ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

5 ბავშვი თავშესაფარში!

calendar მაისი 17, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ფეიქრიშვილების ხუთ-შვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
   
ფეიქრიშვილების ხუთ-შვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში  ცხოვრობს. ეს პატარები მოკლებულნი არიან  განვითარების ნორმალურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ, დადიან ძველმანებში, ხოლო მათი მომავალი, თუ კვლავ ასე გაგრძელდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება! 
ჩვენ ვესაუბრეთ ბავშვების დედას – ლალი ფეიქრიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა ოჯახის პრობლემები: 
-როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი თავშესაფარში? 
ლალი: ეს საპატრიარქოს თავშესაფარია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ ვართ! მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში შევქმენით, მაგრამ მოგვიანებით დედამთილი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. დავრჩით ქუჩაში. ჩამოვედით თბილისში და საცხოვრებელი ვიქირავეთ, შემდეგ კი თავშესაფარში დავიდეთ ბინა. მადლობელი ვართ საპატრიარქოსი! 
-დიდი ხანია, რაც მატერიალურად გიჭირთ? 
ლალი: იცით, დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, მაგრამ როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით ცხოველთა თავშესაფარში, პურის ფული გვქონდა. მას შემდეგ, რაც იქ ფინანსური კრიზისი დაიწყო, ჩვენ შეკვეცაში მოვყევით. 
– ახლა სად არის თქვენი მეუღლე? 
ლალი: ჩემი ქმარი უმუშევარია. ახლა სამუშაოს საძებნელად არის წასული. ღმერთმა ქნას, რომ რაღაც გამოჩნდეს, თუნდაც ერთჯერადი. ჩვენთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ყველაზე უმცროსი ბავშვისთვის, რომელიც ავადმყოფობს. 
-რა აწუხებს? 
ლალი: ანემია სჭირს. გამოკვლევაზე დამყავს სამ თვეში ერთხელ. ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის 50 ლარს გამოყოფს, დანარჩენ თანხას მე ვამატებ. 
-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალ? 
ლალი: სოციალური შემწეობა. ფული, ძირითადად, საჭმელზე და მედიკამენტებზე გვეხარჯება. მერიის უფასო სასადილო ტერიტორიულად შორსაა, ვერ დავდივართ, ტრანსპორტის ფული  არ გვაქვს…
-დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ?
ლალი: არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, რომ სახურავი გააკეთოს და გაზი შემოიყვანოს შენობაში, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრეს, რომ  რახან შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის, ჩვენს ბალანსზე არ არისო. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და დახმარებას დაგვპირდით. 
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახისთვის გადაუდებელ საჭიროებას?
ლალი: სახურავის შეკეთება, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის ჭერიდან. ამის გამო ნესტის სუნი დგას, ზამთარში ცივა, ხოლო ზაფხულში – საშინლად ცხელა. აგრეთვე, საკვები პროდუქტები გვესაჭიროება, საბავშვო ტანსაცმელი, მედიკამენტები… არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც მაცივარი…
-ლალი, რაზე ოცნებობთ?
ლალი:  ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ. ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ და მომავლის იმედს გვაჩუქებენ! 
-ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად? 
ნონა(12 წლის): მე ვოცნებობ, რომ  მსახიობი გამოვიდე. ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა და ვცდილობ კარგად ვისწავლო.
ლუკა (10 წლის): მე ველოსიპედზე ვოცნებობ.
ჯამბულატი ( 9 წლის): მე მიყვარს ინგლისური ენა და მინდა გამოვიდე პოლიტიკოსი. კიდევ ვოცნებობ ახალ ფეხსაცმელზე, რადგან ძველი უკვე დაიხა. 
შალვა (7წლის): მე მინდა გამოვიდე ნაყინის გამყიდველი. ძალიან მიყვარს ნაყინი, მაგრამ დედიკო მეუბნება, რომ მისი საყიდელი ფული არ აქვს…
მეგობრებო, ფეიქრიშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! 
მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 25, საპატრიარქოს თავშესაფარო, ტელ.: 591948894.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფეიქრიშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ნოე 08
მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის
40.00₾
2019 ნოე 08
პროდუქტები
216.50₾

სულ ხარჯები:

256.50₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2019 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2019 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2019 15:07:28
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2019 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2019 17:30:25
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2019 18:51:18
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 10:13:08
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 09:28:03
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 04:03:19
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2019 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2019 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾256.00

25 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾256.00

25 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება