ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არ ვნებდებით, მაგრამ ბრძოლის ძალა აღარ გვაქვს!

calendar თებერვალი 11, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ძველ სახლში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს, ლალა ცინდელიანი 6 შვილთან ერთად ცხოვრობს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ძველ სახლში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს, ლალა ცინდელიანი 6 შვილთან ერთად ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახი სიცივეს და შიმშილს ერთობლივი ძალისხმევით ებრძვის – ოთახი, სადაც შეშის ფეჩი დგას, მრავალფუნქციურ სივრცედ აქვთ ქცეული: აქ ჭამენ, სძინავთ და მეცადინეობენ. 
ლალას ვირთხების ფაქტორიც აწუხებს. მღრნელები შენობაში მრავლად არიან. შვილები რომ დაიცვას, დედა ხშირად ხაფანგებს აგებს, მერე კი ყურადღებით და შიშით აკვირდება, რომ შემთხვევით მასში, რომელიმე შვილი არ გაებას. 
კატაც ჰყავთ, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ.
 „გვამხიარულებს, გვათბობს და გვიცავს“ – ამბობენ პატარები. 
ბავშვებს არც საკმარისი ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი და არც სასკოლო ნივთები. ამიტომ გაკვეთილებს ხშირად აცდენენ. ასე მოუწევთ მანამ, სანამ ამ პრობლემას გულისხმიერი ადამიანების სურვილითა და ძალისხმევით არ მოაგვარებენ. 
როდესაც საკუთარი უბედურების შესახებ გვიამბობენ, ადამიანები საკუთარ სულში ჩახედვის საშუალებას გვაძლევენ. ამ დროს კითხვების დასმა პირად თემებზეც გვიწევს და ხშირად მტკივნეულ საკითხებსაც ვეხებით. ეს პრობლემის არსის სრულად გარკვევასა და გამოსავლის მოძებნაში გვეხმარება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ,  რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს ბენეფიციარებს. ისინი ხომ საკუთარ განცდებს იმიტომ გვანდობენ და საკუთარ შიშს იმის გამო გვიზიარებენ, რომ დახმარებისა და თანაგრძნობის იმედი უჩნდებათ. 
რთულია ემოციების შეკავება მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ ცდილობს დედა ტკივილის დამალვასა და კარგი განწყობის შენარჩუნებას იმ მიზნით,  რომ ბავშვებს სულიერად დაცემის საშუალება არ მისცეს. 
„ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი ჩვენკენაა, თქვენ მყავხართ და ეს ჩემთვის საკმარისია“ – ეუბნება დედა შვილებს და თვალები ცრემლით ევსება.
 – „ჩვენ არ ვნებდებით, მაგრამ აღარც ბრძოლის ძალა შემრჩა“ – განმარტავს ლალა. 
– აქ ცხოვრება ხომ ძალიან საშიშია?! ასე როგორ რისკავთ? 
– სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ საღამოს ერთმანეთის გვერდით მივდგამთ ხოლმე საწოლებს, ყველა ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვეხუტებით, რომ როგორმე ერთმანეთი გავათბოთ. მართალია, სახლში გვაქვს შეშის ფეჩი, მაგრამ ცეცხლი რაღაცით ხომ უნდა ავანთოთ, ფეჩს რამე ხომ უნდა შევუკეთოთ? შეშას ვერ ვყიდულობთ და… ზაფხულში კი იატაკზე სძინავთ უფროსებს, რა თქმა უნდა, მეც, რომ პატარებმა თავისუფლად ძილი შეძლონ… 
– რთული შესამჩნევი არაა, რომ ეს თქვენი ჩვეული ყოფა არაა, ასე არ გიცხოვრიათ. მოგვიყევით თქვენ შესახებ… 
– ვარ დევნილი აფხაზეთიდფან, პროფესიით – ბუღალტერი. ვმუშაობდი თავის დროზე, ფინანსურადაც არანაირი პრობლემა არ მქონია, სხვებსაც ვეხმარებოდი, თუმცა… მუდმივი ამ სამყაროში არაფერია. პირველი ქმარი სულ მცემდა, მის ხელში დავყრუვდი კიდეც, ცოცხალმა ძლივს დავაღწიე თავი. 
შემდეგ ოჯახი მეორედ შევქმენი. გამიმართლა. ჩემი ქმარი ბრწყინვალე ადამიანი იყო. მას მეც ძალიან ვუყვარდი და  ჩემი შვილებიც, მაგრამ… ამ ორი წლის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მის ადგილსამყოფელს ვერც ადგილობრივმა პოლიციამ მიაგნო და ვერც ინტერპოლმა. ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ის ცოცხალია და ველოდებით. 
– ლალა, დახმარებისთვის სახელმწიფო ორგანოებისთვის თუ მიგიმართავთ?  ან კონკრეტულად დეპუტატისთვის, რომელსაც ხმა მიეცით? 
– კი, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვთხოვე, ფანჯრები ჩაესვათ, თუმცა… ბავშვები იყინებიან… ერთჯერადი დახმარებისთვისაც მივმართე, შეშა და კვების პროდუქტები ვითხოვე, მაგრამ შედეგი არც ამას მოუტანია. 
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომს გადავურჩით, დმანისის მუნიციპალიტეტს მიგვამაგრეს. შემდეგ იმ სახლის მფლობელები დაიღუპნენ, რომელ მისამართზეც ვფიქსირდებოდით. ვეღარაფრით ვეღარ ამოვეწერეთ. ამის გამო თბილისის ხელისუფლება უარს გვეუბნება დახმარებაზე. იმასაც კი ვერ მივაღწიე, რომ უფასო სასადილოში გაგვანაწილონ. ის პური და სუპიც კი, რომელიც გამოყოფილია უმწეოებისთვის,  შველა იქნებოდა ჩვენთვის. 
ლალას თქმით, ექვსი შვილიდან ხუთი სკოლის მოსწავლეა, მაგრამ ხშირად მათ გაკვეთილებზე ვერ უშვებს. ამბობს, რომ სახლში არც ცხელი წყალი აქვს და არც წყლის გაცხელების საშუალება და რადგან თავს ვერც იმის უფლებას აძლევს, რომ სკოლაში დაუბანელი ბავშვები გაუშვას, გაკვეთილებს ხშირად აცდენინებს. 
– კარგად ვსწავლობდი სკოლაშიც და ინსტიტუტშიც. როდესაც დრო მქონდა, ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი და შესაბამისი ცოდნაც კარგი მაქვს. ამიტომ ბავშვების მეცადინეობა სახლში არ მიჭირს. ვცდილობ, არ ჩამორჩნენ პროგრამას. 
– რა სჭირდებათ თქვენს შვილებს ყველაზე მეტად? 
–  მათ, ფაქტობრივად, არაფერი აქვთ. მაგალითად, ტანსაცმელი – ძალიან სწრაფად იზრდებიან და შესაბამისად, ტანსაცმელიც უპატარავდებათ. სამოსი კი ყველას სჭირდება. აღარაფერს ვამბობ ფეხსაცმელზე. ოჯახში თითქმის არ გვაქვს ავეჯი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უფროსებს იატაკზე სძინავთ, შესაბამისად, გვჭირდება საწოლებიც. ხშირად ვშიმშილობთ. მაშინაც კი, როდესაც გვაქვს კვების პროდუქტები, ვერაფერს ვამზადებთ, შეშის საყიდელი ფული არ გვაქვს, გვჭირდება ელექტოღუმელი, რომ არ ვიყოთ   დამოკიდებულები შეშაზე.  გვჭირდება მაცივარი, რადგან საჭმელი, თუ, რა თქმა უნდა, მისი მომზადება მოვახერხეთ, ძალიან მალე ფუჭდება, განსაკუთრებით ზაფხულში.
პრობლემების მიუხედავად, ბავშვები ძალიან კეთილები და განვითარებულები არიან. მამის დაკარგვის შემდეგ, უფროსები დედას საოჯახო საქმეებსა და უმცროსი და-ძმის გაზრდაში ეხმარებიან. 
9 წლის ტყუპები, ქეთევანი და მარიამი, თარჯიმნობაზე ფიქრობენ – პატარები ქართული ხალხური ზღაპრების სხვადასხვა ენაზე  თარგმნისთვის ემზადებიან. ისინი ხომ ყველაფერს ერთად აკეთებენ?!
7 წლის ბეჟანი და 8 წლის ანანო სათამაშოებსა და ტკბილეულზე ოცნებობენ, პატარა თამარი კი სულ 2 წლისაა… 
– რაზე ოცნებობთ, ბავშვებო?
ქეთევანი: ჩვენ არაფერი გვინდა, მაგრამ თამარს პამპერსები სჭირდება, ასეთ სიცივეში ბავშვი რომ დასველდეს, შეიძლება გაცივდეს და ავად გახდეს. მას კარგი კვებაც სჭირდება, შეხედეთ, როგორი გამხდარია. 
ლალა: ხედავთ, როგორი  კარგები არიან? სწორედ ამისთვის ვუხდი მადლობას ღმერთს. ძალიან მინდა, ჩემი შვილები ისეთ საზოგადოებაში გაიზარდნონ, სადაც სიტყვები „გულისხმიერება“, „სიკეთე“, „თანაგრძნობა“ ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. 
გადარჩენისთვის ცინდელიანის ოჯახს სასიცოცხლოდ სჭირდება კვების პროდუქტები და ბავშვთა მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები, სასკოლო კუთვნილებები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ამ უბედური ოჯახის არაადამიანური ტანჯვის შემსუბუქება და მისი უცოდველი ბავშვების შიმშილისგან, სიცივისგეან, დამცირებისგან და სხვა ყოფითი პრობლემებისგან დაცვა. 
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცინდელიანის ოჯახი), ვებ–გვერდზე განთავსებული ბმულებით ან გადახდის აპარატებით: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.  ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება. 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 აგვ 01
პროდუქტები
412.70₾
2019 აგვ 01
პროდუქტები სასადილოსთვის
95.00₾

სულ ხარჯები:

507.70₾

დარჩა:

1.16₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2019 14:53:29
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.03.2019 18:38:58
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2019 20:00:00
₾150.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2019 20:00:00
₾19.86
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2019 13:04:34
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2019 21:08:14
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2019 19:31:55
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2019 10:44:04
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2019 01:06:27
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2019 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾508.86

17 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾508.86

17 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება