, თუ შეგიძლიათ თანადგომა აღმოუჩინოთ ანა სორდიას, შეუმსუბუქოთ მის დედას სნეული ქალიშვილის მოვლა, დაეხმაროთ პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით, თანხა ჩარიცხეთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა სორდია) ან შეგიძლიათ გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე არის ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მიზანი. სიკეთე ადამიანის ბუნების ნაწილია და ღმერთიც ძალიან აფასებს!