ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ზურა, შვილო, მოგვეხმარე…!

calendar აგვისტო 1, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გაგუების ბინა საავადმყოფოს პალატას ჰგავს: ორი პარალიზებული მოხუცი საწოლს არის მიჯაჭვული, ოთახში წამლების სუნი დგას, ირგვლივ ბამბა და ბინტია მიმოფანტული,

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
     ამ გაყვითლებულ ფოტოზე, რომელიც 1961 წელს არის გადაღებული, ულამაზესი წყვილია გამოსახული. მაშინ ეს ადამიანები ბედნიერები იყვნენ, მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ… 
     სამწუხაროდ, დღეს მათი მდგომარეობა სავალალოა – მამა რეანიმაციაშია და დღეებს ითვლის.  დედა გამუდმებით კვნესის და ერთადერთ შვილს – ზურაბს, უხმობს დახმარებისთვის! 
       ზურაბ გაგუა თავად ავადმყოფი კაცია. მას გადატანილი აქვს ინფარქტი და სანერწყვე ჯირკვალზე რამდენიმე ოპერაცია. მისი ჯანმრთელობა ძალიან შერყეულია, უჭირს გადაადგილება, აწუხებს ტკივილები გულის არეში, მაგრამ რა ჰქნას, ხანდაზმულ მშობლებს ხომ მიხედვა სჭირდება?!   
      „10 წლის წინ მამაჩემმა ტოლა გაგუამ იშემიური ინსულტი გადაიტანა. ორი წლის შემდეგ ინსულტი განმეორდა და საბოლოოდ მიაჯაჭვა საწოლს. ახლა მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მამა ხელიდან მეცლება… რეანიმაციაშია და დედას ვერ ვტოვებ, რომ მას თავზე ვედგე… ისინი უჩემოდ დაიღუპებიან. – ამბობს ზურაბი. 
      9 წელი ზურაბს მამის მოვლაში დედა ეხმარებოდა – გოგოლა გაგუა, რომელიც ამჟამად 86 წლისაა. შარშან იგი უეცრად ცუდად გახდა, დაკარგა გრძნობა და თავის ტვინის ინსულტი გადაიტანა. მისი მდგომარეობა დღეს უმძიმესია – ვერ გადაადგილდება, უჭირს საუბარი, ხელ-ფეხი წართმეული აქვს. 
       მეგობრებო, ამ ოჯახს ძალიან უჭირს, ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მშობლების პენსია არის ერთადერთი „შემოსავალი“, რაც მხოლოდ წამლების ნაწილს თუ ფარავს. 
       ჩნდება კითხვა – რატომ არ აქვთ ამ ადამიანებს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი? საქმე ის არის, რომ აქვთ, მაგრამ სოციალური მომსახურების  სააგენტო უარს აცხადებს ფულადი თანხის გაცემაზე. 
    „რამდენჯერმე იყვნენ მოსულნი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რაღაცას ამოწმებდნენ და ზომავდნენ… დაინახეს მაცივარი, გაზქურა,  ავეჯი და „გაუხარდათ“. ღმერთო ჩემო! ეს ხომ ყველაფერი 70-იან წლებშია გამოშვებული და უვარგისია მოხმარებისთვის. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი ახალგაზრდობაში შეიძინეს, როდესაც მუშაობდნენ და არც თუ ისე ცუდად ვცხოვრობდით“, – გვიყვება ზურაბ გაგუა. 
      ტოლა და გოგოლა 1961 წელს დაქორწინდნენ. მამა საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, დედა – მასწავლებელი გახლდათ საჯარო სკოლაში. სახელმწიფომ მათ ჯერ ერთოთახიანი ბინა, მოგვიანებით კი სამოთახიანი ბინა გადასცა მოსკოვის პროსპექტზე. ზურაბმა დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მუშაობდა. მოკლედ, გაგუების ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, ახლა კი მდგომარეობა კარდინალურად არის შეცვლილი. 
      „მე ვალდებული ვარ, რომ მოვუარო ჩემს მშობლებს, – ამბობს ზურაბი. მაწუხებს გულის ტკივილები, მაგრამ ვითმენ. რა ვქნა აბა? დედაჩემს კრუნჩხვები დღეში რამდენჯერმე ემართება, კანკალებს, გამუდმებით მეძახის. წავალ სამზარეულოში საჭმელად, 5 წუთიც კი არ გაივლის, რომ არ დამიძახოს: „ზურა, შვილო, ცუდად ვარ და მომეხმარე…“. 
     -ზურაბ, ვინმე გეხმარებათ?
     ზურაბ გაგუა: მეზობლები მეხმარებიან, ზოგი ლარს მომცემს, ზოგი – 5 ლარს, ზოგი – საჭმელს შემოგვიტანს. ჩერნოვეცკის ფონდის ექთანი გვაკითხავს ხშირად. 
     -სახლს თქვენ ალაგებთ? 
     ზურაბ გაგუა: დიახ, აბა ვინ დაალაგებს. სარეცხსაც მე ვრეცხავ. გუშინ, მაგალითად, ეზოში ვკიდებდი სარეცხს და გულის ტკივილი დამეწყო, ჩავიკეცე და ღმერთს ვევედრებოდი: „ღმერთო, მიშველე, არ წამიყვანო იმ ქვეყნად სანამ ჩემი მშობლები ცოცხლები არიან…“. 
     -მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით?
     ზურაბ გაგუა: მთელი ჩვენი ოჯახი მორწმუნეა. „პატივი ეცი და გიყვარდეს შენი მშობლები, იზრუნე მათზე სიბერეში…“, ხომ  გახსოვთ ეს სიტყვები სახარებიდან? სწორედ ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა. 
    -რაზე ოცნებობთ? 
     – პირველ რიგში, ვოცნებობ გამოჯანმრთელებაზე. ვაფასებ ცხოვრების თითოეულ წამს. რა თქმა უნდა, ძალიან გვიჭირს, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარების იმედს არ ვკარგავ. 
     მეგობრებო, აი კიდევ ერთი ისტორია, რომელიც შეუძლებელია, რომ გულთან ახლოს არ მიიტანო. მოდით, დახმარების ხელი გავუწოდოთ გაგუების ოჯახს, დავეხმაროთ რით შეგვიძლია, შევუწყოთ ხელი ზურაბს ხანდაზმული მშობლების მოვლის საქმეში. ყველაზე მეტად ახლა ისინი საჭიროებენ ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, გაზქურას…
      თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ადამიანები და ადგილზე გაუწიოთ დახმარება. ვთქვათ, აჩუქოთ თუნდაც ნახმარი, მაგრამ გამართულ მდგომარეობაში მყოფი სარეცხი მანქანა ან მაცივარი. ისინი ბედნიერნი იქნებიან თქვენი ყურადღებით.  აი, მისამართი: თბილისი, მოსკოვის გამზირი 33/2, ბინა 10, ტელ.: 592492255. 
          ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაგუების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც. 
         თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        თუ თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით, შევძლებთ სიკეთის კეთებას,  სიკეთე უკიდეგანო და უსასრულო გახდება!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ოქტ 08
მედიკამენტები
180.91₾
2019 ნოე 08
ტექნიკა
1303.00₾
2019 ნოე 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
540.00₾
2019 დეკ 05
მედიკამენტები
58.55₾
2020 იან 21
ტელევიზორი
440.00₾
2020 იან 30
მედიკამენტები
29.48₾
2020 მარ 17
პროდუქტები ჭაავა
46.00₾
2020 მარ 27
პროდუქტები
300.00₾
2020 აპრ 02
პროდუქტები
130.00₾

სულ ხარჯები:

3027.94₾

დარჩა:

0.30₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2019 19:57:11
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾19.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾19.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2019 20:00:00
₾19.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2019 20:00:00
₾4.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.10.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.10.2019 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,028.24

194 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,028.24

194 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება