რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

საახალწლო სუფრაზე მათ მხოლოდ ოთხი კარტოფილი ჰქონდათ!

calendar აგვისტო 2, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რა სწრაფად სვამენ ციხეში უბრალო ადამიანებს – მრავალშვილიან მამებს და როგორ აჭიანურებენ „ჩინოვნიკების საქმეს?!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
 «ახალი წლის დადგომა ოთხი კარტოფილით აღვნიშნეთ. მეტი არაფერი გვქონდა. თავად არ მიჭამია, მხოლოდ ერთი ლუკმა ჩავიდევი პირში და ისიც „ყელში გამეჩხირა“, – ამბობს 35 ნესტან ტუფურია, ოთხი შვილის დედა. 
         გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, იგი მარტო ზრდის შვილებს, რადგან დამხმარე არ ჰყავს. მისი მეუღლე – ბავშვების მამა ციხეშია. იგი შვილს გამოექომაგა და კონფლიქტი მოუვიდა ნაცნობებთან. შედეგად –  2 წლით თავისუფლების აღკვეთა.  დედა სასოწარკვეთაშია:  უჭირს ბავშვების დაპურება, არ იცის სად იშოვოს შეშა, როგორ მოამზადოს შვილები სკოლისთვის. მოკლედ, უამრავი პრობლემა აქვს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან  – არავითარი დახმარება. 
 „აი, ვიწყებ ფაფის მომზადებას და ამ დროს, 10 თვის ემილია, რომელიც უფროს ბიჭს დიეგოს ხელში ჰყავს აყვანილი, იწყებს ტირილს; გამოვართმევ ბავშვს, ვიწყებ მის დამშვიდებას და უცებ მესმის 9-წლის მანუჩარის წუწუნი: „დედიკო, მშია“; ერთ ხელში  ბავშვი მიჭირავს, მეორე ხელით კი ფაფას ვურევ; უცებ 7 წლის თაკოს მუცელი ატკივდება, ალბათ შიმშილისგან. აი, ასე დავრბივარ მთელი დღე გაზის ბალონსა და დერეფანს შორის, არადა კიდევ ოთახიც დასალაგებელია, ტანსაცმელიც გასარეცხია და გახეული შარვალიც უნდა გავკერო“,  – გვიყვება ნესტანი. 
       მისი თქმით, მეუღლე თეიმურაზი შესანიშნავი მამაა. მან ვერ აიტანა, როდესაც შვილს შეურაცყოფა მიაყენეს ცელქობის გამო და იჩხუბა. „ბავშვები ძალიან განიცდიან, რომ მამა ციხეშია. როგორც მითხრეს, მას ვადაზე ადრე გამოუშვებენ. ეს ალბათ ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, მაგრამ მანამდე ხომ უნდა გავუძლოთ შიმშილს“, – ამბობს ნესტანი. 
      -ბებია და ბაბუა არ გეხმარებათ?
     ნესტანი: მათ ქვის გული აქვთ. არაფერში მეხმარებიან, პირიქით – ცუდად გვექცევიან. ერთხელ, ბებია გაბრაზდა, მანუჩარს ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი ესროლა და ხელი მოსტეხა. მერე სასამართლომ განიხილა მისი საქციელი და გირაო შეეფარდა. აი, ასეთი საშინელება ხდება ამ სახლში. ღმერთო, დაგვიფარე! 
      -გამოდის, რომ ამ სახლში გაჩერება საშიშია ბავშვებისთვის?
      ნესტანი: დიახ, არავინ იცის რას მოიმოქმედებენ ბებია და ბაბუა. ჩვენი დამცველი მხოლოდ ეს ეზოს ძაღლია, რომელიც ბავშვებმა შემოიჩვიეს. 
     -როგორი საყოფაცხოვრებო პირობები გაქვთ? 
     ნესტანი: სახლში არც წყალია და არც გაზი, არ გვაქვს მაცივარი, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან, ავეჯი მწყობრიდანაა გამოსული, იატაკი კი ყანყალებს.
    -რით ირჩენთ თავს? 
    ნესტანი: მიზერული სოციალური ფულადი დახმარება არის ჩვენი ერთადერთი „შემოსავალი“, რომელიც 10 დღე ძლივს გვყოფნის. 
    -ხელისუფლება გეხმარებათ? 
    ნესტანი: მე აფხაზეთიდან ვარ. ჩემი მშობლები იქ არიან და ვერ მეხმარებიან. მათ აქეთ არ უშვებენ და მე – იქით. მივმართე დევნილთა სამინისტროს თხოვნით, რომ საცხოვრებელი გამოგვიყონ, მაგრამ ჯერჯერობით უარს ამბობენ. 
   -რაზე ოცნებობს მრავალშვილიანი დედა? 
    ნესტანი: აქედან წასვლაზე ვოცნებობ, მინდა ჩემს ქმარ-შვილთან ვიცხოვრო მშვიდად და წყნარად. ახლა მეხუთე შვილზე ვარ ორსული და ეჭვი მაქვს, დაიბადება თუ არა ის ჯანმრთელი.
      მეგობრებო, აი ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ცხოვრება დედას და მის ოთხ შვილს. სამწუხაროა,  რომ ყველაზე მეტად პატარები იჩაგრებიან!  ჩვენ დავინტერესდით თუ რაზე ოცნებობენ ამ ოჯახის ბავშვები. მათ კი – ერთხმად გვიპასუხეს: „ვოცნებობთ, რომ მამიკო მალე დაბრუნდეს“. აი, ასე უყვართ ბავშვებს მამა, რომელიც მათ „წაართვეს“. 
     ჩვენ ვუსურვებთ დიეგოს, მანუჩარს, თაკოს და ემილის ბედნიერ ბავშვობას. თუმცა, თუ მათ არ ექნებათ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დახმარება, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადალახავენ მათ წინაშე არსებულ უამრავ პრობლემას. 
     ჩვენი დახმარება შეუმსუბუქებს მათ მძიმე არსებობას, მისცემს დიდ სტიმულს. ამ ეტაპზე ტუფურიების ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, მაცივარი, მედიკამენტები, საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 
    თქვენ შეგიძლიათ ისინი პირადად მოინახულო ასპინძის რაიონის სოფელ აბასთუმანში და დაეხმაროთ, გადასცეთ საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები. დაურეკეთ მათ ამ ნომერზე 574  086 096  და გაესაუბრეთ. 
     თუ დახმარების საშუალება არ გაქვთ, გააზიარეთ ეს ისტორია. ესეც დახმარების ერთ-ერთი ფორმაა. წინასწარ გიხდით მადლობას. 
       თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტუფურიების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 სექ 12
პამპერსები
150.00₾
2019 სექ 18
პროდუქტები
301.00₾
2019 სექ 18
ბავშვთა კვება
178.01₾
2019 ნოე 08
პამპერსები
325.91₾
2019 ნოე 08
ფონდის დამატებითი ხარჯები
230.00₾

სულ ხარჯები:

1184.92₾

დარჩა:

0.08₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თამარ ფრანგიშვილი
08.11.2019 20:00:00
₾2.00
ნანა კონცელიძე
08.11.2019 20:00:00
₾5.00
დავით ბეღელაძე
08.11.2019 20:00:00
₾2.00
ანა ხოჯაბეგიშვილი
08.11.2019 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
04.11.2019 08:53:40
₾1.00
მარინე მამულია
26.10.2019 20:00:00
₾10.00
ჯიქია თამთა
14.10.2019 20:00:00
₾3.00
ანდრო თავართქილაძე
11.10.2019 20:00:00
₾1.00
გოჩა ამირანაშვილი
04.10.2019 20:00:00
₾5.00
მაია მადუაშვილი
28.09.2019 20:00:00
₾100.00
გოჩაშვილი მარიამ
25.09.2019 20:00:00
₾3.00
ნინო დიდებაშვილი
25.09.2019 20:00:00
₾5.00
იმნაძე თენგიზ
12.09.2019 20:00:00
₾10.00
საღრიშვილი სალომე
08.09.2019 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
30.08.2019 15:47:58
₾1.00
ჩაჩუა ანასტასია
29.08.2019 20:00:00
₾2.00
კეთილი გული
28.08.2019 16:32:09
₾10.00
კეთილი გული
26.08.2019 07:34:49
₾5.00
ბურდული პაატა
25.08.2019 20:00:00
₾20.00
ნოზაძე გიორგი
25.08.2019 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾1,185.00

81 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,185.00

81 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება