ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უფალი მათ არ მიატოვებს!

calendar თებერვალი 22, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რამდენიმე წლის წინ, მამა ავად გახდა. მას I ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და, შესაბამისად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
        თევზაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ქრისტიანული წესებით ცხოვრობს. მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული პრობლემისა, ისინი არ მიეცემიან სასოწარკვეთას და სჯერათ, რომ უფალი აუცილებლად მოუვლენს მათ წყალობას! 
        თევზაძეების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: მამა მუშაობდა, დედა უვლიდა ოჯახს, ბავშვები იზრდებოდნენ, დადიოდნენ სკოლასა და ბაგა-ბაღში, არ განიცდიდნენ ტანსაცმლისა თუ საკვების ნაკლებობას. 
       რამდენიმე წლის წინ, მამა ავად გახდა. მას  I  ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და, შესაბამისად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. 
       6 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი  2 წლის, ამჟამად მოკლებულია კალორიულ კვებას, თბილ ტანსაცმელს, სათამაშოებს, ტკბილეულს, ყველაფერ იმას, რაც ასე ახარებს ბავშვის ბუნებას. 
      „ჩვენ მფარველი ანგელოზი გვიცავს, თორემ მთლად ცუდად წავიდოდა საქმე“, – ამბობს 6 შვილის დედა ზინა თევზაძე, რომელსაც რამდენიმე შეკითხვა დავუსვით: 
        -თუ ეხმარება თქვენს ოჯახს ვინმე? 
      ზინა: დიახ, გვეხმარებიან. შესანიშნავი მეზობლები გვყავს, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი გასაჭირი. მაგალითად, ამასწინათ მათ ორი ოთახი და სამზარეულო თავისი სახსრებით გაგვირემონტეს. 
     -ხომ არ გვეტყვით მათ გვარებს? 
     ზინა: არ ვიცი, თანახმა იქნებიან თუ არა… მე მინდა მათ უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ.
         -სახელმწიფო თუ გეხმარებათ?
         ზინა: გვეძლევა სოციალური დახმარება და მეუღლის პენსია.
         – შემთხვევით ვინმესგან ხომ არ გაგიგიათ ასეთი სახის საყვედური: „თუ საშუალება არ გაქვთ, რატომ აჩენთ ამდენ შვილს?“. 
      -ზინა: ეს ჩემთვის პირადად არავის უთქვამს, თუმცა გამიგია ამგვარი მოსაზრება. იცით, მე ქრისტიანი ადამიანი ვარ და თუ ბავშვი ჩაისახა, მას ვერ მოვკლავ. ეს ძალიან დიდი ცოდვაა ჩემი აზრით. ბავშვები  – ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია, დიდი ბედნიერება და დიდი იმედი! მე მინდა ვთქვა, რომ ადრე ჩვენ არ გვიჭირდა, კარგად ვცხოვრობდით. სანამ ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდებოდა,  მატერიალური პრობლემები არ გვქონდა. 
       -თქვენ არ გიცდიათ მუშაობის დაწყება? 
       ზინა: პროფესიით ბუღალტერი ვარ. რა თქმა უნდა, ვიმუშავებდი ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ ამ ეტაპზე პატარა ბავშვებს ვერ ვტოვებ მარტო. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ უფროსი შვილები მეხმარებიან პატარების მოვლაში. ისინი მამასაც ეხმარებიან სანთლების დამზადებაში. მეუღლე ეკლესიაში მსახურობს. 
      -შეგიძლიათ, რომ გაგვიმხილოთ თქვენი სანუკვარი ოცნება? 
      ზინა: რა კარგია ეს კითხვა რომ დამისვით! იქნებ გამოგვეხმაურონ. ვოცნებობ, რომ ვინმემ მიწის პატარა ნაკვეთი გვაჩუქოს ან  დროებით გადმოგვცეს… მოვაშენებდი ბოსტანს ან ბაღს, მოვაწყობდი მცირე მეურნეობას. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის…. არადა, რამდენი მიტოვებული სახლია სოფლებში?! მზად ვართ წავიდეთ სოფელში, ვიცხოვროთ და მეურნეობას მოვუაროთ. 
       თევზაძეებთან სტუმრობის დროს ჩვენ ბავშვებსაც გავესაუბრეთ:
-ბავშვებო, რა არაის თქვენი ოცნება? 
ილია ( 5 წლის): მე ყველაზე მეტად მინდა ნოუთბუკი, აი ისეთი ჩემს დაიკოს რომ მისცეს სკოლაში…
ბარბარე (10 წლის): მე მინდა გავხდე მხატვარი და ვოცნებობ ახალ ფუნჯზე და საღებავებზე…
ფოტინე (7 წლის): მე კი ვოცნებობ ლამაზ სახლზე!
იოანე (9 წლის): ახალ ჩანთაზე ვოცნებობ და ახალ ფეხსაცმელებზე, ჩემი უკვე დაიხა… 
         მეგობრებო, თევზაძეების 6-შვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ამ ბავშვებს უყურადღებოდ. გფარავდეთ  უფალი!
ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, თეთრეულს და ერთ-ერთი ოთახის გასარემონტებლად აუცილებელ სამშენებლო მასალებს.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თევზაძეების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
კეთილ ადამიანს ქველმოქმედება სიხარულს ანიჭებს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 სექ 13
პროდუქტები
540.00₾
2019 სექ 13
პროდუქტები სასადილოსთვის
95.00₾
2021 სექ 30
საკანცელარიო ნივთები
100.00₾

სულ ხარჯები:

735.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2021 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2019 20:00:00
₾158.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2019 19:37:41
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2019 11:33:12
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2019 08:38:10
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2019 13:43:43
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2019 09:08:57
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2019 14:23:38
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2019 12:32:45
₾135.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.03.2019 16:43:43
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2019 19:16:31
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 22:56:59
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2019 18:22:43
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.03.2019 09:43:40
₾60.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.03.2019 06:10:12
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.03.2019 16:14:50
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2019 23:57:04
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2019 07:33:49
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2019 07:46:21
₾10.00

შემოწირულია:

₾735.00

23 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾735.00

23 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება